A Momentary Lapse of Reason
ვიკიპედიიდან
| A Momentary Lapse of Reason | ||
| A Momentary Lapse of Reason | ||
| გამოცემის თარიღი | 8 სექტემბერი 1987 (ბრიტანეთი) 9 სექტემბერი 1987 (ბრიტანეთი) |
|
| ჩაწერის თარიღი | ოქტომბერი, 1986 – მაისი, 1987 | |
| ჟანრი | პროგრესიული როკი | |
| ხანგრძლივობა | 51 წთ 14 წმ | |
| ლეიბლი/ები | EMI (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) |
|
| პროდიუსერ(ებ)ი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი | |
| ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი | ||
|---|---|---|
| Works (1983) |
A Momentary Lapse of Reason (1987) |
Delicate sound of thunder (1988) |
A Momentary Lapse of Reason (ინგ.: გონების წამიერი დაკარგვა) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1987 წელს. ეს არის პირველი სტუდიური დისკი, რომელიც ჩაიწერა როჯერ უოტერსის გარეშე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
მას შემდეგ, რაც როჯერ უოტერსმა დატოვა პინკ ფლოიდი 1985 წელს, დევიდ გილმორმა სცადა ჯგუფის აღდგენა ნიკ მეისონთან ერთად. ამან წარმოშვა კონფლიქტი უოტერსთან. მისი თქმით, ჯგუფმა ამოწურა საკუთარი საშუალებები და იგი არაფერს წარმოადგენდა მთავარი იდეოლოგის (ანუ უოტერსის) გარეშე. ამასთან, კონფლიქტი გაამწვავა იმან, რომ მეისონსა და გილმორს (რიჩარდ რაიტი ოფიციალურად არ ირიცხებოდა ჯგუფის წევრებს შორის, 1979 წლის შემდეგ) სწორედ პინკ ფლოიდის სახელით სურდათ გამოსვლა. ამ ფონზე, უოტერსმა გააუქმა კონტრაქტი სტივ ო’რურკთან, ჯგუფის მენეჯერთან და საავტორო უფლებების დამყარება მოითხოვა პინკ ფლოიდის ისეთ ცნობილ ელემენტებზე როგორიც იყო მფრინავი ღორები და კედლის კონცეფციის ატრიბუტები. ორ მხარეს შორის დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გილმორს შერჩა სიმღერები "Young Lust," "Run Like Hell," და "Comfortably Numb" (რომლებიც მისი თანაავტორობით შეიქმნა). თავისთავად, მთლიანად ალბომი The Final Cut უოტერსს დარჩა. ამასობაში, რიჩარდ რაიტი შეუერთდა პინკ ფლოიდს, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის როლში.
ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1986 წლის ოქტომბერში, დევიდ გილმორის ახალი პროექტის სახით. მოგვიანებით, რადიოეთერში გილმორმა განაცხადა, რომ A Momentary Lapse of Reason პრაქტიკულად მისი მესამე სოლო ალბომი იყო, რადგანაც ახალი მასალა საკმაოდ სუსტი იყო და პინკ ფლოიდის ფარგლებს არ ერგებოდა. 1986 წლის შობაზე მან აგრეთვე ახსენა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალბომი შეიძლება იქცეს პინკ ფლოიდის პროექტად.
მუსიკალურ პრესაში ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურნენ (მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნმა ამ პროექტს პინკ ფლოიდის მომავალი უწოდა). თუმცა, ალბომს მოგვიანებით აქტიურად რთავდნენ რადიოსადგურების ეთერში. უოტერსის თქმით, ეს იყო პინკ ფლოიდის საკმაოდ კარგი გაყალბება. მასში ნაკლებად არის ისეთი სიმღერები, რომლებზეც ვიფიქრებდი, რომ რამეს მოვუხერხებდი, ჩემი რომ იყოს. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ მისთვის პინკ ფლოიდი აღარ არსებობს. მუსიკალურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს გილმორმა უოტერსს სთხოვა დახმარება ტექსტების შექმნისას, თუმცა ეს სიცრუე იყო.
[რედაქტირება] ჩაწერა
ალბომზე არა მხოლოდ გილმორი და მეისონი უკრავენ. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ტონი ლევინი (კინგ კრიმსონი, პიტერ გებრიელის ბენდი), ცნობილი ბას გიტარისტი; კერმინ ეპისი (დასარტყამები სიმღერაში "The Dogs of War"); ჯიმ კელტნერი (დასარტყამები სიმღერებში "On the Turning Away" და "One Slip"). სიმღერაში "Sorrow" გამოიყენება დრამ-მანქანა, რომელიც გილმორმა დააპროგრამა.
მნიშვნელოვანი წვლილი ალბომის ჩაწერაში შეიტანა ჯონ კერინმა, სესიურმა მუსიკოსმა (კლავიშები) რომელიც დევიდ გილმორმა ჯერ კიდევ ბრაიან ფერის ბენდიდან გაიცნო. მოგვიანებით, კერინი უკრავდა როგორც პინკ ფლოიდის, ასევე დევიდისა და როჯერ უოტერსის სოლო-ტურებზე. სტუდიაში გამოჩნდა რიჩარდ რაიტიც, თუმცა მისი წვლილი ალბომის ჩაწერაში მინიმალურია - იგი მღერის სიმღერაში "Sorrow". სხვა სიმღერებში კლავიშებზე დაუკრეს კერინმა, გილმორმა და ბობ ეზრინმა. აღსანიშნავია, რომ ეზრინმა უარი თქვა როჯერ უოტერსის ანალოგიურ შემოთავაზებაზე, მისი ალბომის პროდიუსერი ყოფილიყო, ამიტომაც უოტერსი მისი პინკ ფლოიდის პროექტში მონაწილეობით ფრიად გაოცებული და გაღიზიანებული დარჩა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე სიმღერა ალბომზე ჯერ კიდევ The Final Cut-ის პერიოდში დაიწერა. უფრო ახალი სიმღერებიდან არის "The Dogs of War," "Round and Around," და სიმღერის "On the Turning Away" მელოდია.
სიმღერის "Learning to Fly" დროს გაისმის მეისონის ხმა - იგი ესაუბრება აეროპორტს თვითმფრინავიდან. ეს ირონიული ნიუანსი იყო - გილმორიც და მეისონიც იმ პერიოდში სწავლობდნენ ფრენას. საგულისხმოა, რომ ატლანტაში გადაღებული პინკ ფლოიდის კონცერტის საარქივო ჩანაწერზე, სიმღერას "One slip" მიჰყვება დოკუმენტური კადრები, სადაც აღბეჭდილია თვითმფრინავით ფრენა.
თავად სიმღერა პირველია მუსიკის ისტორიაში, რომელიც მხოლოდ კომპაქტ დისკის სახით გამოიცა, როგორც სინგლი.
A Momentary Lapse of Reason არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომელიც ციფრულად ჩაიწერა, მიუხედავად იმისა რომ აკუსტიკური დასარტყამები და ბას გიტარის პარტია ანალოგურ ტექნიკაზე ჩაიწერა.
[რედაქტირება] ყდა
ყდაზე გამოსახული ჰოსპიტალიდან გამოტანილი 700 საწოლი, რომელიც დევონის საგრაფოს სანაპიროზე განლაგდა. სტორმ ტორგერსონს, ყდის დიზაინერს სურდა ნატურალური ეფექტის მიღება, ამიტომაც უარი თქვა საწოლების ხელოვნური მეთოდით გამრავლებაზე. გადამღებმა ჯგუფი 3 საათის განმავლობაში მგზავრობდა სანაპირომდე და სწორედ ისე დააწყო საწოლები, როგორც ყდაზე ჩანს. მას შემდეგ, რაც ყველა მიხვდა, რომ გადაღება არაერთ დღეს გასტანს, სანაპიროზე მხოლოდ ერთი საწოლი დატოვეს, რათა ეხილათ, დაფარავს თუ არა მას ტალღა. მეორე დღეს საწოლი გამქრალი დახვდათ. [1]
სტორმ ტორგერსონის ოფიციალური ვებ გვერდის [2] თანახმად, პირველ დღეს წვიმდა და შეუძლებელი იყო ობიექტივში ყველა საწოლის მოქცევა.
აგრეთვე, ეს იყო 1977 წლის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომლის ყდაზეც იმუშავა ტორგერსონმა.
ფირფიტის კონვერტის გაშლისას მსმენელი შეხვდა მხოლოდ გილმორისა და მეისონის პორტრეტებს (რაიტი კვლავაც არ იყო, რადგანაც იურიდიულად არ ითვლებოდა ჯგუფის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა საკონცერტო ტურის მსვლელობისას).
[რედაქტირება] სიმღერები
| # | სახელწოდება | ავტორი(ები) | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| 1. | "Signs of Life" (ნიკ მეისონი - საუბრები უკანა ფონზე) | გილმორი, ეზრინი | 4:24 |
| 2. | "Learning to Fly" | გილმორი, მური, ეზრინი, კერინი | 4:53 |
| 3. | "The Dogs of War" | გილმორი, მური | 6:05 |
| 4. | "One Slip" | გილმორი, მანზანერა | 5:10 |
| 5. | "On the Turning Away" | გილმორი, მური | 5:42 |
| 6. | "Yet Another Movie / Round and Around" | გილმორი, ლეონარდი | 7:28 |
| 7. | "A New Machine (Part 1)" | გილმორი | 1:46 |
| 8. | "Terminal Frost" | გილმორი | 6:17 |
| 9. | "A New Machine (Part 2)" | გილმორი | 0:38 |
| 10. | "Sorrow" | გილმორი | 8:46 |
[რედაქტირება] მუსიკოსები
- დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
- ტიმ რენვიკი – გიტარა, ვოკალი
- ჯონ კერინი – კლავიშები, ვოკალი
- გაი პრატი – ბას გიტარა, ვოკალი
- გერი უოლისი – პერკუსია
- სკოტ პეიჯი – საქსოფონი, გიტარა
- მარგრეტ ტეილორი – დამატებითი ვოკალი
- რეიჩელ ფარი – დამატებითი ვოკალი
[რედაქტირება] საკონცერტო ტური
ალბომის გამოსვლის შემდეგ პინკ ფლოიდმა ჩაატარა მასშტაბური საკონცერტო ტური. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 11 კვირიანი პროგრამა, თუმცა მოგვიანებით ეს 3 წლიან პროექტად იქცა. ტურის პირველი ეტაპი დაიწყო 1987 წლის 9 სექტემბერს, ლენდსდაუნის პარკში (ოტავა) და დასრულდა ვანკუვერში (კანადა), 1987 წლის 10 დეკემბერს. შემდეგი ეტაპი დაიწყო ოკლენდში (ახალი ზელანდია), 1988 წლის 23 იანვარს და დასრულდა ნასაუ კოლიზეუმის კონცერტების (ნიუ იორკი), 1988 წლის 23 აგვისტოს (ამ კონცერტებზე ჩაიწერა აუდიო და ვიდეო მასალა შემდგომ გამოცემული ალბომისათვის და ფილმისათვის). 1989 წლის გაზაფხულზე დაიწყო ტურის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც Another Lapse ეწოდა.
[რედაქტირება] მუსიკოსები
- დევიდ გილმორი – ვოკალი, გიტარა, კლავიშები, სეკვენსერი
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია, დრამ მანქანა, ხმის ეფექტები
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, დამატებითი ვოკალი
[რედაქტირება] დამატებითი მუსიკოსები და ტექნიკური ასისტენტები
- ტონი ლევინი – ბას გიტარა, ჩეპმენის ჯოხები
- ბობ ეზრინი – პერკუსია
- კერმინ ეპისი – დასარტყამები
- ჯიმ კელტნერი – დასარტყამები
- ჯონ კერინი – კლავიშები
- ტომ სკოტი – ალტო და სოპრანო საქსოფონები
- სკოტ პეიჯი – ტენორ საქსოფონი
- პატრიკ ლეონარდი – სინთეზატორი
- ბილ პეინი – ორღანი
- მაიკლ ლანდაუ – გიტარა
- ჯონ ჰელიველი – საქსოფონი
- დერლინ კოლდენჰევენი, კარმენ ტუილი, ფილის სენტ ჯეიმსი, დონი ჯერარდი - დამატებითი ვოკალი
- სფერული ჟღერადობა: კენ კაილატი, ტომ ჯონსი, სარა ნინ ბრიუსი
- ჩაწერა: გაი შარბონო, Le Mobile, ლოს ანჯელესი
- დამატებითი ხმის ეფექტები: ენდრიუ ჯექსონი
- ტექნიკური და მუსიკალური ინსტრუმენტებით მხარდაჭერა: ფილ ტეილორი
- ჩანაწერის მასტერინგი: Mastering Lab და Precision Lacquer
- პინკ ფლოიდის მენეჯმენტი: სტივ ო’რურკი, EMKA Productions, ლონდონი
[რედაქტირება] გაყიდვები
- ოქროს და პლატინის სტატუსი (1987 წლის ნოემბერი)
- ორმაგი პლატინა (1988 წლის იანვარი)
- სამმაგი პლატინა (1992 წლის თებერვალი)
- ოთხმაგი პლატინა (2001 წლის აგვისტო)
[რედაქტირება] სინგლები
- "Learning to Fly (შემოკლებული ვერსია)"/"Terminal Frost" – Columbia 38-07363; გამოვიდა 1987 წლის 15 სექტემბერს
- "On the Turning Away"/"Run Like Hell (საკონცერტო ვერსია)" – Columbia 38-07660; გამოვიდა 1987 წლის 24 ნოემბერს
- "The Dogs of War"; 1988 წლის აპრილი (აშშ რადიო სადგურები)
- "One Slip"/"Terminal Frost"; 1988 წლის ივნისი
[რედაქტირება] წარმატება
[რედაქტირება] ალბომი
| წელი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|
| 1987 | ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი | 3 |
| 1987 | ბილბორდის კომპაქტ დისკების რეიტინგი | 1 |
[რედაქტირება] სინგლები
| წელი | სინგლი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|---|
| 1987 | "Learning to Fly" | მეინსტრიმული როკ სიმღერების სია | 1 |
| 1987 | "Learning to Fly" | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 70 |
| 1987 | "On the Turning Away" | მეინსტრიმული როკ სიმღერების სია | 1 |
| 1988 | "The Dogs of War" | მეინსტრიმული როკ სიმღერების სია | 10 |
| 1988 | "One Slip" | მეინსტრიმული როკ სიმღერების სია | 5 |
| 1988 | "Sorrow" | მეინსტრიმული როკ სიმღერების სია | 36 |
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||||||||||||||||||||

