დადაშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დადაშენი (თურქ. Dedeşen) — ისტორიული სოფელი კოლაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე). სოფელში იყო საეპისკოპოსო კათედრა. ქვიტკირის კედლით შემოზღუდულ გორაკზე აღმართული იყო მოწითალო თლილი ქვით ნაგები დიდი გუმბათიანი დადაშენის ეკლესია. 1843 წელს ეკლესია უკვე დანგრეული იყო. მისი ქვებით სოფელში ჯამე აუშენებიათ. 1907 წელს დადაშენი მოინახულა და მისი სიძველეები შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი მიიჩნევს რომ ეკლესია აშენებულია IX-X საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც ბაგრატიონების რეზიდენცია ჯერ კიდევ არტანუჯი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 247, თბ., 2012 წელი.
  • დაბრუნება, ტ. I, თბ., 1991
  • ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“, პარიზი, 1938, გვ. 10-12