Fleetwood Mac

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fleetwood Mac
ჯგუფი 2009 წელს
ჯგუფი 2009 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი ბლუზი, ბლუზ-როკი, პოპ-როკი
აქტიური 1967–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Blue Horizon, Reprise, Warner Bros., Sire, CBS Europe, Epic, Sanctuary
ასოციაციები John Mayall's Bluesbreakers, ედი ბოიდი, Chicken Shack, Buckingham Nicks, დასტერ ბენეტი
საიტი www.fleetwoodmac.com
წევრები
მიკ ფლიტვუდი
ჯონ მაკ-ვი
სტივი ნიკსი
ლინდსი ბეკინგემი
ყოფილი წევრები
იხ.: პერსონალი

Fleetwood Mac — ბრიტანულ-ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლონდონში, 1967 წელს.

დღეისათვის მოქმედი კოლექტივის ერთადერთი ძველი წევრია მიკ ფლიტვუდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა თავისი სახელი შეიძინა მიკ ფლიტვუდისა და ჯონ მაკ-ვის გვარებისგან, მაკ-ვის მისი პირველი სინგლის ჩაწერასა თუ კონცერტებში მონაწილეობა არ მიუღია. კრისტინ მაკ-ვი (კლავიშიანი ინსტრუმენტები) მონაწილეობდა თითქმის ყველა ალბომის (გარდა ორის) ჩაწერაში, როგორც ჯგუფის წევრის, ასევე სესიური მუსიკოსის სახით. მას ეკუთვნის ალბომის Kiln House გაფორმებაც.

Fleetwood Mac-ის ისტორიაში ორი აღსანიშნავი პერიოდი იყო 1960-იანი წლების ბოლოს ბრიტანული ბლუზის პოპულარობის ხანა (როდესაც მათი ლიდერი იყო პიტერ გრინი და კომპოზიციამ "Albatross" ჰიტ-აღლუმებში #1 პოზიცია დაიკავა) და 1975-1987 წლებში, როდესაც ჯგუფი უფრო მეტად ორიენტირებული იყო პოპ-მუსიკის შესრულებაზე (კრისტინ მაკ-ვისთან, ლინდსი ბეკინგემთან და სტივი ნიკსთან ერთად). ნიკსისა და ბეკინგემის მოსვლის შემდეგ ჩაწერილი ჯგუფის რიგით მეორე დისკი Rumours (1977) იქცა ბესტსელერად, ხოლო მისი სინგლები მოხვდნენ აშშ-ს საუკეთესო 10-ეულებში (მათ შორის - ნიკსის საავტორო "Dreams"). ეს ალბომი აშშ ჩარტის სათავეში 31 კვირის მანძილზე იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი წარმატება მან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იქონია. დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 40 მილიონ ასლზე მეტი. იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ალბომად.

1971-1974 წლებში ჯგუფს უფრო მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად (ბობ უელჩთან ერთად), ხოლო 1990-იან წლებში მოხდა ცვლილებები პერსონალში. 1997 წელს ჯგუფში დაბრუნდნენ ნიკსი და ბეკინგემი. 1998 წელს კრისტინ მაკ-ვიმ ოფიციალურად დატოვა ჯგუფის შემადგენლობა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Fleetwood Mac-ის დისკოგრაფია.

რესურსები[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fleetwood_Mac&oldid=2547726“-დან