The Dark Side of the Moon
| The Dark Side of the Moon | ||
| The Dark Side of the Moon | ||
| გამოცემის თარიღი | 1 მარტი, 1973 | |
| ჩაწერის თარიღი | ივნისი, 1972 - იანვარი, 1973, ები როუდის სტუდიები, ლონდონი | |
| ჟანრი | პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 42:59 | |
| ლეიბლი | Harvest Capitol |
|
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |
| ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი | ||
|---|---|---|
| Obscured by Clouds (1972) |
The Dark Side of the Moon (1973) |
Wish You Were Here (1975) |
| სინგლები ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||
|
||
| სხვა ყდები | ||
ალბომის ყდა, საიუბილეო SACD გამოცემა, 2003 წელი
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| BBC | (დადებითი)[2] |
| Blender | |
| რობერტ კრისტგოუ | (B)[4] |
| Mojo | (ძალიან დადებითი)[5] |
| NME | (8/10)[6] |
| Q | |
| Rolling Stone | (დადებითი) |
| Uncut | |
The Dark Side of the Moon — ინგლისურ პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდის შემოქმედებას ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებითაც.
სიმღერების ეს ციკლი დაიხვეწა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები როუდის სტუდიებში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად, მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის მოყვანის სახით იზრუნა. ალბომის საკულტო სტატუსის მქონე ყდაზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.
გამოსვლისთანავე, The Dark Side of the Moon წარმატებულ ნაწარმოებად იქცა, მოექცა რა ბილბორდის 200-ეულში. 1973-1988 წლებში ალბომი ჩარტებში სულ 741 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც მუსიკის ისტორიაში ყველა სხვა ალბომთან შედარებით უნიკალურ მოვლენად ითვლება[9]. დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 50 მილიონი ასლი და იგი რჩება პინკ ფლოიდის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი რემასტერინგი ორჯერ ჩატარდა. ალბომი არაერთხელ გამოცემულა განახლებული სახით ან მთლიანად შესრულებულა სხვა მუსიკოსების მიერ. მასში შეტანილია სინგლების სახით გამოცემული სიმღერები, „Money“ და „Time“. კომერციული წარმატების გარდა, The Dark Side of the Moon არის კრიტიკოსთა და მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერი და ხშირად აღინიშნება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი როკ-ალბომი.
სექციების სია |
შექმნა [რედაქტირება]
1971 წელს ალბომის Meddle გამოშვების შემდეგ დეკემბერში ჯგუფმა დაიწყო ტურნე ბრიტანეთში, იაპონიასა და აშშ-ში. ბროუდჰერსტ გარდენსის (ლონდონი) ტერიტორიაზე რეპეტიციისას ახალ ალბომზე არც უფიქრიათ, თუმცა მუსიკოსების პრიორიტეტი იყო ახალი მასალის ჩაწერა[10]. კემდენში, ნიკ მეისონის სახლში შეხვედრისას როჯერ უოტერსმა გამოხატა ვარაუდი, რომ ალბომი იქცეოდა ახალი ტურნეს ნაწილად. უოტერსის ჩანაფიქრი უკავშირდებოდა ადამიანთა შეშლილობის მიზეზებს, ჯგუფის დაძაბული ცხოვრების ელემენტებს და სიდ ბარეტის პრობლემებს.[11][12] კონცეპტუალური პროგრამის შედგენის მცდელობას ადგილი ჰქონდა 1969 წელს, პროგრამით The Man and the Journey.[13] ჟურნალთან Rolling Stone საუბრისას დევიდ გილმორმა განაცხადა:
...ალბათ ყველა - და განსაკუთრებით, როჯერი - ფიქრობდა, რომ ჩვენს მიერ სიმღერებში ტექსტები ნაკლებად პირდაპირი იყო. რა თქმა უნდა, იგრძნობოდა, რომ ტექსტები უნდა ყოფილიყო უფრო აშკარა და სპეციფიური.[14]
ოთხივე წევრი ეთანხმებოდა უოტერსის კონცეფციას, რომელიც ალბომის საერთო თემას უკავშირდებოდა.[14] უოტერსი, მეისონი და გილმორი მონაწილეობდნენ მუსიკის დაწერასა და ახალი მასალის პროდიუსირებაში, ხოლო უოტერსმა ისლინგტონში მდებარე სახლის ფარდულში ჩაწერა სიმღერების პირველი დემო ვერსიები.[15] ახალი ალბომის ნაწილი აღებული იქნა ადრეული, გამოუცემელი მასალიდან: სიმღერის Breathe პირველი სტრიქონი აღებულია უოტერსისა და რონ გისინის მიერ დაწერილი ალბომის The Body ერთ-ერთი სიმღერიდან[16], ხოლო Us and Them-ის საფუძვლად იქცა კომპოზიცია, რომელიც რიჩარდ რაიტმა დაწერა ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“.[17] ლონდონში, ჯგუფ როლინგ სტოუნზის კუთვნილ საწყობსა და თეატრში „რეინბოუ“ პინკ ფლოიდი გადიოდა რეპეტიციებს. მათ ასევე შეიძინეს დამატებითი ტექნიკა, რომელშიც შედიოდა ხმის მიქსის 28 არხზე შესასრულებელი პულტი, კვადროფონული ხმის სისტემა და ახალი განათება. სამი სატვირთო მანქანით ხდებოდა 9-ტონიანი ტექნიკის გადაზიდვა. პირველად, თავის შემოქმედებაში, პინკ ფლოიდმა ტურნეზე მთლიანი ალბომი გაიტანა, მაგრამ ეს მათ საშუალებას აძლევდა, ახალი მასალა ბოლომდე დაეხვეწათ.[18] სიმღერების ახალ ციკლს წინასწარ უწოდეს Dark Side of the Moon (აქ კავშირი იყო შეშლილობასთან და არა ასტრონომიასთან.[19] თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Medicine Head საკუთარი ალბომისათვის იგივე სათაურს იყენებდა, სახელწოდება Eclipse-ით შეცვალეს. ახალი მუსიკალური მასალა პირველად წარდგენილი იქნა ბრაიტონში, 1972 წლის 20 იანვარს.[20] მას შემდეგ, რაც Medicine Head-ის ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ციკლს დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.[21][22]
Dark Side of the Moon: A Piece for Assorted Lunatics, როგორც მას თავდაპირველად უწოდეს,[13] პრესის წარმომადგენლების წინაშე 1972 წლის 17 თებერვალს შესრულდა - ალბომის სახით გამოცემამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.[23] მას მაღალი შეფასება მიეცა. დერეკ ჯუელი (The Sunday Times) წერდა - „პინკ ფლოიდის არტისტული მიზნები უსაზღვროა“.[21] თუმცა, Melody Maker ნაკლებ ენთუზიამზს გამოხატავდა - „მუსიკალურად აქ ბევრი მშვენიერი იდეაა, მაგრამ ხმოვანი ეფექტების მოსმენისას უფიქრდები, ლონდონის ზოოპარკში ფრინველების გალიაში ხომ არ იმყოფები.“[24] ამის შემდეგ გამართული ტურნე მაყურებელმა დადებითად მიიღო. ახალი მასალა სრულდებოდა ცოცხლად, სწორედ იმ თანმიმდევრობით, რომელიც ალბომზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოცემულ ფირფიტაზე შეიმჩნეოდა აშკარა განსხვავებები რამდენიმე კომპოზიციას შორის. ასეთები იყო On the Run-ის შეცვლილი ვერსია და ბიბლიის ტექსტები, რომლებიც The Great Gig in the Sky-ში კლერ ტორის ვოკალმა შეცვალა.[23]
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივმა ტურნემ ჯგუფს მისცა საშუალება, საკონცერტო გამოსვლების მასშტაბები და ხარისხი გაეზარდა.[25] სტუდიურ სესიებს ადგილი ჰქონდა ტურნეს თარიღებს შორის. რეპეტიციები დაიწყო 1972 წლის 20 იანვარს, ინგლისში, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯგუფი გადაფრინდა საფრანგეთში, სადაც რეჟისორ ბარბეტ შროდერის ფილმის „ველი“ მუსიკაზე მუშაობდა.[26][nb 1] შემდეგ ჯგუფი გამოვიდა იაპონიაში, ხოლო მარტში დაუბრუნდა საფრანგეთს, რათა ფილმის მუსიკაზე მუშაობა დაესრულებინა. ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული კონცერტების შემდეგ პინკ ფლოიდი კვლავ ლონდონში იყო, სადაც 24 მაისიდან 25 ივნისამდე იწერდა ახალ ალბომს. 1973 წლის 9 იანვარს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა, რათა დაესრულებინა ალბომზე მუშაობა.[27][28][29]
კონცეფცია [რედაქტირება]
The Dark Side of the Moon აგებული იქნა ექსპერიმენტებზე, რომლებიც შეიმჩნეოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებსა და წინა ჩანაწერებში, მაგრამ მასში ნაკლებია ინსტრუმენტული იმპროვიზაციები, რომლითაც, დევიდ ფრიკეს აზრით, ჯგუფის მუსიკა ხასიათდებოდა სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ. გიტარისტი დევიდ გილმორი, რომელიც მას ჩაენაცვლა, მოგვიანებით ამ ინსტრუმენტულ ნომრებს „გულუბრყვილო ფსიქოდელიურს“ უწოდებდა და ისევე როგორც უოტერსი, 1971 წლის ალბომს Meddle თვლიდა გარდამტეხ წერტილად, რომელიც წარმოადგენდა The Dark Side of the Moon-ისკენ მიმავალ გზას. ალბომის ტექსტები ეხებოდა კონფლიქტებს, სიხარბეს, დროის მსვლელობას, სიკვდილს, შეშლილობას. უკანასკნელზე გავლენა იქონია სიდ ბარეტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ.[17] ალბომი ცნობილია „კონკრეტული მუსიკის“ გამოყენებით[13] და კონცეპტუალური, ფილოსოფიური ტექსტებით, რაც ჯგუფის სხვა ნამუშევრებშიც შეიმჩნევა.
ჩაწერა [რედაქტირება]
ალბომი იწერებოდა ები როუდზე, 1972 წლის ივნისსა და 1973 წლის იანვარს შორის. სესიების დროს გამოიყენებოდა საუკეთესო მუსიკალური ტექნიკა და ყველაზე მდიდარი ხმის ეფექტების ბიბლიოთეკა. ტრადიციულ ინსტრუმენტებთან ერთად, მუსიკას დაემატა სინთეზატორი VCS3, რომელზეც აგებულია On the Run.
ხმები [რედაქტირება]
რამდენიმე სიმღერაში (მაგალითად, Us and Them და Time) წარმოდგენილია რაიტის და გილმორის ხმების ჰარმონია. დოკუმენტურ ფილმში ამ ალბომის შესახებ როჯერ უოტერსი განსაკუთრებით აღნიშნავს ჯგუფისათვის დამახასიათებელ ამ თვისებას. სტუდიაში ალან პარსონსის დახმარებით გილმორმა ასევე საკუთარ ხმას ისევ და ისევ საკუთარი ვოკალური პარტია შეუხამა, რამაც კიდევ ერთი ორიგინალური ჰარმონია მოიტანა.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი.
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | მუსიკის ავტორ(ებ)ი | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა | |||||
| 1. | Speak to Me | ნიკ მეისონი | ინსტრუმენტული | 1:30 | |||||
| 2. | Breathe | დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | გილმორი | 2:43 | |||||
| 3. | On the Run | გილმორი, უოტერსი | ინსტრუმენტული | 3:30 | |||||
| 4. | Time (აგრეთვე „Breathe (Reprise)“) | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | გილმორი, რაიტი | 6:53 | |||||
| 5. | The Great Gig in the Sky | რაიტი, კლერ ტორი | კლერ ტორი | 4:15 | |||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | მუსიკის ავტორ(ებ)ი | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა | |||||
| 1. | Money | უოტერსი | გილმორი | 6:30 | |||||
| 2. | Us and Them | უოტერსი, რაიტი | გილმორი, რაიტი | 7:34 | |||||
| 3. | Any Colour You Like | გილმორი, რაიტი, მეისონი | ინსტრუმენტული | 3:24 | |||||
| 4. | Brain Damage | უოტერსი | უოტერსი | 3:50 | |||||
| 5. | Eclipse | უოტერსი | უოტერსი | 1:45 | |||||
სიმღერების გასწვრივ მითითებულია ხანგრძლივობა ორიგინალური ბრიტანული ფირფიტებიდან. ალტერნატიული ინდექსირება მითითებულია კომპაქტ-დისკებზე.
პერსონალი [რედაქტირება]
|
|
|
ადგილები ჩარტში [რედაქტირება]
| ჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
წყარო |
|---|---|---|
| ალბომების ბრიტანული ჩარტი | 2 | [30] |
| ბილბორდის 200 | 1 | [30] |
| ავსტრალია | 11 | [31] |
| ბელგია (ფლამ.) | 42 | [31] |
| ბელგია (ვალ.) | 28 | [31] |
| კანადა | 1 | RPM |
| ფინეთი | 10 | [31] |
| საფრანგეთი | 94 | [31] |
| იტალია | 2 | [31] |
| ნიდერლანდები | 30 | [31] |
| ახალი ზელანდია | 1 | [31] |
| ნორვეგია | 2 | [31] |
ალბომის გაყიდვები (სხვადასხვა ქვეყანა) [რედაქტირება]
| ქვეყანა | სტატუსი | გაყიდულია | სტატუსის მინიჭების ბოლო თარიღი | კომენტარი | წყარო |
|---|---|---|---|---|---|
| არგენტინა | 4× პლატინა | 240,000+ | 1 აგვისტო 1994 | [32] | |
| ავსტრალია | 11× პლატინა | 770,000+ | [33] | ||
| ავსტრია | 2× პლატინა | 60,000+ | 15 მაისი 2003 | [34] | |
| კანადა | 2× ალმასი | 2,000,000+ | მარტი 2003 | [35] | |
| გერმანია | 2× პლატინა | 1,000,000+ | 1993 | [36] | |
| პოლონეთი | პლატინა | 100,000+ | 2003 | [37] | |
| გაერთიანებული სამეფო | 9× პლატინა | 3,956,177 (2009 წლის 14 ივნისისათვის) | 15 აპრილი 2005 | ბრიტანეთში რიგით მეექვსე ყველაზე გაყიდვადი დისკი | [38][39] |
| აშშ (RIAA) | 15× პლატინა | 15,000,000+ | 6 აპრილი 1998 | 11x პლატინა 1990 წლისათვის | [40] |
| აშშ (Soundscan) | 8,360,000+ | 1991 წლიდან – 2007 წლის თებერვლამდე | [41] |
წყაროები [რედაქტირება]
- შენიშვნები
- ↑ ეს მასალა გამოვიდა ალბომის Obscured by Clouds სახით.[23]
- სქოლიო
- ↑ Stephen Thomas, Erlewine, Review: The Dark Side of the Moon, allmusic.com, http://www.allmusic.com/album/r78428, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ Chris, Jones (20 November 2002), Review of Pink Floyd – Dark Side Of The Moon, bbc.co.uk, http://www.bbc.co.uk/music/reviews/gncz/, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ Twist, Carlo, Dark Side of the Moon – Blender, blender.com, http://www.blender.com/guide/back-catalogue/52755/dark-side-moon.html, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ Christgau, Robert (1973), Consumer Guide Album, robertchristgau.com, http://www.robertchristgau.com/get_album.php?id=2774, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ Sutcliffe, Phil (1998–03), The Dark Side of the Moon Review Retrospective, Mojo, p. 98
- ↑ Dark Side Of The Moon Review, tower.com, 20 March 1993, p. 33, http://www.tower.com/dark-side-moon-pink-floyd-vinyl/wapi/106260636, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ Davis, Johnny (1994–10), The Dark Side of the Moon Review, Q, p. 137
- ↑ Dark Side Of The Moon Review, tower.com, May 2003, http://www.tower.com/dark-side-moon-pink-floyd-vinyl/wapi/106260636, წაკითხულია: 7 August 2009
- ↑ http://edition.cnn.com/2011/09/27/showbiz/music/pink-floyd-mason/index.html
- ↑ Harris 2006
- ↑ Mason 2005
- ↑ Harris, John (12 March 2003), 'Dark Side' at 30: Roger Waters, rollingstone.com, Archived from the original on 26 March 2009, http://web.archive.org/web/20090326023152/http://www.rollingstone.com/artists/pinkfloyd/articles/story/5937470/dark_side_at_30_roger_waters, წაკითხულია: 2011-06-08
- ↑ 13.0 13.1 13.2 Mabbett 1995
- ↑ 14.0 14.1 Harris, John (12 March 2003), 'Dark Side' at 30: David Gilmour, rollingstone.com, hosted at web.archive.org, Archived from the original on 19 September 2007, http://web.archive.org/web/20070919202754/http://www.rollingstone.com/artists/pinkfloyd/articles/story/5937468/dark_side_at_30_david_gilmour, წაკითხულია: 31 May 2010
- ↑ Mason 2005
- ↑ Harris 2006
- ↑ 17.0 17.1 (DVD)Classic Albums: The Making of The Dark Side of the Moon, Eagle Rock Entertainment, 26 August 2003
- ↑ Harris 2006
- ↑ Schaffner 1991
- ↑ Reising 2005
- ↑ 21.0 21.1 Schaffner 1991
- ↑ Povey 2007
- ↑ 23.0 23.1 23.2 Povey 2007
- ↑ Harris 2006
- ↑ Povey 2007
- ↑ Mason 2005
- ↑ Schaffner 1991
- ↑ Povey 2007
- ↑ Reising 2005
- ↑ 30.0 30.1 Rees, Dafydd; Crampton, Luke (1991), Rock Movers & Shakers, ABC-CLIO, p. 388, ISBN 0-8743-6661-5
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 31.7 31.8 Pink Floyd —The Dark Side of the Moon (album), ultratop.be, http://www.ultratop.be/en/showitem.asp?interpret=Pink+Floyd&titel=The+Dark+Side+Of+The+Moon&cat=a, წაკითხულია: 2009-09-22
- ↑ CAPIF (2007-07-12), Certifications in Argentinia, http://www.capif.org.ar/Default.asp?PerDesde_MM=0&PerDesde_AA=0&PerHasta_MM=0&PerHasta_AA=0&interprete=pink+floyd&album=&LanDesde_MM=0&LanDesde_AA=0&LanHasta_MM=0&LanHasta_AA=0&Galardon=P&Tipo=1&ACCION2=+Buscar+&ACCION=Buscar&CO=5&CODOP=ESOP, წაკითხულია: 2009-09-07
- ↑ Dale, David (2007-07-12), The music Australia loved, blogs.smh.com.au, http://blogs.smh.com.au/sit/archives/2007/07/the_music_weve.html, წაკითხულია: 2009-08-19
- ↑ (in German)Gold & Platin, ifpi.at, http://www.ifpi.at/?section=goldplatin, წაკითხულია: 2009-03-28
- ↑ Pink Floyd Joins An Exclusive Club, cria.ca, http://www.cria.ca/gold/0303_g.php, წაკითხულია: 2009-03-28
- ↑ (in German)Gold & Platin, ifpi.at, http://www.musikindustrie.de/gold_platin_datenbank0/, წაკითხულია: 2009-08-19
- ↑ Polish certification awards, zpav.pl, http://www.zpav.pl/plyty.asp?page=platynowe&lang=en, წაკითხულია: 2009-03-28
- ↑ Certified Awards Search, bpi.co.uk, http://www.bpi.co.uk/certifiedawards/search.aspx, წაკითხულია: 2009-09-14
- ↑ Top 40 Best Selling Albums, bpi.co.uk, http://www.bpi.co.uk/assets/files/top%2040%20albums.pdf, წაკითხულია: 2009-03-28
- ↑ US Certifications database, riaa.com, http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php?table=SEARCH, წაკითხულია: 2009-03-28
- ↑ Sales questions: Pink Floyd, blogs.usatoday.com, 2007-02-16, http://blogs.usatoday.com/listenup/2007/02/sales_questions_1.html, წაკითხულია: 2009-08-19
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||