Another Brick in the Wall
ვიკიპედიიდან
| "Another Brick in the Wall" | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი | ||
| ალბომიდან The Wall | ||
| B-მხარე | "One Of My Turns" | |
| გამოსვლის თარიღი | 1979 | |
| ფორმატი | 7" | |
| ჩაიწერა | აპრილი - ნოემბერი, 1979 | |
| ჟანრი | არტ როკი/პროგრესული როკი/ფანკ როკი | |
| ხანგრძლივობა | 4 წთ 00 წმ | |
| ლეიბლი | Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |
| პროდიუსერი | როჯერ უოტერსი | |
| პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია | ||
| "Have a Cigar" (1975) |
"Another Brick in the Wall, Part II" (1979) |
"Comfortably Numb" (1979) |
"Another Brick in the Wall" არის პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან "The Wall". იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც მიმოფანტული ამ ალბომზე. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერის ყველაზე ცნობილი, მეორე ნაწილი მოგვითხრობს, რომ მასწავლებლები, მოსწავლეებისადმი არასწორი მიდგომის გამო ამახინჯებენ მათ ცხოვრებას და სწავლის სურვილს უკარგავენ. თავის დროზე ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, საპროტესტო აქციების დროს, მაგრამ დღეს იგი ასევე გამოიყენება ლოზუნგისა თუ ჰიმნის სახით.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიმღერა
[რედაქტირება] ნაწილი I
[რედაქტირება] კომპოზიციური წყობა
ეს ნაწილი საკმაოდ მშვიდია თავისი ჟღერადობით და თან ახლავს ინსტრუმენტული იმპროვიზაცია, გიტარის თანხლებით. უოტერსის ვოკალი ნაზია, რაც განსხვავდება შემდეგი ნაწილების აგრესიული ტონისგან (თუმცა ერთ-ერთ მომენტში როჯერი ხმამაღლა გაჰყვირის სტრიქონს).
[რედაქტირება] სიუჟეტი
The Thin Ice-ს, რომელშიც განიხილება კედელში აგურების დამატების მთავარი მიზეზები, მოჰყვება ალბომის გმირის მამის ისტორია.
[რედაქტირება] ფილმის ვერსია
ფილმში პინკი (მთავარი გმირი) თავის დედასთან ერთად სათამაშო მოედანზე აღმოჩნდება. იგი თამაშობს სხვა ბავშვებთან, შემდეგ კი მიდის მამაკაცთან (რომელიც მას მოეწონება, რადგანაც ყველა ადამიანში ეძებს მამას) და სთხოვს ყურადღების მიქცევას. მამაკაცი სტოვებს მას, თავის შვილებთან ერთად. გულგატეხილი და ჩაფიქრებული პინკი საქანელაზე ჯდება.

