The Dogs of War (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Dogs of War“
სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი A Momentary Lapse of Reason
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 6:05
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი, ენტონი მური
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
A Momentary Lapse of Reason სიმღერების სია

The Dogs of War — მესამე კომპოზიცია პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason.[1][2] აშშ-ში იგი ცალკე პრომო-დისკზე გამოიცა, რომელიც სინგლად ითვლებოდა. სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1987-1989 წლების ყველა კონცერტზე და შეტანილია ალბომში/ფილმში Delicate Sound of Thunder. როდესაც ალბომს მთლიანი სახით ასრულებდნენ ცოცხლად, იგი იყო პროგრამაში რიგით მერვე სიმღერა. საკონცერტო შესრულებების დროს მას ახლდა უფრო ხანგრძლივი შესავალი, საქსოფონის სოლო, გიტარისა და საქსოფონის შეჯიბრი და ხანგძლივი ფინალი - განსხვავებით ალბომისგან. MTV-ს ვიდეო რეიტინგში იგი 1988 წლის მაისში მოხვდა, #16 ადგილზე.

თავისი თემატიკით სიმღერა პოლიტიკაზეა. ომის ძაღლებში იგულისხმება ის, თუ როგორ მალავენ პოლიტიკოსები სიმართლეს მათ შესახებ. კვლავ და კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად ფული რჩება, რომელიც ნებისმიერი ომის მიღმა იმალება.

ჯგუფის მოყვარულთა ფენზინის გამოკითხვით, The Dogs of War ყველაზე ცუდი სიმღერაა, რაც ჯგუფს დაუწერია. შესაძლებელია, ამის მიზეზი არის დევიდ გილმორის მცდელობა, შეექმნა როჯერ უოტერსის სტილი ანტიმილიტარისტული ნომერი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.