Pulse (ალბომი)
| Pulse | ||
| Pulse | ||
| გამოცემის თარიღი | 29 მაისი, 1995 (ბრიტანეთი) 6 ივნისი, 1995 (აშშ) |
|
| ჩაწერის თარიღი | მარტი - ოქტომბერი, 1994 | |
| ჟანრი | პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 76:09 (დისკი 1) 71:50 (დისკი 2) |
|
| ლეიბლი | EMI(ბრიტანეთი), Columbia Records(აშშ) |
|
| პროდიუსერი | ჯეიმზ გათრი, დევიდ გილმორი | |
| პინკ ფლოიდის ცოცხალი ალბომები | ||
|---|---|---|
| Delicate Sound of Thunder (1988) |
P•U•L•S•E (1995) |
Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 (2000) |
| სინგლები ალბომიდან Pulse | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Rolling Stone | |
Pulse (ინგლ. პულსი; ხანდახან იწერება, როგორც p·u·l·s·e) — ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი ცოცხალი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წელს ბრიტანეთსა და ამერიკაში. 1994 წლის კონცერტებში, რომლებსაც ეს ალბომი ეფუძნება, როჯერ უოტერსი, ჯგუფის ყოფილი წევრი არ მონაწილეობდა.
სექციების სია |
ალბომი[რედაქტირება]
ალბომში შესულია სიმღერები ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნედან. მათი უმეტესობა აღებულია ერლს კორტის კონცერტების ჩანაწერებიდან. მათი უმეტესობის ორიგინალური ვერსიები შეტანილია სტუდიურ ალბომებში The Dark Side of the Moon, Wish You Were Here და The Wall. ნაწილი აღებულია პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური ალბომიდან The Division Bell.
ალბომი აღსანიშნავია პირველად, 1975 წლის შემდეგ, ალბომის The Dark Side of the Moon სრული სახით შესრულებით. აგრეთვე პირველად, 1970 წლის შემდეგ, სრულდება „Astronomy Domine“, სიმღერა ჯგუფის პირველი სტუდიური დისკიდან The Piper at the Gates of Dawn.
წინა ცოცხალი ალბომისგან, Delicate sound of thunder განსხვავებით, ამ ორი დისკის არც ერთ სიმღერას არ დაემატა სტუდიური პარტიები ინსტრუმენტებზე ან ვოკალი პარტიები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა გადამუშავდა სტუდიაში, გასწორდა სოლოების ჟღერადობა.
ამერიკაში P•U•L•S•E მოხვდა #1 ადგილზე ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში. 1995 წლის ივლისში მან მიიღო ორმაგი პლატინის სტატუსი.
აუდიოკასეტაზე გამოცემულ ალბომში ასევე დამატებულია One of These Days და 22 წუთიანი ხმების კოლაჟი, რომელიც ჟღერდა ყოველი კონცერტის წინ. მასში გამოყენებულია რამდენიმე ნაწყვეტი პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციიდან, Cluster One.
ვინილის ფირფიტა წარმოდგენილია 4 ფირფიტის სახით. მასში დამატებულია One of These Days და ფოტო ბუკლეტის დიდი ვერსია. ვიდეო ფილმში ასევე დამატებულია Take It Back. ვიდეო ალბომისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წარმოდგენილია ჯგუფის მთლიანი კონცერტი (20 ოქტომბერი, 1994).
ორიგინალური ალბომი გარდა ყველა ვერსიისა, გამოვიდა შეზღუდული ტირაჟითაც, სპეციალურ ყუთში, რომლის ერთ მხარეს ჩამონტაჟებული იყო პატარა ნათურა. ეს ნათურა გამუდმებით ინთებოდა და ქრებოდა, რაც პულსირების ეფექტს ტოვებდა.
სიმღერების სია[რედაქტირება]
დისკი 1[რედაქტირება]
მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს დევიდ გილმორი, გარდა აღნიშნულისა.
- Shine On You Crazy Diamond (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 13:35
- ერლს კორტი, ლონდონი, 20 ოქტომბერი, 1994
- Astronomy Domine (სიდ ბარეტი) – 4:20
- ერლს კორტი, ლონდონი, 15 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: რიჩარდ რაიტი და დევიდ გილმორი
- What Do You Want from Me (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი) – 4:10
- რომი, 21 სექტემბერი, 1994
- Learning to Fly (დევიდ გილმორი, ენტონი მური, ბობ ეზრინი, ჯონ კერინი) – 5:16
- ერლს კორტი, ლონდონი, 14 ოქტომბერი, 1994
- Keep Talking (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი) – 6:52
- ჰანოვერი, 17 აგვისტო, 1994
- Coming Back to Life (დევიდ გილმორი) – 6:56
- ერლს კორტი, ლონდონი, 13 ოქტომბერი, 1994
- Hey You (როჯერ უოტერსი) – 4:40
- ერლს კორტი, ლონდონი, 13 და 15 ოქტომბერი (ბოლო სტროფი), 1994
- ვოკალი: დევიდ გილმორი და ჯონ კერინი
- A Great Day for Freedom (დევიდ გილმორი, პოლი სემსონი) – 4:30
- ერლს კორტი, ლონდონი, 19 ოქტომბერი, 1994
- Sorrow (დევიდ გილმორი) – 10:49
- რომი, 20 სექტემბერი, 1994
- High Hopes (დევიდ გილმორი, პოლი სემსონი) – 7:52
- ერლს კორტი, ლონდონი, 20 ოქტომბერი, 1994. სხვადასხვა ნაწილი (forever and ever და ლეპ სტილ გიტარის სოლოს ნაწილი) ჩაწერილია ლონდონში, 1994 წელს, 14-19 ან 21-29 ოქტომბერს
- ვოკალი: დევიდ გილმორი და ჯონ კერინი
- Another Brick in the Wall (Part Two) (როჯერ უოტერსი) – 7:08
- ერლს კორტი, ლონდონი, 21 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: დევიდ გილმორი,გაი პრეტი და ტიმ რენვიკი
- One of These Days (მხოლოდ კასეტასა და ვინილის ფირფიტაზე) (დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი) – 6:45
- ერლს კორტი, ლონდონი, 16 და 20 ოქტომბერი (ბოლო ნაწილი), 1994
- ინსტრუმენტული
დისკი 2[რედაქტირება]
- Speak to Me (ნიკ მეისონი) – 2:30
- ერლს კორტი 20 ოქტომბერი, 1994
- ინსტრუმენტული
- Breathe (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 2:33
- ერლს კორტი 20 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: დევიდ გილმორი და ჯონ კერინი
- On the Run (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 3:48
- ერლს კორტი 20 ოქტომბერი, 1994
- ინსტრუმენტული
- Time (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი) – 6:47
- აფეთქება ჩაწერილია ლონდონში, 1994 წლის 15 ოქტომბერს. შესავალი ჩაწერილია იმავე წლის 17 სექტემბერს . დანარჩენი ნაწილები, ისევე, როგორც Breathe Reprise ჩაიწერა რომში, 1994 წლის 20 სექტემბერს. კომპოზიციის Breathe Reprise ფინალი ჩაწერილია ლონდონში, 20 ოქტომბერს.
- ვოკალი: დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი
- The Great Gig in the Sky (რიჩარდ რაიტი) – 5:52
- ლონდონი, 20 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: სემ ბრაუნი, კლაუდია ფონტეინი და დურგა მაკბრუმი
- Money (როჯერ უოტერსი) – 8:54
- მოდენა, 17 სექტემბერი, 1994. საქსოფონის სოლოს ნაწილი აღებულია ლონდონის კონცერტიდან
- Us and Them (რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 6:58
- ლონდონი, 20 ოქტომბერი, 1994. მეორე და მესამე კუპლეტი აღებულია ლონდონის კონცერტიდან (19 ოქტომბერი)
- Any Colour You Like (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი) – 3:21
- ლონდონი, 23 ოქტომბერი, 1994. ბოლო ნაწილი აღებულია ლონდონის კონცერტიდან 19 ოქტომბერი
- ინსტრუმენტული
- Brain Damage (როჯერ უოტერსი) – 3:46
- ლონდონი, 19 ოქტომბერი, 1994
- Eclipse (როჯერ უოტერსი) – 2:38
- ლონდონი, 19 ოქტომბერი, 1994
- Wish You Were Here (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 6:35
- რომი, 20 სექტემბერი, 1994
- Comfortably Numb (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 9:29
- ლონდონი, 20 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი
- Run Like Hell (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 8:36
- ლონდონი, 15 ოქტომბერი, 1994
- ვოკალი: დევიდ გილმორი და გაი პრეტი
- Soundscape (მხოლოდ კასეტაზე) – 22:00
პერსონალი[რედაქტირება]
- დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი, ლეპ სტილ გიტარა
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია
- ჯონ კერინი – კლავიშები, ვოკალი
- გაი პრეტი – ბასი, ვოკალი
- გერი უოლისი – პერკუსია, დასარტყამები
- ტინ რენვიკი – გიტარა, ვოკალი
- დიკ პერი – საქსოფონი
- სემ ბრაუნი – დამატებითი ვოკალი
- კლაუდია ფონტეინი – დამატებითი ვოკალი
- დურგა მაკბრუმი – დამატებითი ვოკალი
რეიტინგი[რედაქტირება]
ალბომი[რედაქტირება]
| წელი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|
| 1995 | ბილბორდის 200 ალბომი | 1 |
სინგლები[რედაქტირება]
| წელი | სინგლი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|---|
| 1995 | What Do You Want from Me | მეინსტრიმული როკის სიმღერები | 13 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Erlewine, Stephen Thomas (2011 [last update]). Pulse - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
- ↑ O'Connor, Rob (2011 [last update]). Pulse by Pink Floyd | Rolling Stone Music | Music Reviews. rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
| წინამორბედი: Cracked Rear View - Hootie & the Blowfish |
#1 ალბომები (ბილბორდი, აშშ) 24–30 ივნისი 1995 |
შემდეგი: HIStory - მაიკლ ჯექსონი |
| წინამორბედი: Singles - ელისონ მოიეტი |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 10–23 ივნისი 1995 |
შემდეგი: HIStory - მაიკლ ჯექსონი |
| წინამორბედი: Tuesday Night Music Club - შერილ კროუ |
#1 ალბომები (ავსტრალია) 25 ივნისი - 1 ივლისი 1995 |
შემდეგი: HIStory - მაიკლ ჯექსონი |