The Pros and Cons of Hitch Hiking

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Pros and Cons of Hitch Hiking
ალბომის The Pros and Cons of Hitch Hiking ყდა
The Pros and Cons of Hitch Hiking
გამოცემის თარიღი 30 აპრილი, 1984
ჩაწერის თარიღი თებერვალი - დეკემბერი, 1983
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 42:07
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, მაიკლ კემენი
ქრონოლოგია: როჯერ უოტერსი
Music from The Body
(1970)
The Pros and Cons of Hitch Hiking
(1984)
Radio K.A.O.S.
(1987)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Discogs 4.5/5 stars[2]
Rolling Stone 1/5 stars [3]

The Pros and Cons of Hitch Hikingროჯერ უოტერსის 1984 წლის კონცეპტუალური, სადებიუტო სოლო ალბომი, რომელიც მან ჩაიწერა პინკ ფლოიდიდან წასვლის შემდეგ. 1995 წლის აპრილში RIAA-მ მას აშშ-ში ოქროს სტატუსი მიანიჭა.

კონცეფცია[რედაქტირება]

1978 წელს უოტერსმა მიიტანა სტუდიაში ორი ალბომის დემო. ესენი იყო The Pros and Cons of Hitch Hiking და The Wall. პინკ ფლოიდის დანარჩენმა წევრებმა მოიწონეს The Wall და გადაწყვიტეს, რომ The Pros and Cons of Hitch Hiking დარჩებოდა ჯგუფის სტუდიურ არსენალში.

ალბომში მოთხრობილია შუა ხნის მამაკაცის ისტორია, რომელსაც ესიზმრება კოშმარები. მთლიანად ალბომის ხანგრძლივობაა 42 წუთი და 2 წამი - სწორედ ასეთია მთავარი გმირის სიზმრის ხანგრძლივობაც. მთელი ისტორიის მსვლელობისას მასთან ერთად მგზავრობს ავტოსტოპის მოყვარული ქალი, რომელიც გამოსახულია ალბომის ყდაზე. სხვადასხვა ქვეყანაში ყდაზე ქალის უკანა ნაწილი დაფარული იყო შავი ოთხკუთხედით.

ალბომისა და შემდგომი ტურნეს გრაფიკული გაფორმება ჯერალდ სკარფს ეკუთვნის, რომელმაც მანამდე უკვე იმუშავა The Wall-ის გაფორმებაზე, სასცენო პროექციებსა და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ ანიმაციურ სეგმენტებზე. ტურნეს პროგრამისათვის ჯერალდმა აგრეთვე შექმნა უოტერსის ბენდის ყველა წევრის კარიკატურა, ისევე როგორც როჯერის - ეს იყო სასაცილო ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავდა უოტერსს და ერქვა „როჯი“. სცენაზე პროეცირებული კადრებიდან ჩანდა, რომ როჯი ისტორიის მთავარ გმირს განასახიერებდა.

1984 წელს მოწყობილ საკონცერტო ტურნეზე როჯერ უოტერსის ჯგუფში უკრავდა ერიკ კლეპტონიც, რომელსაც ეკუთვნის ალბომზე რამდენიმე სოლო გიტარაზე. რამდენიმე მუსიკალურმა თემამ მანამდე უკვე გაიჟღერა პინკ ფლოიდის სიმღერებში „In the Flesh“ და „The Fletcher Memorial Home“. სიმღერის 5:11AM (The Moment of Clarity) რამდენიმე სტრიქონი მანამდე ჟღერდა ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, ისევე როგორც Your Possible Pasts-ის ნაწყვეტი, ალბომიდან „The Final Cut“.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — როჯერ უოტერსი

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. 4:30 AM (Apparently They Were Travelling Abroad)   3:12
2. 4:33 AM (Running Shoes)   4:08
3. 4:37 AM (Arabs with Knives and West German Skies)   2:17
4. 4:39 AM (For the First Time Today, Part 2)   2:02
5. 4:41 AM (Sexual Revolution)   4:49
6. 4:47 AM (The Remains of Our Love)   3:09
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. 4:50 AM (Go Fishing)   6:59
2. 4:56 AM (For the First Time Today, Part 1)   1:38
3. 4:58 AM (Dunroamin, Duncarin, Dunlivin)   3:03
4. 5:01 AM (The Pros and Cons of Hitch Hiking, Part 10)   4:36
5. 5:06 AM (Every Stranger's Eyes)   4:48
6. 5:11 AM (The Moment of Clarity)   1:28

პერსონალი[რედაქტირება]

სხვა
  • პროდიუსერები - როჯერ უოტერსი, მაიკლ კემენი
  • ჩაწერა, ხმის ინჟინერი - ენდი ჯექსონი
  • თანაშემწე ინჟინერი - ლორა ბუზანი
  • მასტერინგი - დაგ საქსი და მაიკ რიზი

წარმატება[რედაქტირება]

ჩარტი (1984) უმაღლესი
პოზიცია
ახალი ზელანდია [4] 14
ნორვეგია[5] 4
შვედეთი[6] 3
შვეიცარია[7] 12
ბრიტანული ალბომები[8] 13
აშშ ბილბორდი[9] 31

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Allmusic review.
  2. Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking (LP) at Discogs. www.discogs.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-26.
  3. The Pros & Cons Of Hitch Hiking : Roger Waters : Review : Rolling Stone. rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-26.
  4. charts.org.nz - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 2010-09-16.
  5. norwegiancharts.com - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 2010-09-16.
  6. swedishcharts.com - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 2010-09-16.
  7. Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking - swisscharts.com. swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 2010-09-16.
  8. Chart Stats - Roger Waters - The Pros And Cons Of Hitch Hiking. Chart Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-30-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-09-16.
  9. allmusic ((( The Pros and Cons of Hitch Hiking > Charts & Awards > Billboard Albums ))). allmusic. Rovi Corporation. Retrieved 2010-09-16.