პინკ ფლოიდის კონცერტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯგუფის გამოსვლა კონცერტზე Live 8, ლონდონი, ივლისი, 2005

პინკ ფლოიდი იყო ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კოლექტივი, რომელიც სცენაზე იყენებდა უცნაურ განათებას, თხევად სლაიდებს და ფსიქოდელიურ ფერებს, რომლებიც იდეალურად ერწყმოდა მათ მუსიკას. ამასთან, აღსანიშნავია პინკ ფლოიდის საკონცერტო ტექნიკა და ჟღერადობა.

სპეციალური ეფექტები[რედაქტირება]

მუსიკის გარდა, ჯგუფის კონცერტები გამოირჩეოდა ხმის სპეციალური ეფექტებით, რომლებიც აძლიერებდნენ პინკ ფლოიდის ნებისმიერ კონცერტს.

ფერთა შოუ[რედაქტირება]

პინკ ფლოიდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც იყენებდა ფერად თხევად სლაიდებს თავისი გამოსვლების დროს. ამით მათზე ხდებოდა ფერადი გამოსახულებების პროეცირება. ამავე დროს, სლაიდების თხევადი სტრუქტურის გამო, იქმნებოდა მოძრავი სურათები, რომლებიც მომაჯადოებელ ეფექტს ახდენდა მაყურებელზე.

1970-იან წლებში ფსიქოდელია მოდიდან გამოვიდა და მთელი აქცენტი გადატანილი იქნა უშუალოდ განათებაზე. როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ ლაზერული ეფექტების გამოყენებამ პიკს მიაღწია. 1994 წლის ტურნეს Division Bell დროს გამოიყენებოდა ლაზერული სტრობოსკოპების მაქსიმალური რაოდენობა. თითოეული მათგანის ფასი 120.000 დოლარს შეადგენდა.

ჯგუფის კონცერტები 1973 წლიდან გამოირჩებოდა მრგვალი ეკრანით, რომელსაც ხუმრობით მისტერ ეკრანს უწოდებდნენ. ეს დიდი ეკრანი გამოიყენებოდა სპეციალურად კონცერტისათვის გადაღებული ვიდეორგოლების საჩვენებლად.

1973 წელს ასევე გამოჩნდა დისკოს ბურთი. იგი ოვაციებს იწვევდა 1987-89 წლების ტურების მსვლელობისას, მაგრამ ყველაზე შთაბმეჭდავი გიგანტური ბურთი ჩნდებოდა 1994 წლის ტურნეს დროს, სიმღერის Comfortably Numb დროს. ბურთი დამონტაჟებული იყო დარბაზის შუაგულში. იგი იშლებოდა ნაწილებად, ირეკლავდა სხივებს და ანათებდა მთელ დარბაზს.

მთავარი კონცერტები და საკონცერტო ტურნეები[რედაქტირება]

  • 30 სექტემბერი, 1966 - გამოცემის International Times მიერ მოწყობილი საქველმოქმედო შოუ
  • 29-30 აპრილი, 1967 - 14 საათიანი ფერადი სიზმარი
  • 12 მაისი, 1967 - კონცერტი მაისის თამაშები
  • 3-12 ნოემბერი, 1967 - პირველი აშშ ტურნე
  • 29 ივნისი, 1968 - უფასო კონცერტი ჰაიდ პარკში
  • ივლისი 1968 - A Saucerful of Secrets - ტურნე
  • მაისი 1969 - The Man and the Journey - ტურნე
  • 27 ივნისი, 1970 - ფესტივალი ბათში
  • სექტემბერი 1970 - Atom Heart Mother - ტურნე
  • ოქტომბერი 1971 - Meddle - ტურნე
  • მარტი 1973 - Dark Side of the Moon - ტურნე
  • ივნისი 1974 - ფრანგული საზაფხულო ტურნე
  • ნოემბერი 1974 - ბრიტანული ზამთრის ტურნე
  • აპრილი 1975 - Wish You Were Here - ტურნე
  • იანვარი 1977 - In the Flesh - ამ თვეში დაიწყო ტურნე, რომელიც ეძღვნებოდა ალბომის Animals გამოცემას
  • თებერვალი 1980 - The Wall - ტურნე
  • სექტემბერი 1987 - დაიწყო ტურნე A Momentary Lapse of Reason
  • ივნისი 1990 - ფესტივალი ნებუორტში
  • მარტი 1994 - დაიწყო ტურნე The Division Bell
  • ივლისი 2005 - Live 8 - ოთხივე მუსიკოსის ერთადერთი გამოსვლა, 1981 წლის შემდეგ
  • 10 მაისი, 2007 - სიდ ბარეტისადმი მიძღვნილი კონცერტი - გამოვიდნენ ნიკ მეისონი, რიკ რაიტი და დევიდ გილმორი

დამატებითი მუსიკოსები[რედაქტირება]

ჯგუფის მუსიკის ატმოსფერულობის გამო, დროთა განმავლობაში კოლექტივს სჭირდებოდა სცენაზე დამხმარე მუსიკოსებთან ერთად გამოსვლა. ჯერ კიდევ სუიტის Atom Heart Mother შესრულებისას, 1970 წლის ტურნეს მსვლელობისას, სხვადასხვა კონცერტებზე გამოყენებული იქნა ცოცხალი ორკესტრი და გუნდი. 1973 წელს საქსოფონისტი დიკ პერი შეუერთდა პინკ ფლოიდს არა მხოლოდ სტუდიაში, არამედ სცენაზეც. როი ჰარპერი, რომელიც ასრულებს ვოკალურ პარტიას სიმღერაში Have a cigar, სპეციალურად მოწვეული სტუმრის სახით გამოჩნდა 1975 წლის ერთ კონცერტზე. 1977 წლიდან ჯგუფთან მუშაობდა გიტარისტი სნოუი უაიტი, რომელიც ამჟამად როჯერ უოტერსის ბენდშია. 1973 წლიდან ჯგუფის კონცერტებს დაემატა ვოკალისტი ქალებიც. ”კედლის” 1980-1981 წლების შოუებზე სცენაზე ასევე გამოდიოდნენ - უილი უილსონი, ენდი ბაუნი, ენდი რობერტსი, პიტერ ვუდსი და სხვები. 1987 წლიდან კონცერტებზე გამოჩნდა სკოტ პეიჯი, საქსოფონისტი. თუმცა, უფრო მეტად აღსანიშნავია ჯონ კერინი (კლავიშები), რომელიც ამჟამად დევიდის და როჯერის ბენდებში უკრავს. იგივე შეიძლება ითქვას გაი პრეტის შესახებ, რომელიც ბას გიტარაზე უკრავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]