Learning to Fly (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Learning to Fly“
Learning to Fly ყდა
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
B-მხარე Terminal Frost
გამოსვლის თარიღი 14 სექტემბერი 1987 (ბრიტანეთი)
16 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ფორმატი გრამფირფიტა, 12", კომპაქტ დისკი
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 – მაისი 1987
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:53 (ალბომის ვერსია) / 4:21 (სინგლის ვერსია)
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ენტონი მური, ბობ ეზრინი, ჯონ კერინი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Not Now John
(1983)
Learning to Fly
(1987)
On the Turning Away
(1987)
A Momentary Lapse of Reason სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Learning to Fly (ქართ. ვსწავლობ ფრენას) — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. იგი გამოიცა სინგლის სახით, 1987 წელს. აგრეთვე გადაღებულია სიმღერის მუსიკალური ვიდეო.

შექმნა[რედაქტირება]

სიმღერის ძირითადი ავტორია დევიდ გილმორი. მასში აღწერილია გილმორის ფიქრები ფრენის შესახებ (დევიდი არის ლიცენზიის მქონე პილოტი მრავალი რეიტინგით). ამის გარდა, ითვლება, რომ სიმღერაში საუბარია გილმორის ჯგუფის ლიდერობაზე, ახალ დასაწყისზე როჯერ უოტერსის გარეშე. უკანასკნელი თეორია დადასტურდა 1992 წელს, დევიდთან ინტერვიუში.

სიმღერაში ჟღერს ნიკ მეისონის ხმაც.

კომპოზიცია სრულდებოდა ჯგუფის ორივე საკონცერტო ტურნეზე, რომელიც ჩატარდა უკვე უოტერსის წასვლის შემდეგ. საკონცერტო ვერსიებში გიტარის სოლოს ასრულებდა ტიმ რენვიკი.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია სტორმ თორგერსონი. ვიდეო გადაღებულია კანადაში, 1987-1989 წლების ტურის რეპეტიციების დროს. მასში გამოყენებულია როგორც ჯგუფის სასცენო გამოსვლის სცენები, ასევე სიუჟეტური კადრები, სადაც ამერიკელი მამაკაცი მუშაობს მინდორზე და ადის მთაზე, საიდანაც ხტება და მიფრინავს.

MTV-ს გადაცემაში Video Countdown 1987 წლის ნოემბერში მუსიკალური ვიდეო მოხვდა #9 პოზიციაზე, ხოლო საერთო ჯამში 1987 წელს მოხვდა ამ არხის რეიტინგის #60 ადგილზე. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მან 1988 წელს ჯგუფს მოუტანა ერთადერთი ჯილდო კონცეპტუალური ვიდეოს კატეგორიაში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

7" სინგლი (EMI, EM 26)
  1. Learning To Fly (7" ვერსია) - 4:21
  2. Terminal Frost (ალბომის ვერსია) - 6:16

პერსონალი[რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
სხვა მუსიკოსები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.