Arnold Layne

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Arnold Layne“
Arnold Layne გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
B-მხარე Candy and a Currant Bun
გამოსვლის თარიღი 11 მარტი 1967 (ბრიტანეთი)
24 აპრილი 1967 (აშშ)
ფორმატი 7"
ჩაიწერა 29 იანვარი, 1967
სტუდია Sound Techniques, ლონდონი
27 თებერვალი, 1967
EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი
ხანგრძლივობა 2:52
ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
Tower/Capitol (აშშ)/
Capitol (კანადა)
სიმღერის ავტორი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ჯო ბოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Arnold Layne
(1967)
See Emily Play
(1967)
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Arnold Layneინგლისურ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი სინგლი, რომელიც გამოვიდა 1967 წლის 11 მარტს. ეს სიმღერა დაწერა სიდ ბარეტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და სიმღერების ავტორმა. სინგლი არ შესულა ჯგუფის პირველ ალბომში The Piper at the Gates of Dawn და შეტანილია სხვადასხვა კრებულში. მის გარეკანზე ჯგუფი მითითებულია, როგორც „The Pink Floyd“.

ჯგუფის ვერსია[რედაქტირება]

სიმღერა[რედაქტირება]

სიმღერაში საუბარია ტრანსვესტიტზე, რომელსაც უყვარდა ქალების ტანსაცმლის სარეცხი თოკებიდან მოპარვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ისტორია რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. როჯერ უოტერსი იხსენებდა: „ჩვენი (სიდის და როჯერის) დედები აქირავებდნენ ოთახებს, რადგან ახლოს კოლეჯი იყო. ამიტომ ირგვლივ იყო თოკები, სავსე ბიუსტჰალტერებითა და შარვლებით. „არნოლდი“ (თუ რაც ერქვა) მათ თოკებიდან იპარავდა“.

სიმღერამ, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო 20-ეულში მოხვდა, ტრანსვესტიზმის თემის გამო სადგურ Radio London-ის ყურადღება მიიქცია. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ სიმღერა „ნორმალურ საზოგადოებას“ არ ერგებოდა და იგი რადიოეთერიდან ამოიღო.[1]

პროდიუსერ ნორმან სმითს სურდა, რომ წინა პროდიუსერის, ჯო ბოიდის ხელმძღვანელობით ჩაწერილი სინგლი ახალი სახით ჩაეწერათ. ჯგუფი ამის წინააღმდეგი იყო, ხოლო ბარეტმა განაცხადა, რომ იგი სავსებით კმაყოფილია უკვე არსებული სტუდიური ვერსიით. EMI-ს თხოვნით, ჯგუფმა სცადა სხვა დუბლების ჩაწერა, მაგრამ საბოლოოდ გამოყენებული იქნა ბოიდთან ჩაწერილი ვერსია. სხვადასხვა წლებში ჯო აღნიშნავდა, რომ საკონცერტო გამოსვლების დროს სიმღერა 10-15 წუთსაც გრძელდებოდა (ინსტრუმენტული პასაჟების სახით), მაგრამ ჯგუფმა იცოდა, რომ სინგლისათვის იგი შემოკლებული სახით უნდა წარედგინათ. ბოიდი ასევე ახსენებდა, რომ ჩაწერა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან შუაში ჟღერს სოლო რიჩარდ რაიტის ორგანზე, რომელიც ცალკე იქნა ჩაწერილი და ჩასმული იქნა ფინალურ ვერსიაში.

სინგლზე გამოსაცემად სიმღერა მონო ვერსიის სახით იქნა დამონტაჟებული. მისი სტერეო მიქსი ოფიციალურად არასოდეს გამოცემულა, თუმცა ცნობილია, რომ EMI-ს არქივებში ინახება ოთხფირიანი ძირითადი ვერსია, რომელიც ამის საშუალებას იძლევა.

პრომო-ფილმი[რედაქტირება]

სინგლის სარეკლამო შავ-თეთრი რგოლი იმავე წელს გადაიღეს.მასში ჯგუფის წევრები დარბიან ზღვასთან და ეთამაშებიან მანეკენს. 2006 წელს აღმოაჩინეს ალტერნატიული ფილმიც, სადაც მუსიკოსები ტყეში და ეკლესიასთან არიან გადაღებული. ეს ასევე არის ერთადერთი რგოლი, სადაც ბარეტი უბრალოდ პირს აყოლებს ფონოგრამას.

ცოცხალი შესრულებები[რედაქტირება]

ჯგუფი სიმღერას ასრულებდა 1967 წლის კონცერტებზე.

1999-2002, 2006-2008 წლების ტურნეების დროს, სიმღერის Set The Controls For The Heart Of The Sun შესრულებისას როჯერ უოტერსი იყენებდა პირველი ვიდეორგოლის და სინგლის Flaming პრომო ფილმის თანმხლებ კადრებს.

დამატებითი სიმღერები[რედაქტირება]

Candy and a Currant Bun იყო Arnold Layne-ის მეორე მხარეს ჩაწერილი სიმღერა. მას ასრულებდნენ კონცერტებზე 1967 წელს. პირველ ვერსიას ეწოდებოდა Let's Roll Another One, მაგრამ ბარეტი იძულებული იყო, შეეცვალა ფრაზა Please just fuck with me და ტექსტში ჩაესვა Please just walk with me.

სიმღერები[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Arnold Layne   2:52
2. Candy and a Currant Bun   2:46

ორიგინალურ ვერსიას ასრულებენ[რედაქტირება]

2006 წლის სინგლი[რედაქტირება]

„Arnold Layne“
Arnold Layne გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - დევიდ გილმორი
B-მხარე Dark Globe
გამოსვლის თარიღი 26 დეკემბერი, 2006
ჩაიწერა 26 მაისი 2006, ალბერტ ჰოლი, ლონდონი
ჟანრი როკი
ლეიბლი EMI
სიმღერის ავტორი სიდ ბარეტი
პროდიუსერი დევიდ გილმორი
დევიდ გილმორი - სინგლების ქრონოლოგია
Smile
(2006)
Arnold Layne
(2006)

დევიდ გილმორი, ტურის On An Island პერიოდში ასრულებდა ამ სიმღერას თავის კონცერტებზე - 2006 წლის 17 აპრილიდან. ვოკალურ პარტიებს კონცერტებზე ასრულებდა რიჩარდ რაიტი. 2006 წლის როიალ ალბერტ ჰოლის კონცერტზე მოწვეული სტუმრის სახით მსმენელის წინაშე წარსდგა დევიდ ბოუი, რომელმაც შეცვალა რაიტი. 2006 წლის ბოლოს მისი ორივე საკონცერტო ვერსია, სიდის სიმღერასთან Dark Globe (რომელსაც დევიდი ასევე ასრულებდა კონცერტებზე) გამოვიდა სინგლის სახით.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - სიდ ბარეტი.

  1. Arnold Layne (დევიდ ბოუისთან ერთად) 3:30
  2. Arnold Layne (რიჩარდ რაიტთან ერთად) 3:23
  3. Dark Globe 2:23

პერსონალი[რედაქტირება]

  • დევიდ გილმორი - ელექტრონული გიტარა, დამატებითი ვოკალი (1,2), აკუსტიკური გიტარა და ვოკალი (3)
  • რიჩარდ რაიტი - ორგანი (1,2), წამყვანი ვოკალი (2), დამატებითი ვოკალი (1)
  • ჯონ კერინი - კლავიშიანი ინსტრუმენტები, დამატებითი ვოკალი (1,2)
  • ფილ მანზანერა - გიტარა, დამატებითი ვოკალი (1,2)
  • სტივ დისტანისლაო - დასარტყმელი საკრავები (1,2)
  • გაი პრეტი - ბას გიტარა / დამატებითი ვოკალი (1,2)

2007 წლის შესრულება[რედაქტირება]

2007 წლის 10 მაისს დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი გამოვიდნენ დარბაზში The Barbican (ლონდონი) გამართულ კონცერტზე „The Madcaps Last Laugh“, რომელიც სიდ ბარეტის ხსოვნას ეძღვნებოდა. შოუს ორგანიზატორი იყო ჯო ბოიდი. მათი სცენაზე გამოსვლა მოულოდნელად გამოაცხადეს - თავდაპირველად ცალ-ცალკე სახელები, შემდეგ კი დაამატეს - „პინკ ფლოიდი“. რიჩარდ რაიტის წამყვანი ვოკალით მათ შეასრულეს „Arnold Layne“.

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Arnold_Layne&oldid=2744933“-დან