The Happiest Days of Our Lives
| The Happiest Days of Our Lives | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი | |||||
| ალბომი | The Wall | ||||
| გამოიცა | 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) |
||||
| ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | ||||
| ჟანრი | პროგრესული როკი | ||||
| ენა | ინგლისური | ||||
| ხანგრძლივობა | 1:46 | ||||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | ||||
| ავტორი | როჯერ უოტერსი | ||||
| პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | ||||
| The Wall სიმღერების სია | |||||
|
|||||
| Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია | |||||
|
|||||
The Happiest Days of Our Lives — ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე სიმღერა ალბომის The Wall (1979) პირველი დისკიდან. [1] [2]
სექციების სია |
კომპოზიცია [რედაქტირება]
სიმღერა გრძელდება 1 წუთსა და 46 წამს. თავდაპირველად, 24 წამის განმავლობაში ჟღერს ვერტმფრენის ხმა, რომელსაც მოჰყვება მასწავლებლის ყვირილი - „You! Yes, You! Stand still, laddie!“. შემდეგ ხმოვანი ეფექტები წყდება და იწყება მუსიკალური ნაწილი. სიმღერის მსვლელობისას წამყვანი ინსტრუმენტია ელექტრონული გიტარა შეფერხების ეფექტით. სიმღერის Another Brick in the Wall, Part II დაწყების წინ მკვეთრად ჟღერს დასარტყმელი საკრავები და დამატებითი ვოკალები. ვინაიდან ეს ორი სიმღერა ერთმანეთს უერთდება, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, თითქოს ეს ერთიანი კომპოზიციაა (თუმცა მეორეს თვლა დაახლოებით 1/4-ია).
ალბომზე The Happiest Days of Our Lives სიმღერას Another Brick in the Wall, Part II უერთდება ხმაურიანი კივილით, რომელიც როჯერ უოტერსის მიერ იქნა ჩაწერილი. იგივე კივილი გამოიყენება სიმღერაში Run Like Hell. ამ გადასვლის გამო რადიოსადგურები საკუთარ ეთერში ორივე კომპოზიციას ხშირად ერთად უშვებენ.
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, რომელიც ალბომს ეფუძნება, სიმღერის დასაწყისში ჩანს მატარებელი, რომელიც გვირაბს უახლოვდება და არა ვერტმფრენი. მხატვარ ჯერალდ სკარფის თქმით, სიმღერის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო მასწავლებლის ამსახველი მარიონეტი და ალან პარკერმა, ფილმის რეჟისორმა სცადა ამ სცენის გადაღება. ვინაიდან ჩანაფიქრი საბოლოოდ არ მოიწონეს, სცენაში ჩნდება ალექს მაკ-ევოი (მასწავლებელი). სიმღერის ერთ მონაკვეთზე ისმის ისტერიული სიცილი.
სიუჟეტი [რედაქტირება]
ისევე, როგორც ალბომის The Wall სხვა კომპოზიციები, The Happiest Days of Our Lives მსმენელს უამბობს პერსონაჟ პინკის ცხოვრების შესახებ. იგი სწავლობს სკოლაში, რომელსაც მართავენ მკაცრი და ხშირად მოძალადე მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს აბუჩად იგდებენ.
როჯერ უოტერსის თქმით ტექსტი ასახავს სკოლის პერიოდის მის პირად გამოცდილებას. მან ამის შესახებ ისაუბრა ტომი ვენსთან BBC Radio One-ზე ინტერვიუს დროს:
ფილმის ვერსია [რედაქტირება]
პინკი და მისი ორი მეგობარი მატარებელს ელოდებიან. ამასობაში პინკი რელსებზე აწყობს ტყვიებს. მას შემდეგ, რაც მატარებელი მათ გადაუვლის, ტყვიები ფეთქდება, მაგრამ გვირაბის კედელთან მდგარი პინკი მატარებლის მაგივრად ხედავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის, საქონლის გადასაყვან რკინიგზის ვაგონებს, რომლებშიც სხედან ბავშვები სახეების გარეშე. შემდეგ ნაჩვენებია სკოლის სცენები. მასწავლებელი პინკის პირად წიგნაკს იღებს, კითხულობს ნაწყვეტს სიმღერიდან Money, მთელი კლასის წინაშე პინკს დასცინის და მას ხელზე სახაზავს ურტყამს. შემდეგ ნაჩვენებია მასწავლებელი, რომელიც საღამოს სუფრასთან ზის და ცოლის მითითებით, ხორცისკენ ხელს იშვერს.
პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი — გიტარები[4]
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები[5]
- როჯერ უოტერსი — ბას გიტარა[5] წამყვანი ვოკალი,[5] ბექ-ვოკალი[5]
- ჯეიმზ გათრი — პერკუსია[5]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Vance, Tommy (Late 1979). The Wall — Song By Song — 1979. BBC Radio One. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
- ↑ Fitch, Vernon and Mahon, Richard, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981 (2006)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Fitch, Vernon and Mahon, Richard, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981 (2006), p.74
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||