Let There Be More Light

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Let There Be More Light“
Let There Be More Light გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან A Saucerful of Secrets
B-მხარე Remember a Day
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი, 1968
ფორმატი 7"
ჩაიწერა იანვარი, მარტი, მაისი 1968
ჟანრი სპეის როკი, ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 5:32
ლეიბლი Tower Records (აშშ)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
It Would Be So Nice
(1968)
Let There Be More Light
(1968)
Point Me at the Sky
(1968)
A Saucerful of Secrets სიმღერების სია

Let There Be More Light (ქართ. დაე იყოს მეტი სინათლე) — პირველი სიმღერა პინკ ფლოიდის მეორე ალბომიდან A Saucerful of Secrets[1][2] . სიმღერა ასევე გამოიცა შეცვლილი ფორმით, როგორც ჯგუფის მეოთხე ამერიკული სინგლი. იშვიათი გამოცემა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში გამოვიდა, შეიცავს ამ სიმღერისა და „Remember A Day“-ის დამუშავებულ მონო-ვერსიებს. სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა. პინკ ფლოიდი ცოცხლად ასრულებდა სიმღერას 1968-1969 წლებში.

სიმღერა მთლიანად დაწერა როჯერ უოტერსმა. ის იწყება განმეორებადი ბასის პარტიით, ვოკალის შემოსვლამდე. პირველ, უფრო ნაზ ვოკალს ასრულებს რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსის ჩურჩულის პარალელურად, მისამღერს კი — დევიდ გილმორი. ბოლო ორ წუთში სრულდება პინკ ფლოიდის ალბომში შესული გილმორის პირველი გიტარის სოლო, მისთვის დამახასიათებელი სტილით.

სიმღერის ტექსტი შთაგონებული იყო სამეცნიერო ფანტასტიკით და ისტორიული პიროვნებებით. ასევე, ტექსტში არის მინიშნება ბითლზის სიმღერაზე Lucy in the Sky with Diamonds: The outer lock rolled slowly back / The servicemen were heard to sigh / For there revealed in flowing robes / Was Lucy in the Sky.

სიმღერამ შთააგონა ალტერნატიული როკ-ჯგუფი Placebo, დაეწერა სინგლი Taste in Men.

ქავერ-ვერსიები[რედაქტირება]

სიმღერის ბრუკ ქლემენისეული შესრულება შესულია 2003 წლის პინკ ფლოიდის ტრიბუტ ალბომზე A Fair Forgery of Pink Floyd.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.