Simon & Garfunkel
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Simon & Garfunkel | ||
|---|---|---|
დუეტი 1982 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ფორესტ ჰილსი, ქუინსი, ნიუ იორკი, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | ფოლკ როკი | |
| აქტიური | 1957–1970 1975 (SNL) 1981–1983 (გაერთიანება) 1993 (გაერთიანება) 2003–2004 (გაერთიანება) |
|
| ლეიბლ(ებ)ი | Columbia | |
| საიტი | www.simonandgarfunkel.com | |
| წევრები | ||
| პოლ საიმონი არტ გარფანკლი |
||
Simon & Garfunkel — ამერიკული დუეტი, რომელშიც შედიან პოლ საიმონი და არტ გარფანკლი. 1957 წელს ამ დუეტის სახელი იყო ”ტომი და ჯერი” და მათ ჩაწერეს რამდენიმე წარუმატებელი კომპოზიცია. 1965 წელს, ახალი სახელით, მათ წარმატება მოიპოვეს სიმღერით The Sounds of Silence.
დუეტი ცნობილია ორიგინალური ვოკალური ორხმიანი ჰარმონიებით და გიტარაზე დაფუძნებელი ბალადებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორ მუსიკოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას და კამათს, რაც მათ ალბომებზეც აისახა. მათი უკანასკნელი ალბომის Bridge over Troubled Water ჩაწერა ამის გამო რამდენჯერმე შეფერხდა.
წლების განმავლობაში დუეტი დაშლილი იყო, მაგრამ სამჯერ გაერთიანდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1981 წლის ცნობილი კონცერტი ცენტრალურ პარკში, რომელსაც 750.000 მაყურებელი დაესწრო.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- 1964: Wednesday Morning, 3 A.M.
- 1966: Sounds of Silence
- 1966: Parsley, Sage, Rosemary and Thyme
- 1968: Bookends
- 1970: Bridge over Troubled Water
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური გვერდი
- პოლ საიმონის ოფიციალური გვერდი
- არტ გარფანკლის ოფიციალური გვერდი
- ჯგუფის ილუსტრირებული დისკოგრაფია