21 (ადელის ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
21
სტუდიური ალბომი - ადელი
გამოცემის თარიღი 19 იანვარი 2011 (2011-01-19)
ჩაწერის თარიღი მაისი 2009 – ოქტომბერი 2010; სტუდიები AirStudios, Angel, Eastcote, Harmony, Metropolis, Myaudiotonic, Patriot, Serenity Sound, Shangri La, Sphere, Wendyhouse Productions
ჟანრი პოპ მუსიკა, სოული, თანამედროვე რიტმ ენდ ბლუზი, ინდი პოპი
ხანგრძლივობა 48:12
ლეიბლი XL
პროდიუსერი ჯიმ ებისი, ადელი, პოლ ეპვორთი, რიკ რუბინი, ფრეიზერ ტ. სმითი, რაიან ტედერი, დენ უილსონი
ადელი - ქრონოლოგია
19
(2008)
21
(2011)
სინგლები ალბომიდან 21
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 76/100
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars
The A.V. Club A−
BBC Music სასურველი
The Daily Telegraph 5/5 stars
The Guardian 4/5 stars
NME 6/10
Q 4/5 stars
Rolling Stone 3.5/5 stars
Spin 8/10
The Village Voice სასურველი

21 — ინგლისელი მომღერალ ადელის მეორე სტუდიური ალბომი. 2011 წლის 24 იანვარს ევროპაში[1], ხოლო 2011 წლის თებერვალში ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემული ეს ალბომი სათაურს ატარებს მუსიკოსის ასაკის მიხედვით - მისი ჩაწერის პერიოდში ადელი 21 წლის იყო. დისკში ჟღერს როგორც ხალხური მუსიკის ელემენტები, ასევე Motown-ის ტიპის სოული, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი წინა ალბომზე 19. გარდა ამისა, მომღერალზე ალბომის შექმნისას გავლენა იქონია ქანთრიმ და სამხრეთულმა ბლუზმა, რომელსაც 2008-2009 წლებში ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს An Evening with Adele პერიოდში გაეცნო. დისკი იწერებოდა პატრნიორთან გაცილების შემდეგ და მასში აირეკლა რამდენიმე თემა, რომელთა შორის არის რისხვა, შურისძიება, გულგატეხილობა, თვითგანსჯა და პატიება.

21-ის ჩაწერა დაიწყო 2009 წლის აპრილში, როდესაც ჯერ კიდევ შეყვარებულთან ურთიერთობა ჰქონდა. სადებიუტო ალბომის წარუმატებლობის გამო ადელმა გადაწყვიტა უფრო რიტმული და თანამედროვე ტიპის დისკის ჩაწერა. მიუხედავად ამისა, სტუდიური სესიები წარუმატებელი იყო, ვინაიდან შთაგონებას ადგილი არ ჰქონდა. ჩაწერა განახლდა პარტნიორთან განშორების შემდეგ, როდესაც ადელმა გულგატეხილობისა და დეპრესიის შედეგად სიმღერებში სხვა ემოციები შეიტანა. იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ავტორთან და პროდიუსერთან, რომელთა შორის იყვნენ Columbia Records-ის თანაპროდიუსერი რიკ რუბინი, ფრეიზერ ტ. სმითი, რაიან ტედერი, დენ უილსონი, ჯიმ ებისი და პოლ ეპვორთი.

კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებულმა მინიმალისტური პროდიუსერული ნაშრომის, აუთენტურობისა და ადელის ვოკალური შესაძლებლობების მიხედვით, 21-მა გაამართლა ინდი ლეიბლის XL Recordings მოლოდინი და 2011 წელს მოულოდნელი წარმატება მოიპოვა. იგი ჩარტების სათავეებში 30-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 2012 წლის გამოცემაში. იგი იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ ბრიტანულ ბესტსელერად. ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავებში ზედიზედ 23 კვირის მანძილზე ყოფნით მან რეკორდი დაამყარა, როგორც მომღერალი ქალის მიერ ჩაწერილმა დისკმა. სინგლები Rolling in the Deep, Someone Like You და Set Fire to the Rain მსოფლიო #1 ჰიტებად იქცნენ, ხოლო Rumour Has It და Turning Tables მოხვდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო 20-ეულებში.

2012 წლის ივნისისათვის გაყიდული 22 მილიონი ასლით,[2][3] 21 იქცა 2011 წლის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჩანაწერად და გამოაცოცხლა აშშ-სა და ბრიტანეთში მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩანაწერების გაყიდვა. კრიტიკოსები ალბომის წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით მსმენელებთან ერთად და აშშ-ში მისი წარმატება შეაფასეს, როგორც გულახდილი სექსუალური და ჟღერადობის მხრივ მედიდური სტატუს-კვოსგან გადადგმული ნაბიჯი. 2012 წელს ალბომმა მოიპოვა „გრემი“ და ბრიტანული მუსიკის ჯილდო წლის ალბომის კატეგორიაში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

სიმღერების სია ოფიციალურად გამოქვეყნდა ბრიტანულ iTunes-ზე, 2010 წლის 30 ნოემბერს.

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი პროდიუსერ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Rolling in the Deep   ადელ ედკინსი, პოლ ეპვორთი ეპვორთი 3:49
2. Rumour Has It   ედკინსი, რაიან ტედერი ტედერი 3:43
3. Turning Tables   ედკინსი, ტედერი ჯიმ ებისი 4:10
4. Don't You Remember   ედკინსი, დენ უილსონი რიკ რუბინი 4:03
5. Set Fire to the Rain   ედკინსი, ფრეიზერ ტ. სმითი სმითი 4:01
6. He Won't Go   ედკინსი, ეპვორთი რუბინი 4:37
7. Take It All   ედკინსი, ფრენსის უაიტი ებისი 3:48
8. I'll Be Waiting   ედკინსი, ეპვორთი ეპვორთი 4:01
9. One and Only   ედკინსი, უილსონი, გრეგ უელსი რუბინი 5:48
10. Lovesong   რობერტ სმითი, საიმონ გელეპი, როჯერ ო'დონელი, პორლ თომპსონი, ლოლ ტოლჰერსტი, ბორის უილიამსი რუბინი 5:16
11. Someone Like You   ედკინსი, უილსონი უილსონი, ედკინსი 4:47

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Adele - 21 - MP3 Downloads. 7digital. წაკითხვის თარიღი: 24 January 2011.
  2. Lewis Corner (13 June 2012). Adele's '21' returns to US album chart No.1 for 24th week. Digital Spy. Nat Mags. წაკითხვის თარიღი: 14 June 2012.
  3. Adele’s ’21′ Surpasses Sales Of 22 Million Copies Worldwide. That Grape Juice. PlayBigMedia (09 June 2012). წაკითხვის თარიღი: 14 June 2012.