One of These Days
| „One of These Days“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი | ||
| ალბომიდან Meddle | ||
| B-მხარე | Fearless (აშშ და იტალია) Seamus (იაპონია) |
|
| გამოსვლის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1970(აშშ) 5 ნოემბერი, 1971 (ბრიტანეთი) 29 ნოემბერი, 1971 (აშშ სინგლი) 1971 (იტალიური სინგლი) 1971 (იაპონური სინგლი) |
|
| ფორმატი | გრამფირფიტა | |
| ჩაიწერა | 19-21 ივლისი, 23-25 ივლისი, 1971 , სტუდია მორგანი, ლონდონი აგვისტო, 1971 სტუდია AIR, ლონდონი |
|
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი ჰარდ როკი |
|
| ხანგრძლივობა | 5:57 5:32 (აშშ სინგლი) |
|
| ლეიბლი | Harvest (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) |
|
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |
| მაქსიმალური ადგილი რეიტინგში | ||
|
||
| პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია | ||
| The Nile Song (1969) |
One of These Days (1971) |
Free Four (1972) |
One of These Days (ინგლ. ამ დღეებში) — ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის ალბომის Meddle პირველი კომპოზიცია. [1][2]
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
კომპოზიციის ერთადერთი ფრაზა One of these days, I'm going to cut you into little pieces (ხმა ნიკ მეისონს ეკუთვნის) არის სწრაფი ტემპით ჩაწერილი, მაგრამ შემდგომში ეს ხმა შეანელეს და ხმამ უცნაური ეფექტი შეიძინა, რომელიც იდეალურად ერწყმის კომპოზიციის დაძაბულ განწყობას.
კომპოზიცია იწყება ქარის ხმით, რომლის იმიტირებაც სტუდიური საშუალებებით მოახდინეს. ორი ბას-გიტარიდან ერთ-ერთის ხმა უფრო დაწეულია. გილმორის თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ინსტრუმენტს ძველი სიმები ჰქონდა და, როდესაც მათ გააგზავნეს ერთ-ერთი მენეჯერი სიმების საყიდლად, მან ამჯობინა მეგობარ გოგონასთან ერთად გასეირნება. სატელევიზიო ეთერისათვის აგრეთვე დამზადდა ვიდეოკლიპი, რომელშიც მუსიკას ფონად ადევს ანიმაციური მომენტები, ადამიანების ცეკვებით.
კომპოზიციასთან არის დაკავშირებული რადიოწამყვანის ჯიმი იანგის ისტორია, რომელიც არ მოსწონდა ჯგუფს მისი საუბრის მანერის გამო. 1970-იანებში ისინი იყენებდნენ ხოლმე მისი გადაცემების კოლაჟებს, კონცერტებზე, მაყურებლის გასართობად.
სიმღერის სარეკლამო სინგლი შეზღუდული რაოდენობით გამოიცა შტატებში და ბრიტანეთში, 1971 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
სიმღერების სია [რედაქტირება]
- One Of These Days - 5:50
- Fearless - 6:03
პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი – გიტარა, სლაიდ გიტარა, ბას გიტარა (მარჯვენა არხი)
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა (მარცხენა არხი)
- ნიკ მეისონი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ფირის ეფექტები, ფრაზა, თეფშები
- რიჩარდ რაიტი – ჰემონდის ორღანი, ფორტეპიანო, ხმოვანი ეფექტები
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|
||||||||