The Wall

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Wall
ალბომის "The Wall" ყდა
The Wall
გამოცემის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაწერის თარიღი აპრილი 1979ნოემბერი 1979, სტუდია CBS, ნიუ იორკი, Producers Workshop, ლოს ანჯელესი, სტუდიები Super Bear და Miraval, საფრანგეთი
ჟანრი პროგრესიული როკი
ხანგრძლივობა 81 წთ 27 წმ
ლეიბლი/ები Harvest (პირველი ბრიტანული გამოცემა)
EMI (მეორე ბრიტანული გამოცემა)
Columbia (პირველი აშშ გამოცემა)
Capitol (მეორე აშშ გამოცემა)
პროდიუსერ(ებ)ი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმს გატრი და როჯერ უოტერსი
ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი
Animals
(1977)
The Wall
(1979)
A collection of great dance songs
(1981)
ალტერნატიული ყდა
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
გრამფირფიტა
ალბომის შიდა მხარე, გრამფირფიტა
ალბომის შიდა მხარე, გრამფირფიტა

The Wall (ინგ.: კედელი) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის კონცეფტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1979 წელს. ეს არის პირველი ორმაგი სტუდიური ალბომი. ცნობილია, რომ 1999 წლისათვის მხოლოდ აშშ ფარგლებში გაიყიდა მისი 23 მილიონი ასლი, ამიტომ ითვლება, რომ იგი პინკ ფლოიდის მიერ აშშ ტერიტორიაზე ყველაზე გაყიდული ალბომია.[1] ბილბორდის საუკეთესო ალბომები 200-ეულში ალბომმა მიაღწია #1 ადგილს და იქ დარჩა 15 კვირის განმავლობაში. ბრიტანეთში იგი #3 ადგილს დასჯერდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ალბომის 30 მილიონი ასლი.

"Another Brick in the Wall (ნაწილი 2)" ამ ალბომიდან არის ჯგუფის ერთადერთი #1 წარმატებული სინგლი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანეთსა და აშშ-ში. მიუხედავად ამისა, კარგად ცნობილია ალბომის სხვა სიმღერების: "Another Brick in the Wall (ნაწილი 2)", "Young Lust", "Hey You", "Comfortably Numb" და "Run Like Hell". The Wall არის ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრავდა მისი ოთხივე წევრი, რიჩარდ რაიტის ჩათვლით. ხმისჩამწერი სესიების დროს უოტერსმა უზომო რაოდენობის აგრესია გამოამჟღავნა, რამაც ჯგუფში კონფლიქტები გაამწვავა.

ალბომი აგრეთვე შეტანილია წიგნში 1001 Albums You Must Hear Before You Die (1001 ალბომი, რომელიც სიკვდილამდე უნდა მოისმინოთ),[2], ხოლო 2003 წელს როლინგ სტოუნმა იგი მოათავსა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის 87 ადგილზე.[3]

სექციების სია

[რედაქტირება] სიმღერები

ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი, გარდა აღნიშნულისა

მხარე 1
# სახელწოდება ავტორი(ები) ხანგრძლივობა
1. "In the Flesh?"     3:19
2. "The Thin Ice"     2:27
3. "Another Brick in the Wall (ნაწილი 1)"     3:21
4. "The Happiest Days of Our Lives"     1:46
5. "Another Brick in the Wall (ნაწილი 2)"     4:00
6. "Mother"     5:36
მხარე 2
# სახელწოდება ავტორი(ები) ხანგრძლივობა
1. "Goodbye Blue Sky"     2:45
2. "Empty Spaces"     2:10
3. "Young Lust"   უოტერსი, დევიდ გილმორი 3:25
4. "One of My Turns"     3:35
5. "Don't Leave Me Now"     4:16
6. "Another Brick in the Wall (ნაწილი 3)"     1:14
7. "Goodbye Cruel World"     1:13
მხარე 3
# სახელწოდება ავტორი(ები) ხანგრძლივობა
1. "Hey You"     4:40
2. "Is There Anybody Out There?"     2:44
3. "Nobody Home"     3:26
4. "Vera"     1:35
5. "Bring the Boys Back Home"     1:21
6. "Comfortably Numb"   უოტერსი, გილმორი 6:24
მხარე 4
# სახელწოდება ავტორი(ები) ხანგრძლივობა
1. "The Show Must Go On"     1:36
2. "In the Flesh"     4:13
3. "Run Like Hell"   გილმორი, უოტერსი 4:19
4. "Waiting for the Worms"     4:04
5. "Stop"     0:30
6. "The Trial"   უოტერსი, ბობ ეზრინი 5:13
7. "Outside the Wall"     1:41

ალბომის მთლიანი ხანგრძლივობაა 1 სთ 21 წთ 27 წმ, თუმცა, ხანგრძლივობა შესაძლებელია განსხვავებული იყოს, სხვადასხვა ხმის ეფექტის გამო.

[რედაქტირება] სხვა სიმღერები

  • "We'll Meet Again" − ვერა ლინის სიმღერა, რომელიც პირველი იყო როჯერ უოტერსის დემო-კასეტაზე. დემო-ჩანაწერზე მას თანდათან ემატებოდა გიტარის, ბომბდამშენებისა და ვერტმფრენის ხმა. მოგვიანებით, ალბომის პირველ სიმღერად მაინც "In the Flesh?" აირჩიეს.
  • "When the Tigers Broke Free" − შეტანილია კედლის კინოვერსიაში. დაიწერა ალბომის ჩაწერამდე, გამოვიდა კრებულზე Echoes: The Best of Pink Floyd და ალბომის The Final Cut 2004 წლის გამოცემაზე.
  • "What Shall We Do Now?" შეტანილია კედლის კინოვერსიაში. ეს სიმღერა არ შეიტანეს ალბომში ადგილის სიმცირის გამო (ვინილის ფირფიტა დიდი რაოდენობით სიმღერებს არ იტევდა). თავდაპირველად იგი უნდა ყოფილიყო სიმღერებს "Don't Leave Me Now" და "Another Brick in the Wall (ნაწილი 3)" შორის. საკონცერტო ვერსიებში იგი ყოველთვის სრულდებოდა. მიუხედავად ბევრი ვარაუდისა, "Empty Spaces" არ არის მისი შესავალი. თავდაპირველი დემო ვერსიის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: Brain Damage, the definitive Pink Floyd podcast, გადაცემა #51 "The Wall − Demos".
  • "Sexual Revolution" − ეს სიმღერა შეტანილი იყო დემო ვერსიაში, თუმცა მოგვიანებით გადაიდოდა ალბომისათვის The Pros and Cons of Hitch Hiking.
  • "Death Disco" − როჯერის დემო ვერსიაში ჟღერს სხვადასხვა ფაშისტური გამონათქვამი, რომელიც მოგვიანებით "In the Flesh"-ში მოხვდა. ამ სიმღერის გიტარის პარტია გამოყენებული იქნა "Young Lust"-ში.
  • "Is There Anybody Out There? (ნაწილი 2)" − შეცვლილი ტექსტი, რომლის ნაწილიც "Hey You"-ში გამოიყენეს.
  • "Is There Anybody Out There? (ნაწილი 3)" და "Empty Spaces (ნაწილი 2)" ამოვარდა ალბომიდან.
  • "The Thin Ice (ნაწილი 2)" − როჯერის დემო ვერსიაში ალბომი მთავრდებოდა "The Thin Ice"-ის ინსტრუმენტული რეპრიზით.

საკონცერტო ალბომში Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-1981 შეტანილია სიმღერები:

  • "What Shall We Do Now?" − სიმღერის "Empty Spaces" შემდეგ
  • "The Last Few Bricks" − სიმღერის "Another Brick in the Wall (ნაწილი 3)" შემდეგ: როგორც წესი, ეს იყო ალბომის პირველი ნახევრის სიმღერების ინსტრუმენტული ვერსიების კრებული. მისი ხანგრძლივობა მერყეობდა, რადგანაც აუცილებელი იყო დროის შევსება, რათა ტექნიკურ მუშაკებს დაესრულებინათ სცენაზე კედლის მშენებლობა.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო სამ ფირფიტიანი ალბომი, თუმცა რამდენიმე სიმღერა ამოაგდეს და დარჩა ორი ფირფიტა, ხოლო უოტერსმა ეს სიმღერები გამოიყენა შემდეგ ალბომში, The Final Cut. ესენია:

  • "Your Possible Pasts" − საგულისხმოა, რომ სტრიქონი "Do you remember me/How we used to be/Do you think/We should be/Closer?" გამოიყენეს ფილმში.
  • "One of the Few" − სამუშაო სახელწოდება იყო "Teach".
  • "The Hero's Return" − სამუშაო სახელწოდება იყო "Teacher, Teacher". მოგვიანებით ტექსტი შეიცვალა.
  • "The Final Cut". აქ არის სტრიქონი "Dial the combination/Open the priest-hole/And if I'm in, I'll tell you what's behind the wall". ამ დროს გაისმის გასროლის ხმა ("behind the wall"-ის დროს), რაც ხაზს უსვამს კედელთან კავშირს. თავდაპირველი ტექსტი კვლავაც წერია ახალი გამოცემების ბუკლეტებზე. სრული ტექსტის მოსმენა შესაძლებელია The Final Cut-ის დემო ჩანაწერზე.

[რედაქტირება] ფაქტები

  • ალბომის ორიგინალურ ფირფიტაზე არ წერია ჯგუფისა და ალბომის სახელი, როგორც ეს კომპაქტ დისკზეა.
  • "Empty Spaces" იწყება დამალული გზავნილით, რომელიც უკუღმა შებრუნებული ჩანაწერია. ეს არის

როჯერ უოტერსი: "გილოცავთ, თქვენ ფარული გზავნილი აღმოაჩინეთ.პასუხები მისწერეთ მოხუც პინკს, სასაცილო ფერმაზე, ჩელფონტში".
[შემდეგ საუბრობს ხმის ინჟინერიჯეიმს გატრი: "როჯერ, კეროლაინი გირეკავს..."

  • "Waiting for the Worms": სიმღერის ფინალში როჯერ უოტერსი (პინკის როლში) ასახელებს ლონდონის იმ უბნებს, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.
  • შავ მაისურებში იგულისხმება SS-ის უნიფორმა.
  • ფანჯრების მსხვრევაში იგულისხმება აქცია Kristallnacht, რომელიც 1938 წლის 9-10 ნოემბერს მოეწყო ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.
  • "final solution" (უკანასკნელი გამოსავალი) იყო ნაცისტების მიერ შემუშავებული ევროპელი ებრაელების მასიური განადგურების გეგმა.
  • "შხაპსა" და "ღუმელში" ("showers", "ovens") იგულისხმება ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები და კრემატორიები
  • queens and the coons and the reds and the Jews - აქ იგულისხმებიან ფაშისტური რეჟიმის დროს არსებული ბანაკების მსხვერპლები: ჰომოსექსუალები, ეთნიკური უმცირესობები, კომუნისტები და ა.შ.
  • მონოლოგში "oh my God, what a fabulous room" საუბრობს ტრუდი იანგი (One of My Turns).
  • მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ორმაგი ფირფიტისა და კომპაქტ დისკის სახით გამოიცა, ამერიკაში, იაპონიაში, კანადაში, ავსტრალიაში და ბრიტანეთში აგრეთვე გამოვიდა მისი სპეციალური ვერსია აუდიოკასეტაზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში უკრავდა. აგრეთვე გამოვიდა 8 ფირიანი კასეტა, რომელზეც შეტანილი იყო სიმღერების "Another Brick in the Wall (ნაწილი 2)", "Goodbye Cruel World", "Comfortably Numb" და "Outside the Wall შემოკლებული ვერსიები. აგრეთვე ცნობილი პროლოგი და ეპილოგი "we came in" და "Isn't this where" ამოიშალა. "Hey You" გაიყო ორ ნაწილად.
  • "Run Like Hell"-ის დასაწყისში ბრბო ჰყვირის "Pink Floyd", მაგრამ სიმღერის დასასრულისათვის ეს უკვე არის "Hammer."

[რედაქტირება] მუსიკოსები და ტექნიკური თანაშემწეები

აგრეთვე

  • ლი რაიტნური — რითმ გიტარა სიმღერაში "One of My Turns" და აკუსტიკური გიტარა სიმღერაში "Comfortably Numb"
  • ჯო პორკარო — დოლი სიმღერაში "Bring the Boys Back Home"
  • ბლუ ოუშენ — დოლი სიმღერაში "Bring the Boys Back Home"
  • ფრედი მენდელი — ორღანი სიმღერებში "In the Flesh?" და "In the Flesh"
  • ბობი ჰოლი — პერკუსია
  • რონ დი ბლასი — კლასიკური გიტარა სიმღერაში "Is There Anybody Out There?"
  • ლარი უილიამსი — კლარნეტი სიმღერაში "Outside the Wall"
  • ტრევორ ვეიტჩი — მანდოლინა
  • ფრენკ მაროკო — კონცერტინა
  • ბრიუს ჯონსტონი — დამატებითი ვოკალი
  • ტონი ნევილი — დამატებითი ვოკალი
  • ჯოი ჩიმეი — დამატებითი ვოკალი
  • ჯონ ჯოისი — დამატებითი ვოკალი
  • სტენ ფარბერი — დამატებითი ვოკალი
  • ჯიმ ჰაასი — დამატებითი ვოკალი
  • მეოთხე მუსიკალური კლასი, აილინგტონის მწვანე სკოლა, ლონდონი — გუნდი
  • ბობ ეზრინი — თანაპროდიუსერი; ორკერსტრის არანჟირება; კლავიშები
  • მაიკლ კემენი — ორკერსტრის არანჟირება
  • ჯეიმს გატრი — თანაპროდიუსერი, ინჟინერი, პერკუსია, სინთეზატორი ("Empty Spaces"), სეკვენსერი, დასარტყამები ("The Happiest Days of Our Lives"), რემასტერინგი
  • ნიკ გრიფიტსი — ინჟინერი
  • პატრის კეფი — ინჟინერი
  • ბრაიან კრისტიანი — ინჟინერი
  • ჯონ მაკკლური — ინჟინერი
  • რიკ ჰარტი — ინჟინერი
  • რობერტ რიკინა — ინჟინერი
  • ფილ ტეილორი — ხმისჩამწერი ტექნიკა
  • ჯერალდ სკარფი — დიზაინი, ანიმაციური პერსონაჟები
  • დუგ საქსი — მასტერინგი, რემასტერინგი


შეცდომა ციტირებაში <ref> tags exist, but no <references/> tag was found; $2

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/The_Wall"-დან
პირადი ხელსაწყოები