The Division Bell (ტურნე)
| The Division Bell | ||
|---|---|---|
| საკონცერტო ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||
| ჩატარების ადგილები | ამერიკა, ევროპა | |
| ალბომი | The Division Bell | |
| დაწყების თარიღი | 30 მარტი 1994 | |
| დასრულების თარიღი | 29 ოქტომბერი 1994 | |
| ეტაპების რაოდენობა | 2 | |
| კონცერტების რაოდენობა | 110 | |
| პინკ ფლოიდის ტურნეების ქრონოლოგია | ||
| A Momentary Lapse of Reason Tour (1987-1989) |
The Division Bell Tour (1994) |
- |
The Division Bell — მასშტაბური საკონცერტო ტურნე, ჩატარებული ჯგუფ პინკ ფლოიდის მიერ 1994 წელს. კონცერტების სერია ჩატარდა ახალი ალბომის The Division Bell მხარდასაჭერად. იგი დასრულდა 1994 წლის 29 ოქტომბერს, ერლს კორტის კონცერტებით, სადაც პინკ ფლოიდი 14 საღამოს მანძილზე გამოდიოდა.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
The Division Bell Tour იქცა თავისი დროის საკონცერტო ტურებს შორის ყველაზე შემოსავლიან მოვლენად. ერლს კონცერტის შოუებზე 1975 წლიდან ჯგუფი პირველად უკრავდა სრული სახით ალბომს The Dark Side of the Moon.
კონცერტებზე გამოიყენებოდა წინა ტურთან შედარებით უფრო შთაბმეჭდავი სპეციალური ეფექტები. სცენა იყო 55 მეტრის სიგრძის და ზევიდან ერთვოდა 40 მეტრიანი თაღი. სასცენო და მუსიკალური ეკიპირების გადაზიდვას დასჭირდა 53 სატვირთო მანქანა, 161 კაციანი პერსონალი და 4 მილიონი აშშ დოლარი, რასაც ემატებოდა შოუს დადგმის ღირებულება - 25 მილიონი აშშ დოლარი. ტურნე გაიმართა 68 ქალაქში, 5.5 მილიონი მაყურებლის თანდასწრებით. ყოველ კონცერტს საშუალოდ, 45.000 მსმენელი ესწრებოდა. წლის ბოლოს Division Bell Tour დასახელდა მუსიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტურად, რომლის შემოსავალი დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნის მიერ იმავე წელს გამართული იქნა Voodoo Lounge Tour (რომელიც ისევე, როგორც პინკ ფლოიდის ტურნე, კომპანიის Volkswagen მიერ იქნა დაფინანსებული), Division Bell Tour მილიონობით მსმენელისათვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. ერლს კორტის კონცერტები აღიბეჭდა ცოცხალი ალბომისა და ფილმის სახით. 29 ოქტომბრის გამოსვლა იყო ჯგუფის უკანასკნელი შოუ, 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსთან ერთად 18 წუთიან კონცერტამდე, რომელიც მარათონის Live 8 ფარგლებში შედგა.
პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი - ვოკალი, გიტარა
- ნიკ მეისონი – დასარტყამი ინსტრუმენტები
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
დამატებითი მუსიკოსები:
- ჯონ კერინი – კლავიშები, ვოკალი
- დიკ პერი – საქსოფონი
- გაი პრეტი – ბას გიტარა, ვოკალი
- ტიმ რენვიკი – გიტარა, ვოკალი
- გერი უოლისი – პერკუსია
- სემ ბრაუნი, კლაუდია ფონტენი, დურგა მაკ-ბრუმი - დამატებითი ვოკალი
სიმღერების სია [რედაქტირება]
აქ წარმოდგენილია 1994 წლის ტურზე შესრულებული სიმღერების ტიპიური სიები. პირველი სრულდებოდა მთლიანი ტურნეს მანძილზე, ხოლო მეორე მას დრო და დრო, 15 ივლისიდან მოყოლებული ენაცვლებოდა.
სია 1:
- Astronomy Dominé
- Learning To Fly
- What Do You Want From Me?
- On The Turning Away
- Take It Back
- Sorrow
- Keep Talking
- One Of These Days
- Shine On You Crazy Diamond (გაერთიანებული ნაწილები)
- Breathe
- Time/Breathe (Reprise)
- High Hopes
- The Great Gig In The Sky
- Wish You Were Here
- Us And Them
- Money
- Another Brick In The Wall, Pt. II
- Comfortably Numb
- Hey You
- Run Like Hell
სია 2:
- Shine On You Crazy Diamond (გაერთიანებული ნაწილები)
- Learning To Fly
- High Hopes
- Take It Back
- Coming Back To Life
- Sorrow
- Keep Talking
- Another Brick In The Wall, Pt. II
- One Of These Days
- Speak To Me/Breathe
- On The Run
- Time/Breathe (Reprise)
- The Great Gig In The Sky
- Money
- Us And Them
- Any Colour You Like
- Brain Damage
- Eclipse
- Wish You Were Here
- Comfortably Numb
- Run Like Hell
შემდეგი სიმღერები მხოლოდ რამდენიმეჯერ შესრულდა:
- One Slip
- Marooned (შესრულდა მხოლოდ ორჯერ)