მერეს ციხე (სამცხე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერეს ციხე.
მერეს ციხე
კოორდინატები: 41°29′46″ ჩ. გ. 42°43′03″ ა. გ. / 41.4961444° ჩ. გ. 42.7175778° ა. გ. / 41.4961444; 42.7175778
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
მერეს ციხე (სამცხე) (თურქეთი)
Noun Project - Castle tower.svg

მერეს ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს თურქეთში ფოსოფის რაიონში, ისტორიულ სამცხეში, სოფელ მერესთან[1][2], თანამედროვე სოფელ ჩაკირკოჩთან (თურქ. Çakırkoç), მდ. ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კლდოვან ბორცვზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე გეგმარებით მთის რელიეფს მიუყვებოდა, დღეს სანახევროდ დანგრეულია და დარჩენილია სამი დიდი ფრაგმენტი, ციხის კედლებში შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, მათგან ერთ-ერთზე, სამხრეთ-დასავლეთ ფრაგმენტში, შიგნიდან, სქელ კედელში, მოწყობილია სადგომი, რომლის შესასვლელის მარცხენა მხარეს ჩადგმული რუხი ფერის ქვის ლოდზე ამოკვეთილია მხედრული წარწერა (XV-XVI სს.). წარწერის მოკლე ტექნიკური აღწერილობა: ტექსტის მარჯვენა ნაწილი, ლოდის მარჯვენა კიდის ჩამოტეხვის გამო, სავარაუდოდ, დაკარგულია; სამი სტრიქონი; ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერა წაკითხვის გარეშე დაფიქსირებული აქვს დ. ბერძენიშვილს (ბერძენიშვილი 2009). ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის გარეთ, ფერდზე, დგას ნახევრად დანგრეული პერანგშემოცლილი და კამარებმორღვეული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია. მერეს ციხე და ეკლესია აღწერილი აქვთ მკვლევარებს: ი. გვარამაძეს[3], ვ. სადოვსკის[4], პ. უვაროვას[5], ვ. დევიცკის[6], ჰ. გუნდოღდუს[7], ფ. ბაირამს[8]. 2014 წლისთვის შიდა მოპირკეთებიდან დარჩენილია ჩრდილოეთი კედლის მხარე და კამარის ქუსლი. ამ კედელზე, საკურთხევლის მხარეს, ქვის ორ კვადრზე მხატვრობის კვალიც შემორჩა (ძლიერი დაზიანების გამო რაიმეს გარჩევა ჭირს, ჩანს საღებავის მუქი ლურჯი, წითელი და ყვითელი ფერი). ჩრდილოეთი სადგომი მეტად დაზიანებულია, წაქცეულია დუღაბიანი კედლები, დარჩენილია სამხრეთი და დასავლეთი კედლის ნაწილები, თაღის ნაწილი და პილასტრის კაპიტელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1958.
  2. „გურჯისტანის ვილაიეთის რუკა“, 1953
  3. გვარამაძე ი., [ვინმე მესხი], ახალციხური ფელეტონი, გაზ. “დროება“, 1881, 11 აგვისტო.
  4. Садовский В., Посховский участок Ардаганского округа Карсской области, СМОМПК, 5, Тифл., 1886.
  5. Уварова П. Посховский участокъ, Христіанскіе памятники, Матеріалы по археологіи Кавказа подъ ред. графини Уваровой, вып. IV, М., 1894.
  6. Девицкий В., Древности Посховского участка, СМОМПК, 35, 1905.
  7. Gündoĝdu H., Kaleler ve Kuleler Kenti Ardahan, Ankara, 2000.
  8. Bayram F., Gürcistan ve Türkiye: “Kültürel İlşkilerin Geçmişi, Bugünü ve Perspektifleri” Konulu Konferansın Tez Raporları, Tiflis-2012.