Green Is the Colour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Green Is the Colour“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამომცემელი Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 2:58
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

Green Is the Colour“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მეხუთე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] მისი ავტორია როჯერ უოტერსი, ხოლო ვოკალურ ნაწილს ასრულებს დეივიდ გილმორი. სიმღერაში ჟღერს სასტვენი, რომელზეც უკრავს დრამერ ნიკ მეისონის იმჟამინდელი ცოლი ლინდი.[3]

საკონცერტო ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის საკონცერტო ვერსიები სრულდებოდა მთლიანი ჯგუფის მიერ, ნელი ტემპით. რიჩარდ რაიტი ასრულებდა სოლოს ორგანზე, რითაც ეს სიმღერა ლოგიკურად უერთდებოდა მომდევნო „Careful with That Axe, Eugene“-ს. დეივიდ გილმორი დაბოლოებისას გიტარაზე სოლოს შესრულებისას სკეტ-ვოკალსაც აყოლებდა. 1970 წელს შესრულებული ერთ-ერთი ვერსიის შესავალში როჯერ უოტერსმა გამოაცხადა, რომ იგი „ივისაზე ყოფნაზეა.“ [4]

პიესაში The Man and The Journey, კონცერტის მეორე ნახევარში სიმღერას ეწოდება „The Beginning“. იგი სრულდებოდა პოპურის სახით „Beset by the Creatures of the Deep“-თან ერთად, რომელიც „Careful with That Axe, Eugene“-ის შეცვლილი სათაური იყო.

სიმღერა შეადგენდა ჯგუფის 1969-1970 წლების პროგრამის ნაწილს, ხოლო 1971 წელს იშვიათად სრულდებოდა და უკანასკნელად იქნა დაკრული იაპონიისა და ავსტრალიის ტურნეს დროს, 1971 წლის აგვისტოში.

სიმღერა სოლ მაჟორში სრულდება.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Pink Floyd More Discography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-12. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
  4. Roger Waters, for example on the bootleg Interstellar Encore, with a given date of 29 April 1970