Ummagumma

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ummagumma
სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 25 ოქტომბერი 1969 (ბრიტანეთი),
10 ნოემბერი 1969 (აშშ)
ჩაწერის თარიღი 27 აპრილი 1969, კლუბი Mothers, ბირმინგემი, ინგლისი, ბრიტანეთი &
2 მაისი 1969, მანჩესტერის კომერციის კოლეჯი, მანჩესტერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო, 1969
ჟანრი ავანგარდული მუსიკა, ექსპერიმენტული როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 86:11
ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Harvest/Capitol, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
More
(1969)
Ummagumma
(1969)
Atom Heart Mother
(1970)
პინკ ფლოიდის ცოცხალი ალბომები
Ummagumma
(1969)
Delicate Sound of Thunder
(1988)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars [1]
Blender 2/5 stars
Stylus სასურველი[2]
Yahoo! Music (სხვადასხვა)
პიერო სკარუფი 7.5/10 stars [3]

Ummagumma — ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. მისი პირველი დისკი არის ოთხეულის იმდროინდელი ცნობილი ნომრების საკონცერტო შესრულების ამსახველი, მეორე კი - მისი წევრების სოლო-პროექტების კრებული.

დისკები[რედაქტირება]

ცოცხალი დისკი[რედაქტირება]

ალბომის ცოცხალი დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა ჯგუფის კონცერტების მაღალი შეფასებები. 1969 წლის სექტემბერში, სანამ Ummagumma გამოიცემოდა, გამოცემის Melody Maker ყოვეწლიურ გამოკითხვაში პინკ ფლოიდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ალბომის ანოტაციაში მითითებულია, რომ დისკი ჩაწერეს 1969 წლის ივნისში, თუმცა სინამდვილეში იგი ჩაწერილია 1969 წლის 27 აპრილს კლუბში „Mothers“ (ბირმინგემი) და 2 მაისს მანჩესტერის კომერციულ კოლეჯში.

ჩანაწერში ასევე აპირებდნენ „Interstellar Overdrive“-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) და სიმღერის „Embryo“ შეტანას. მიუხედავად ამისა, ფირფიტის გამოცემამდე ჩანაწერები ამოღებული იქნა. ცნობილი იყო, რომ ისინი გადასცეს ჯონ პილის პირად არქივს, საიდანაც იგი უცნობმა პირებმა მოიპარეს. თუმცა წლების შემდეგ ბუტლეგის სახით გავრცელდა ჩანაწერი Interstellar Overdrive-ით და იგივე მასალით, რაც ორიგინალურ გამოცემაში. განსხვავებას წარმოადგენს დაუმონტაჟებელი მასალის სახე, რომელსაც ეს ფირი ატარებს. საგულისხმოა, რომ კომპოზიციებს შორის ჟღერს როჯერ უოტერსის კომენტარებიც.

სტუდიური დისკი[რედაქტირება]

სტუდიური დისკის ჩაწერის მიზეზად იქცა რიჩარდ რაიტის უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ჯგუფს არ ჰქონდა საშუალება, ხმისჩამწერ სტუდიაში რეალური თავისუფლება ეგრძნო. ამიტომ პინკ ფლოიდის თითოეულმა წევრმა მიიღო მომავალი ფირფიტის 1/4. შემდგომში მსმენელების მიერ მაღალი შეფასება მიიღო უოტერსის კომპოზიციებმა. რიჩარდი თვლიდა, რომ მისი პიესა „Sysyphus“ ზედმეტად პრეტენზიული იყო. დევიდ გილმორის აღიარებით, „The Narrow Way“ მხოლოდ სისულელე იყო.

სტუდიურ დისკში ასევე შეტანილია ნიკ მეისონის ერთგვარი სავარჯიშო დასარტყამ ინსტრუმენტებზე, „The Grand Vizier's Garden Party“, სადაც ფლეიტის პარტიას მისი იმჟამინდელი მეუღლე ლინდი ასრულებს.

წარმატება[რედაქტირება]

ალბომი გამოვიდა ბრიტანეთში 1969 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო აშშ-ში 10 ნოემბერს. მან ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მიაღწია #5 ადგილამდე, ხოლო ამერიკაში მოხვდა #74 ადგილზე. ეს იყო ჯგუფის პირველი მოხვედრა ამერიკის 100-ეულში. ამერიკაში ალბომს 1974 წლის თებერვალში მიენიჭა ოქროს სტატუსი, 1994 წლის მარტში კი - პლატინის სტატუსი.

სხვა გამოცემები[რედაქტირება]

1987 წელს ალბომის ახალი გამოცემა გამოვიდა ორი კომპაქტ დისკის სახით. ციფრული რემასტერინგით დამუშავებული ვერსია გამოვიდა ბრიტანეთში 1994 წელს, ამერიკაში - 1995 წელს. ორიგინალური ვინილის შიდა გარეკანზე გამოსახულია უოტერსის პირველი მეუღლე. ახალი გამოცემის გაფორმებაში ეს სურათი აღარ გამოიყენება.

ყდა[რედაქტირება]

ორიგინალური გრამფირფიტების ყდები განსხვავდება ამერიკულ და ბრიტანულ ვარიანტში. ბრიტანული ვერსიის გარეკანზე ჩანს ფირფიტა მიუზიკლით „ჟიჟი“, რომელიც დევს კედელთან, ასოების 'Pink Floyd' თავზე. ორიგინალურ ამერიკულ ვერსიაში ეს ყდა ამოშლილია, როგორც ეტყობა, საავტორო უფლებების გამო (მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ არალეგალურ გამოცემებზე იგი მაინც გამოსახულია). გარეკანზე გამოსახულია დევიდ გილმორი, რომელიც ზის კარის ზღურბლზე, მის უკან ზის როჯერ უოტერსი, მის უკან დგას ნიკ მეისონი, ხოლო ბოლო პლანზე ვხედავთ რიჩარდ რაიტს, რომელიც წევს ბალახზე, ჰაერში აწეული ფეხებით. კედელზე ჩამოკიდებულია სარკე, რომელშიც მეორდება იგივე მოქმედება, ოღონდ ამჯერად კარის ზღურბლზე ზის როჯერ უოტერსი - ამგვარად, ყოველ ახალ სარკეში ყველა ერთმანეთს ენაცვლება. მეორე დისკის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის საკონცერტო ტექნიკა და ინსტრუმენტები, რომელიც განლაგებულია ბიგინ ჰილის ასაფრენ ხაზზე.

ალბომის სახელწოდება[რედაქტირება]

ალბომის სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია - ამაგამა და უმაგუმა, თუმცა 1969 წლის ერთ-ერთი კონცერტის წინ ჩაწერილი რეპეტიციის დროს (ჩანაწერი იშვიათობას წარმოადგენს და ვრცელდება ფანებს შორის) ახსენებენ ამაგამას, ასე რომ ეს ვარიანტი უფრო ზუსტად უნდა მივიჩნიოთ.

სიმღერების სია[რედაქტირება]

Record one – live album
მხარე 1
# სახელწოდება ჩაწერის თარიღი ხანგრძლივობა
1. Astronomy Domine (სიდ ბარეტი) 27 აპრილი 1969 8:32
2. Careful with That Axe, Eugene (როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი, დევიდ გილმორი) 2 მაისი 1969 8:49
მხარე 2
# სახელწოდება ჩაწერის თარიღი ხანგრძლივობა
3. Set the Controls for the Heart of the Sun (უოტერსი) 2 მაისი 1969 9:27
4. A Saucerful of Secrets (უოტერსი, რაიტი, მეისონი, გილმორი) 27 აპრილი 1969 12:48
Record two – studio album
მხარე 3
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Sysyphus (Parts 1-4) (რაიტი) 12:59
2. Grantchester Meadows (უოტერსი) 7:26
3. Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict (უოტერსი) 4:59
მხარე 4
# სახელწოდება ხანგრძლივობა
4. The Narrow Way (Parts 1-3) (Gilmour) 12:17
5. The Grand Vizier's Garden Party (Part 1: Entrance; Part 2: Entertainment; Part 3: Exit) (მეისონი) 8:46

ჯგუფი[რედაქტირება]

  • როჯერ უოტერსი - ბასი, გიტარა, ვოკალი სიმღერაში Granchester Meadows, ფირის ეფექტები კომპოზიციაში Several Species of Small Furry Animals
  • დევიდ გილმორი - ვოკალები, გიტარა, ყველა ინსტრუმენტი და ვოკალი სიმღერაში Narrow way
  • რიჩარდ რაიტი - კლავიშები, ვოკალები, ყველა ინსტრუმენტი კომპოზიციაში Sysyphus
  • ნიკ მეისონი - დასარტყამები, პერკუსია, ყველა ინსტრუმენტი კომპოზიციაში The Grand Vizier's Garden Party (ფლეიტის გარდა)*

აგრეთვე

  • ლინდი მეისონი (შემდგომში - ნიკის მეუღლე) - ფლეიტა

ფაქტები[რედაქტირება]

  • სახელწოდება ამაგამა მომდინარეობს კემბრიჯული სლენგიდან, სადაც იგი ნიშნავს სექსუალურ კავშირს.
  • ამ ალბომის მთავარ გარეკანზე უკანასკენლად შეიტანეს ჯგუფის ფოტო.გარდა ამისა, გარეკანზე, სულ უკანასკნელ ანარეკლზე სარკეში ჩანს ალბომის A Saucerful of Secrets ყდა.
  • ალბომის The Division Bell გამოცემამდე Ummagumma იყო ჯგუფის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელშიც უკრავს მდედრობითი სქესის მუსიკოსი.
  • ორიგინალურ ვინილის დისკზე, Narrow way და The Grand Vizier's Garden Party ცალ-ცალკე სიმღერებად იყო ჩაწერილი. ახალ გამოცემაზე Sysyphus-ის პირველი ნაწილი გაყოფილია ორ ცალკეულ ნომრად და ინდექსირებულია, როგორც ნაწილი 1 და ნაწილი 2. მეორე ნაწილი ვინილიდან იქცა მესამე ნაწილად კომპაქტ დისკზე, იმ დროს, როდესაც ნაწილი 4 კომპაქტ დისკზე ინდექსირებულია ორ ნაწილად. ამ სიმღერების რეალური ხანგრძლივობა იხილეთ ზევით.
  • ჯგუფმა ასევე ჩაწერა Interstellar Overdrive-ის (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) საკონცერტო ვერსია, რომელიც უნდა შესულიყო საკონცერტო დისკში. ტრეკი ამოაგდეს უკანასკნელ წამს, მაგრამ რამდენიმე ბუტლეგი ამ კომპოზიციით დაურიგდა ჯგუფის მეგობრებს.
  • Astronomy Domine-ის საკონცერტო ვერსია ამ ალბომიდან შეტანილია The Piper at the Gates of Dawn-ის ამერიკულ გამოცემაში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Eder, Bruce. Album review საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 3 July 2011
  2. Howard, Ed (1 September 2003). Album review. Stylus Magazine. წაკითხვის თარიღი: 3 July 2011.
  3. History of Rock Music: Pink Floyd. Piero Scaruffi. წაკითხვის თარიღი: 3 July 2011.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ummagumma&oldid=2697864“-დან