Any Colour You Like

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Any Colour You Like“
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
A-მხარე Money
გამოსვლის თარიღი 23 მარტი 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯემ როკი
ხანგრძლივობა 3:25
ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Harvest, Capitol (აშშ)
სიმღერის ავტორი დევიდ გილმორი
რიჩარდ რაიტი
ნიკ მეისონი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Free Four
(1972)
Money
(1973)
Us and Them/Time
(1973)
The Dark Side of the Moon სიმღერების სია

Any Colour You Like — ინსტრუმენტული კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] მისი ავტორები არიან დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი.

ისტორია[რედაქტირება]

კომპოზიცია სრულდება ტექსტის გარეშე და აგებულია სინთეზატორისა და გიტარის ჟღერადობაზე. მას ასევე ახლავს მცირეოდენი ვოკალური იმპროვიზაცია, რომელიც უფრო გამოკვეთილად ჟღერდა კონცერტებზე და საკმაოდ შეუმჩნეველია სტუდიურ ვერსიაში.

კომპოზიცია ჩაიწერა სინთეზატორ VCS 3-ის განმეორებადი აკორდების აჟღერებით. სოლო სინთეზატორზე აღმავალი და დამავალი ხასიათის არის. გიტარაზე ჰარმონიის შესაქმნელად დევიდ გილმორმა გამოიყენა ორი გიტარა Univibe ეფექტით. Any Colour You Like ასევე ცნობილია, როგორც Breathe (Second Reprise), ვინაიდან მასში გამოყენებულია იგივე რითმი, რაც სიმღერაში Breathe. მასში ასევე ჟღერს აკორდების იგივე თანმიმდევრობა, რაც Breathe-ში, თუმცა იგი ოდნავ განსხვავებულ ტონალობაში სრულდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.