Us and Them

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Us and Them“
Us and Them ყდა
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
A-მხარე Time
გამოსვლის თარიღი 1973
ფორმატი 7
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი, ჰარდ როკი
ხანგრძლივობა 7:51
3:15 (სინგლის ვერსია)
ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Money
(1973)
Us and Them/Time
(1973)
Have a Cigar
(1975)
The Dark Side of the Moon სიმღერების სია
Money
(6)
Us and Them
(7)
Any Colour You Like
(8)

Us and Them (ინგლ. ჩვენ და ისინი) — მეექვსე ან მეშვიდე კომპოზიცია[1] პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon. სიმღერის ავტორები არიან რიჩარდ რაიტი და როჯერ უოტერსი. ის გრძელდება 7 წუთსა და 51 წამს და არის ყველაზე ხანგრძლივი სიმღერა ალბომზე. 70-იან წლებში, კონცერტებზე, უფრო გახანგრძლივებულ ვერსიას უკრავდნენ, თუმცა უფრო გვიანდელ ტურებზე მას ზოგჯერ დაახლოებით ერთი წუთით ამოკლებდნენ, რაც ჩანს ბუტლეგებზე და საკონცერტო ალბომებზე P•U•L•S•E და Delicate Sound of Thunder.

სექციების სია

კომპოზიცია [რედაქტირება]

Us and Them საკმაოდ წყნარი სიმღერაა. მასში არის ორი საქსოფონის სოლო, ერთი - დასაწყისში, მეორე კი - ბოლოსკენ. სიმღერას იწყებს რიკ რაიტი ჰარმონიით თავის ჰემონდის ორღანზე.

გამოცემამდე სიმღერა ცნობილი იყო როგორც The Violent Sequence, მისი მოსმენა შესაძლებელია ბუტლეგებზე.

მელოდია თავდაპირველად რაიტმა დაწერა პიანინოზე, ფილმისთვის ზაბრისკი პოინტი 1969 წელს. აქედან წამოვიდა სახელწოდება Violent Sequence. მაგრამ რეჟისორმა მიქელანჯელო ანტონიონიმ ის არ გამოიყენა, იმის გამო, რომ ის საერთოდ არ ჰგავდა მათ Careful with That Axe, Eugene-ს, რომლის სტილის მუსიკის გამოყენებაც მას სურდა.როგორც როჯერ უოტერსი იხსენებს, ანტონიონის პასუხი იყო: ”იცი, ლამაზია, მაგრამ ძალიან სევდიანი. ეკლესიას მაგონებს.”[2] სიმღერა თაროზე შემოდეს, The Dark Side of the Moon-ის გამოსვლამდე.

სიმღერა აგრეთვე შევიდა 2001 წლის კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd. სადაც ის არის მეორე დისკის მეშვიდე კომპოზიცია.

ქავერ ვერსიები [რედაქტირება]

სიმღერა ჩაწერა ჯგუფმა Between the Buried and Me ალბომისთვის The Anatomy Of. ბრილ მორგანის შესრულებული ვერსია შევიდა 2002 წლის ტრიბუტ ალბომზე Echoes of Pink. ეს სიმღერა ასევე ჩაწერა ჯგუფმა Easy Dub All-Stars 2003 წელს. ამ რეგი ჯგუფმა ჩაწერა მთლიანი ალბომი Dark Side of the Moon საკუთარ სტილში და გამოუშვა სახელით Dub Side of the Moon.

ალტერნატიული და საკონცერტო ვერსიები [რედაქტირება]

  • ალბომის 1973 წლის მიქსში არის დიკ პერის მიერ დაკრული კიდევ რამდენიმე საქსოფონის ნოტი, ზუსტად ტექსტის დაწყებამდე. ალბომის შემდგომ გამოცემებში ეს ნოტები არ ისმის. მიუხედავად ამისა, ეს მიქსი დღემდე გამოიყენება.
  • სიმღერა ცოცხლად სრულდებოდა პინკ ფლოიდის მიერ 1972-1977 წლებში, შემდეგ კი უოტერსის წასვლის შემდეგ, 1987-1994 წლებში.
  • 1972 წლის ვერსიაში არ შედიოდა საქსოფონი და ძირითადი ვოკალი ეკუთვნოდათ როჯერ უოტერსს და რიჩარდ რაიტს. დევიდ გილმორი კი დამხმარე ვოკალზე იყო.
  • სიმღერას ხანდახან ასრულებდნენ ბისზე 1977 წლის ტურზე In The Flesh. მას ხშირად იყენებდნენ სტადიონების ხმაურიანი აუდიენციის დასაწყნარებლად.
  • სიმღერა შესულია აუდიო და ვიდეო გამოცემებზე P•U•L•S•E და Delicate Sound of Thunder. ორივე ვერსია სტუდიურ ჩანაწერთან შედარებით მოკლეა.
  • როჯერ უოტერსი ასრულებდა სიმღერას თავის 2006/2007 წლების ტურზე The Dark Side of the Moon Live. გილმორის ნაცვლად ძირითად ვოკალს ასრულებდა ჯონ კერინი.

პერსონალი [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. სიმღერის ნომერი დამოკიდებულია ალბომის გამოცემაზე. ზოგ გამოცემაში გაერთიანებულია კომპოზიციები Speak to Me და Breathe.
  2. The Making of The Dark Side of the Moon ნაწილი 5 (Us and Them)
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Us_and_Them&oldid=2376619-დან“