ჭალის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭალის ეკლესია
ჭალის ეკლესია.jpg
ჭალის ეკლესია (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°03′42″ ჩ. გ. 43°20′03″ ა. გ. / 41.06167° ჩ. გ. 43.33417° ა. გ. / 41.06167; 43.33417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია ყარსი
რაიონი არფაჩაი
ადგილმდებარეობა სოფ. დოღრუიოლი (ყოფილი ჯალა)
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი ჯამე
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X სკ.

ჭალის ეკლესიაშუა საუკუნეების ქართული ტაძარი ჩრდილის ტბის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ჯალაში (ქართ. ჭალა; დღევანდელი დოღრუიოლი). თურქეთის დაყოფით მდებარეობს ყარსის პროვინციის არფაჩაის რაიონში, საქართველოს ეკლესიის დაყოფით კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.

ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა. აღმოსავლეთით ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდითა და პასტოფორიუმებით. აფსიდისწინა თაღი ოდნავ შეისრული ფორმისაა, ასევეა კონქი. აფსიდის წინ სახატე ნიშებია, სამკუთხა თავებით დაგვირგვინებული. მარჯვენა ნიშაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. გვერდის სათავსების ზემოთ საიდუმლო ოთახებია. ცენტრალური ნავი 3 ნაწილად იყოფა მასიური პილასტრებისა და თაღების მეშვეობით.

ფასადებიც თაღნარითაა დამუშავებული, გვერდით ფასადებზე 5-5 თაღია. განსაკუთრებულად გაფორმებული ყოფილა სამხრეთი ფასადი, სადაც მცენარეული ორნამენტებით შემკული კაპიტელებია. აღმოსავლეთის ფასადი სამთაღაა და სამკუთხა ნიშებს მოიცავს. ნიშები ნიჟარისებური კონქებითაა გაფორმებული.

ყველა ფასადი და ასევე ინტერიერის კედლები კარგად ნათალი ქვებითაა ნაგები. სამშენებლო ტექნიკა და სტილისტური მახასიათებლები მშენებლობის პერიოდად X საუკუნეს მიუთითებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]