Dark Side of the Rainbow
„Dark Side of the Rainbow“ (ქართ. ცისარტყელის ბნელი მხარე),[1] ასევე ცნობილი როგორც Dark Side of Oz ან The Wizard of Floyd, ეწოდება პინკ ფლოიდის ალბომის The Dark Side of the Moon და 1939 წელს გადაღებული ფილმის „ოზის ჯადოქარი“ სინქრონიზაციას.[2] ამ დროს ზოგიერთ მომენტში ჩნდება ეფექტი, თითქოს ალბომი და ფილმი ერთმანეთს უკავშირდებიან. ამ მოვლენის სახელწოდება არის ალბომის სათურისა და ფილმის სიმღერის „Over the Rainbow“ კომბინაცია.
ჯგუფის აზრი [რედაქტირება]
ჯგუფის წევრები და ალბომზე მომუშავე სხვა ადამიანები აცხადებენ, რომ ნებისმიერი კავშირი ამ ორ ნამუშევარს შორის მხოლოდ დამთხვევაა.[3]
ალბომის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ინტერვიუში დევიდ გილმორმა თქვა:
|
„ვიღაც ტიპს, რომელსაც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მოუვიდა ეს იდეა, რომ გაეკეთებინა ოზის ჯადოქრისა და Dark Side of the Moon-ის კომბინაცია.[3] “
|
ნიკ მეისონმა 1997 წელს MTV-ს განუცხადა:
|
„ეს სრული სისულელეა. ალბომს არაფერი აქვს საერთო ოზის ჯადოქართან. ის მთლიანად მუსიკის ჰანგებზეა დაფუძნებული.[4] “
|
ეს განცხადება ხუმრობა იყო, მაგრამ ზოგმა ფანმა ის სერიოზულად მიიღო და დაიწყო მუსიკის ჰანგებსა და The Dark Side of the Moon-ს შორის მსგავსების ძებნა.
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||