პინკ ფლოიდი: კედელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „კედელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კედელი.
პინკ ფლოიდი: კედელი

ფილმის პოსტერი, ჯერალდ სკარფის ნახატით
რეჟისორი ალან პარკერი
ჯერალდ სკარფი (ანიმაციური სეგმენტები)
პროდიუსერი ალან მარშალი
სცენარის ავტორი როჯერ უოტერსი, ალან პარკერი
ეფუძნება The Wall, ავტორი:
პინკ ფლოიდი
როლებში ბობ გელდოფი, ბობ ჰოსკინსი, ელეანორ დეივიდი, კრისტინ ჰერგრეივზი, ალექს მაკ-ევოი
მუსიკა პინკ ფლოიდი
ბობ ეზრინი
მაიკლ კემენი
სიმღერის ტექსტის ავტორი როჯერ უოტერსი
ოპერატორი პიტერ ბიზიუ
მონტაჟი ჯერი ჰემბლინგი
მხატვარი ჯერალდ სკარფი
სტუდია Goldcrest Films International
Tin Blue
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer (ორიგინალური)
Warner Bros. (ამჟამინდელი კინოთეატრების და სატელევიზიო დისტრიბუტორი, მხოლოდ აშშ)
Sony Music Entertainment (VHS/DVD, 2000)
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 23, 1982 (1982-05-23) (კანი)
  • ივლისი 14, 1982 (1982-07-14) (ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 95 წთ
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 22,244,207 აშშ დოლარი[2]
IMDb პროფილი

პინკ ფლოიდი: კედელი (ინგლ. Pink Floyd — The Wall) — 1982 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ ალან პარკერის მიერ და ეფუძნება ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომის The Wall სიუჟეტს. იგი გადაღებული იქნა პინკ ფლოიდის ვოკალისტისა და ბასისტის, როჯერ უოტერსის სცენარის მიხედვით.

ფილმი სავსეა მეტაფორებით და მდიდარია ვიზუალურად და მუსიკალურად. მასში შეტანილი დიალოგების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, უფრო მეტად მოქმედება აგებულია პინკ ფლოიდის მუსიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აქვს საკუთარი სიუჟეტი, იგი უფრო მეტად განიხილება, როგორც მუსიკალური ვიდეო, ვიდრე მოქმედებითი ფილმი.

ფილმში მთლიანობაში შეტანილია ჯერალდ სკარფის, პოლიტიკური კარიკატურისტის მიერ შექმნილი ანიმაციური ეპიზოდების 15 წამი. მათი ნაწილი შეიცავს ისტორიას გერმანელების მიერ ინგლისში ყუმბარების ჩამოგდებაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმში საუბარია მეტაფორული კედლის აგებასა და დანგრევაზე, ადამიანთა გაუცხოებაზე.

პინკი, ფილმის მთავარი პერსონაჟი, არის როკ-ვარსკვლავი, რომელსაც დეპრესიული განწყობა ახასიათებს. თავდაპირველად იგი ნაჩვენებია სასტუმროს დანგრეულ ნომერში. პირველ სცენებში ჩანს, რომ მისი მამა დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


  1. Jack L. Film Reviews: Pink Floyd The Wall. Retrieved 1 January 2014.
  2. Box Office Information for Pink Floyd – The Wall. Box Office Mojo. Retrieved 1 January 2014.