See Emily Play
| „See Emily Play“ | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი | |||||
| ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (აშშ გამოცემა) | |||||
| B-მხარე | The Scarecrow | ||||
| გამოსვლის თარიღი | 16 ივნისი, 1967 | ||||
| ფორმატი | 7 | ||||
| ჩაიწერა | მაისი, 1967 | ||||
| ჟანრი | ფსიქოდელიური პოპი | ||||
| ხანგრძლივობა | 2:53 | ||||
| ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) Tower/Capitol (აშშ) |
||||
| პროდიუსერი | ნორმან სმითი | ||||
| მაქსიმალური ადგილი რეიტინგში | |||||
|
|||||
| პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია | |||||
| Arnold Layne (1967) |
See Emily Play (1967) |
Flaming (1967) |
|||
| Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია | |||||
|
|||||
See Emily Play — ინგლისურ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე სინგლი, რომელიც დაწერა ჯგუფის ლიდერმა სიდ ბარეტმა[1][2] . იგი ჩაიწერა 1967 წელის 23 მაისს და შეიცავს ორ სიმღერას - „See Emily Play“ და „Scarecrow“.მოგვიანებით იგი შეიტანეს კრებულებში Relics 1971), Works (1983), Shine On (1992) და Echoes: The Best of Pink Floyd (2001).
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ეს სიმღერა არის გოგონაზე სახელად ემილი, რომელიც ბარეტმა იხილა თავისი ჰალუცინაციის დროს, ტყეში ყოფნისას.ჟურნალ „მოჯოში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას ავტორმა თან დაურთო ემილის სავარაუდო ფოტოსურათი.ზოგიერთი თვლის, რომ ემილი ანდერგრაუნდულ ლონდონში ცნობილი რეალური პიროვნება იყო.
ბარეტი, როგორც ცნობილია, არ იყო კმაყოფილი სტუდიური ვერსიით.მას არ სურდა ამ ვარიანტის გამოცემა, რადგანაც, როგორც ნორმან სმითი, ჩანაწერის პროდიუსერი ამბობს, მას კომერციული ჩანაწერების ზიზღი ჰქონდა.სიმღერის ჩაწერის დროს სტუდიაში იმყოფებოდა დევიდ გილმორიც, რომელიც შოკირებული იყო სიდის პიროვნების ცვლილებით.ბარეტმა არც კი იცნო დევიდი, რომელიც ამავე დროს, მისი მეგობარი იყო
სოლო სლაიდ გიტარაზე, რომელიც გამოიყენეს სიმღერაში, ბარეტის მიერ არის დაკრული, „ზიპოს“ სანთებელით.მატარებელი, რომელიც გამოსახულია სინგლის ყდაზე, ასევე სიდის ნამუშევარია.
პრომო-ფილმი [რედაქტირება]
1968 წელს, პინკ ფლოიდის ბელგიაში ყოფნის პერიოდში, გადაღებული იქნა ვიდეორგოლები „See Emily Play“, „Astronomy Domine“, „The Scarecrow“, „Apples and Oranges“, „Paint Box“, „Set The Controls For The Heart Of The Sun“ და „Corporal Clegg“.ბარეტი არ გაჰყვა ჯგუფს ამ ტურზე, ამ პერიოდისათვის იგი უკვე შეცვალა დევიდ გილმორმა.
გავლენა და სხვა ვერსიები [რედაქტირება]
სიმღერამ დიდი გავლენა იქონია უამრავი მუსიკოსის შემოქმედებაზე.დევიდ ბოუიმ იგი მოგვიანებით გამოიყენა საკუთარი ვერსიის შესაქმნელად, ალბომისათვის Pin Ups.ჯონ ფრუშიანტემ (Red Hot Chili Peppers) იგი შეასრულა 2007 წლის 31 იანვრის კონცერტზე, ფლორიდას შტატში.
მელოდიის ერთი ფრაგმენტი შესრულებულია „მინი მუგის“ ტიპის ორღანზე, სიმღერის „Shine On You Crazy Diamond (Parts 6-9)“ ფინალში, ალბომის Wish You Were Here დასასრულს.
სიმღერის ბას-პარტია ახლოს დგას პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციებთან, როგორიც არის „Goodbye Cruel World“ და „Careful with That Axe, Eugene“.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.