კონცეპტუალური ალბომი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკაში, ტერმინი კონცეფტუალური ალბომი აღნიშნავს ალბომს, რომელიც აგებულია ერთ სიუჟეტზე, კომპოზიციურად, თხრობითი თუ ლირიული სახით. ხშირად კონცეფტუალური ალბომი აგებულია ერთიანი სიუჟეტის მქონე სიმღერების ციკლზე. ეს კონტრასტში შედის ტრადიციულ ალბომებთან, რომლებშიც შეტანილია ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებული სიმღერები. კონცეფტუალური ალბომი მუსიკალური ალბომის ჩაწერის პოპულარული ფორმაა და დღემდე გამოიყენება მსოფლიოში, თუმცა, ყველაზე დიდი რაოდენობით კონცეფტუალური ალბომები ჩაიწერა 1970-იან წლებში.