ვიოლინო
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ვიოლინო}} |
ვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ მე-17, მე-18 საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში.
ვიოლინოს 4 სიმი აქვს. თოთოეულ სიმს თავისი სახელი ჰქვია: სოლ, რე, ლა, მი.
ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს. საქართველოს ბევრი სახელგანთქმული მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები.
სექციების სია |
განთქმული (ვირტუოზი) მევიოლინეები [რედაქტირება]
- არქანჯელო კორელი
- ანტონიო ვივალდი
- ჯუზეპე ტარტინი
- ჟან-მარი ლეკლერი
- ნიკოლო პაგანინი
- ლუდვიგ შპორი
- ლეონიდ კოგანი
- იაშა ხეფეცი
- ოლე ბული
- ალესანდრო როლა
- შლომო მინცი
- იცხაკ პერლმანი
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- XVII საუკუნის 60–იან წლებში თბილისელებისათვის ვიოლინო უკვე ცნობილი იყო, ამ ინსტრუმენტს თავის ნაშრომში ჟან შარდენი მოიხსენიებს.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ თბილისის ისტორია, ტ. 1, მეცნიერება, 1990, გვ. 444
სტატიის