Works (პინკ ფლოიდის ალბომი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Works | ||
| Works | ||
| გამოცემის თარიღი | ივნისი 1983 | |
| ჟანრი | პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 42:10 | |
| ლეიბლი | Capitol Records (აშშ) | |
| პროდიუსერი | ჯო ბოიდი, პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი | |
| პინკ ფლოიდის კრებულები | ||
|---|---|---|
| A Collection of Great Dance Songs (1981) |
Works (1983) |
Shine On (1992) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Rolling Stone | |
Works (ქართ. ნამუშევრები) — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერების კრებული, რომელიც გამოვიდა 1983 წელს. ჯგუფის მოყვარულთათვის აქ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა სიმღერა Embryo, რომელიც 60იანების ბოლოს სრულდებოდა კონცერტებზე და მანამდე შეტანილი იყო მხოლოდ კრებულში Picnic - A Breath of Fresh Air. ასევე შეიმჩნევა განსხვავება სიმღერებში Brain Damage და Eclipse - როგორც ეტყობა, ეს არის სტერეო ვერსიები ალბომის The Dark Side of the Moon კვადროფონიული მიქსიდან.
ალბომის ყდის გავლენად იქცა 1948 წლის პოსტერი ჰოლანდია ინდუსტრიალიზაციას გადის [3] (გრაფიკოსი ვლადიმირ ფლემი).
სექციების სია |
სიმღერების სია [რედაქტირება]
მხარე 1 [რედაქტირება]
- One of These Days – 5:50 (კომპოზიცია ალბომიდან Meddle, განსხვავებული მიქსი)
- Arnold Layne – 2:52 (სინგლიდან, იმიტირებული სტერეო)
- Fearless – 6:08 (ალბომიდან Meddle)
- Brain Damage – 3:50 (ალბომიდან The Dark Side of the Moon, განსხვავებული მიქსი)
- Eclipse – 1:45 (ალბომიდან The Dark Side of the Moon, განსხვავებული მიქსი)
მხარე 2 [რედაქტირება]
- Set the Controls for the Heart of the Sun – 5:23 (ალბომიდან A Saucerful of Secrets)
- See Emily Play – 2:54 (სინგლი, იმიტირებული სტერეო)
- Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict – 4:47 (ალბომიდან Ummagumma)
- Free Four – 4:07 (ალბომიდან Obscured by Clouds)
- Embryo – 4:39 (კრებულიდან Picnic - A Breath of Fresh Air)
ფაქტები [რედაქტირება]
- Brain Damage და Eclipse წარმოდგენილია განსხვავებული ხმის მიქსის სახით. ასევე, მათში მოსაუბრე ადამიანების ხმები უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე ორიგინალურ ალბომებზე.
- რამდენიმე სიმღერა ერთმანეთში გადადის. ეს მეთოდი მოგვიანებით გამოყენებული იქნა კრებულის Echoes: The Best of Pink Floyd შედგენისას.
პერსონალი [რედაქტირება]
- სიდ ბარეტი —გიტარა, ვოკალი (Arnold Layne და See Emily Play), გიტარა (Set the Controls for the Heart of the Sun)
- დევიდ გილმორი — გიტარა და ვოკალი ყველა სიმღერაში (გამონაკლისი - Arnold Layne და See Emily Play)
- ნიკ მეისონი — დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, ფირის ეფექტები, ვოკალიზაცია
- როჯერ უოტერსი — ბას გიტარა, ფირის ეფექტები, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — კლავიშიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, სინთეზატორი, ვოკალი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Kellman, Andy (2011 [last update]). Works - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 6 July 2011.
- ↑ Pink Floyd: Album Guide | Rolling Stone Music. rollingstone.com (2011 [last update]). წაკითხვის თარიღი: 6 July 2011.
- ↑ http://www.iisg.nl/exhibitions/rampspoed/e14-141.php