Meddle
ვიკიპედიიდან
| Meddle | ||
| Meddle | ||
| გამოცემის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1971 | |
| ჩაწერის თარიღი | იანვარი - აგვისტო 1971 | |
| ჟანრი | პროგრესიული როკი ფსიქოდელიური როკი ფოლკ როკი |
|
| ხანგრძლივობა | 46 წთ 46 წმ | |
| ლეიბლი/ები | Harvest Capitol |
|
| პროდიუსერ(ებ)ი | პინკ ფლოიდი | |
| ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი | ||
|---|---|---|
| Relics (1971) |
Meddle (1971) |
Obscured by Clouds (1972) |
| ალტერნატიული გარეკანი | ||
| ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი | ||
Meddle (სიტყვების medal (მედალი) და ზმნის to meddle (ჩარევა) გაერთიანებული ვერსია) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის მეექვსე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1971 წლის 30 ოქტომბერსს. დისკი ჩაიწერა სხვადასხვა სტუდიაში, საკონცერტო ტურის მსვლელობასთან ერთად, 1971 წლის იანვარ-აგვისტოში.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
როგორც ეტყობა, ალბომის სახელწოდება (რომელიც არ ითარგმნება) არის ორი სიტყვის - to meddle (ჩარევა) და medal (მედალი) სინთეზი.ამრიგად, ალბომის სახელწოდება დაახლოებით აღნიშნავს მედალი ჩარევისათვის.
[რედაქტირება] ალბომი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიმღერა ერთმანეთისგან განსხვავდება ჟანრობრივად და განწყობით, როგორც წესი, ბევრი მსმენელი მას უფრო ჩამოყალიბებულ ნამუშევრად მიიჩნევს, ვიდრე 1970 წლის დისკს Atom Heart Mother. ასევე, როგორც ბევრი მსმენელი თვლის, ეს სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ ჩაწერილი პირველი ნამდვილი ფლოიდური სულის დისკია.
პირველი კომპოზიცია არის "One of These Days", რომელიც ქარის ხმაურითა და ბას გიტარაზე აგებული კომპოზიციური წყობით გადადის ბალადური ჟანრის "A Pillow of Winds"-ში. მშვიდ სიმღერას მიჰყვება "Fearless", რომლის ფინალშიც ჟღერს ლივერპულელი ფეხბურთის ფანების ჰიმნი "You'll Never Walk Alone". ამასთან მკვეთრ კონტრასტშია "San Tropez", ჯაზური გავლენის მქონე პოპ სიმღერა, რომელშიც კარგად გამოჩნდა უოტერსის, როგორც სიმღერების ავტორის ნიჭი. "Seamus" არის ორიგინალური ფირფიტის პირველი მხარის უკანასკნელი სიმღერა, რომელშიც ძაღლი შიმუსი ყმუის, სანამ პინკ ფლოიდი თავის ბლუზს ასრულებს. ალბომის მთლიანი მეორე ნახევარი ეთმობა 23 წუთიანი ეპიკურ ნამუშევარს "Echoes". იგი ითვლება ტექსტობრივად ჯგუფის პირველ დახვეწილ კომპოზიციად.
[რედაქტირება] ჩაწერა და გამოცემა
ალბომზე მუშაობა დაიწყო ები როუდის სტუდიაში. პროექტისათვის ცენტრალური თემის ძიებისას, ოთხეულმა სხვადასხვა სიმღერა დაწერა, რომელიც საბოლოოდ შემავსებელი მასალის როლს უფრო თამაშობდა, ვიდრე მნიშვნელოვანი სიმღერების კრებულის. რიჩარდის მიერ ფორტეპიანოზე დაკრულმა ერთადერთმა ნოტმა "Echoes"-ზე მუშაობისას ჯგუფის პირველი ბიძგი მისცა და სწორედ იგი იქცა სიმღერის შესავლის ფუძედ.
გარდა სტერეოვერსიისა, მზადდებოდა ალბომის კვადროფონიული ვერსია, რომელიც არასოდეს გამოცემულა, თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ მან გაიჟღერა ალბომის პრეზენტაციისას.[1]
ალბომში არ შესულა რამდენიმე სიმღერა. კერძოდ, ასეთები იყო: "The Dark Side of the Moon" (მოგვიანებით ეწოდა "Brain Damage") და "One of These Days"-ის ორი დემო ვერსია. ეს დემო ვერსიები შეტანილია ბუტლეგებში და შეიცავს რადიოწამყვანის ჯიმი იანგის საუბრის მონტაჟს, კომპოზიციის ფონზე.
[რედაქტირება] სიმღერები
[რედაქტირება] სიმღერები
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორი(ები) | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | "One of These Days" | დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | 5:57 | ||||||
| 2. | "A Pillow of Winds" | გილმორი, უოტერსი | 5:10 | ||||||
| 3. | "Fearless" | გილმორი, უოტერსი | 6:08 | ||||||
| 4. | "San Tropez" | უოტერსი | 3:43 | ||||||
| 5. | "Seamus" | დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | 2:16 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორი(ები) | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | "Echoes" | დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | 23:29 | ||||||
[რედაქტირება] სინგლები
[რედაქტირება] წარმატება
| წელი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|
| 1971 | ბილბორდის პოპულარული ალბომები | 70 |
[რედაქტირება] ჯგუფი
- როჯერ უოტერსი - ბასი, გიტარა, ვოკალი სიმღერაში San Tropez, ფირის ეფექტები და დამატებითი გიტარები
- დევიდ გილმორი - ვოკალები, გიტარა, ბასი
- რიჩარდ რაიტი - კლავიშები, ვოკალები, ფირის ეფექტები
- ნიკ მეისონი - დასარტყამები, პერკუსია, ფირის ეფექტები და ვოკალური ფრაზა კომპოზიციაში One of These Days
[რედაქტირება] პროდუქცია
- პიტერ ბოუნი - ინჟინერი Air და EMI Studios-ში
- ჯონ ლიკი - ინჟინერი Air და EMI Studios-ში
- რობ ბლეკი - ინჟინერი Morgan Studios-ში
- როჯერ ქუესტიდი - ინჟინერი Morgan Studios-ში
- პინკ ფლოიდი - ალბომის გარეკანის დიზაინი
- ბობ დაულინგი - ფოტოები წინა და უკანა ყდისთვის
- ტონი მეი - ფოტოები შიდა ყდისთვის
- ჰიპგნოსისი - ჯგუფის ფოტო
- სტორმ ტორგერსონი - რემასტერინგის დიზაინი
- პიტერ კურზონი - რემასტერინგის დიზაინი
[რედაქტირება] დამატებითი ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||

