Shine On You Crazy Diamond

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Shine On You Crazy Diamond“
სიმღერა, შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი Wish You Were Here
გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერი
ჩაიწერა იანვარი-ივლისი 1975
ჟანრი პროგრესული როკი, არტ როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 26:11 (ყველა ნაწილი)
13:40 (ნაწილები I-V)
12:31 (ნაწილები VI-IX)
10:55 (რადიოს ვერსია)
17:32 (Echoes-ის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Columbia, Capitol (აშშ)
ავტორი რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Wish You Were Here სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Shine On You Crazy Diamondპინკ ფლოიდის კომპოზიცია ალბომიდან Wish You Were Here. იგი შედგება 9 ნაწილისგან და იყოფა ორად. შესამისად, ნაწილები 1-5 მოთავსებულია ალბომის დასაწყისში, ხოლო ნაწილები 6-9 - მის დასასრულს. კომპოზიცია ეძღვნება ჯგუფის ყოფილ წევრ სიდ ბარეტს[1].

ისტორია[რედაქტირება]

დევიდ გილმორისა და ნიკ მეისონის თქმით, კომპოზიცია ჩაწერილი იქნა ისე, რომ ყველა დააკმაყოფილა, მაგრამ ინჟინრები ცდიდნენ ახალ სტუდიურ ტექნიკას და შემთხვევით გააფუჭერს ჩანაწერი ექოს ეფექით, ამიტომაც, ჯგუფი იძულებული გახდა, ახლებურად ჩაეწერა პიესა.

კომპოზიციასთან დაკავშირებულია რეალური ამბავი - სიდ ბარეტის სტუდიაში გამოჩენის. მისი ჩაწერის დროს სტუდიაში შემოვიდა მელოტი კაცი, რომელიც თითქოს არავინ იცნო, მაგრამ უოტერსი ყველაფერს მიხვდა და, იცნო რა სიდ ბარეტი, ცრემლებს ღვრიდა.

ჩაწერის დროს სიდი იჯდა სტუდიაში. მისი რეაქცია უბრალოდ ასეთი იყო - ”რატომ იწერთ ახალ დუბლს, თქვენ ხომ უკვე მოისმინეთ სიმღერა?”. მოგვიანებით სიდი დაესწრო გილმორის ნიშნობას და გაქრა.

ნაწილები I–V[რედაქტირება]

ქვემოთ წარმოდგენილია კომპოზიციის ნაწილების აღწერა, დაახლოებითი დროის მითითებით:

ნაწილი I (რაიტი, უოტერსი, გილმორი: 00 – 2:09) - ჩნდება სინთეზატორის ჟღერადობა (EMS VCS 3) G აკორდში, აგრეთვე ჰემონდის ორგანი და ჭიქებით გამოწვეული მუსიკალური ჰანგები. ამის შემდეგ ჟღერს მინიმუგი.

ნაწილი II (გილმორი, უოტერსი, რაიტი: 2:10 – 3:54) - დევიდ გილმორის სოლო გიტარაზე, ექოს ეფექტით. უკანა ფონზე ჟღერს სინთეზატორი.

ნაწილი III (გილმორი, უოტერსი, რაიტი: 3:55 – 6:27) - ოთხნოტიანი თემა, რომელსაც პირობითად ”სიდის თემა” ეწოდა. იგი მეორდება მთლიანი სექციის განმავლობაში. აქ ემატება გილმორის მეორე სოლო. როდესაც ოთხი ნოტი მეოთხედ ჟღერს, ნიკ მეისონი იწყებს დასარტყამებზე დაკვრას. აქედან მოყოლებული, გიტარის სოლო მიჰყვება ნიკის რითმს.

ნაწილი IV (გილმორი, უოტერსი, რაიტი: 6:28 – 8:42) - სოლო მინიმუგის სინთეზატორზე. აქ შემოდის გილმორის მესამე სოლო, რომელსაც ბლუზური ტონი აქვს.

ნაწილი V (უოტერსი: 8:43 – 13:30) - უოტერსის ვოკალი, დამატებით - დევიდისა და რიკის ვოკალები, სულ ბოლო ფონზე კი - ვოკალისტი ქალების ვოკალები. ამას მოჰყვება ორი გიტარა, რომელიც ერთსა და იმავე გიტარის რიფს უკრავს ერთი წუთის განმავლობაში. ამას ზევიდან ემატება ბარიტონული საქსოფონი, რომელზეც უკრავს დიკ პერი. შემდეგ იგი იცვლება და შემოდის ტენორული საქსოფონი. თვლა იცვლება და ხდება 4/4, 12/8-ის ნაცვლად. ამით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტემპი მატულობს. დარჩენილ წუთებს მიჰყვება ტენორული საქსოფონი და სინთეზატორი. ყველა ინსტრუმენტის ხმა იხშობა და უერთდება სიმღერის Welcome to the Machine ხმოვან ეფექტებს.

სქოლიო[რედაქტირება]