Delicate Sound of Thunder (ფილმი)
| Delicate Sound of Thunder | |
|---|---|
| რეჟისორი | უეინ იშემი |
| პროდიუსერი | სტივ ო’რურკი კერტ მერვისი რობი უილიამსი |
| კომპოზიტორი | პინკ ფლოიდი |
| სიმღერის ტექსტის ავტორი | დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი |
| მონტაჟი | ლიზა ჰენდრიკსი ჯეფ რიხტერი |
| კინოსტუდია | დისტრიბუცია: CBS Music Video Enterprises (ევროპა) Picture Music International (ევროპა) |
| გამოსვლის თარიღი | 13 ივნისი, 1989 |
| ხანგრძლივობა | 100 წთ |
| ქვეყანა | ინგლისი |
| ენა | ინგლისური |
Delicate Sound of Thunder — ფილმი-კონცერტი, რომელიც ასახავს ჯგუფ პინკ ფლოიდის 1988 წლის კონცერტებს ნიუ იორკის ნასაუ კოლიზეუმში. ვიდეოფილმში ასევე გამოყენებულია პარიზში, ვერსალის სასახლესთან მოწყობილი შოუს კადრები.
ეს ფილმი ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოჩანაწერად, მაგრამ მას ხშირად აკრიტიკებენ ზედმეტად ბნელი ფერებისა და ზედმეტ იდუმალური ატმოსფეროს შექმნის მიზნით შემუშავებული ორიგინალური მონტაჟის (შენელებული კადრების) გამო.
ფილმში შეტანილი რამდენიმე სიმღერა არ ჟღერს ალბომში Delicate Sound of Thunder. ფილმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ღორის ორიგინალური დიზაინის ავტორია როჯერ უოტერსი.
სექციების სია |
სიმღერების სია [რედაქტირება]
ფილმში შეტანილია შემდეგი სიმღერების შესრულება:
- Shine On You Crazy Diamond (უოტერსი/რაიტი/გილმორი)
- Signs of Life (გილმორი/ეზრინი)
- Learning to Fly (გილმორი/მური/ეზრინი/კერინი)
- Sorrow (გილმორი)
- The Dogs of War (გილმორი/მური)
- On the Turning Away (გილმორი/მური)
- One of These Days (გილმორი/მეისონი/უოტერსი/რაიტი)
- Time (მეისონი/უოტერსი/რაიტი/გილმორი)
- On the Run (გილმორი/უოტერსი)
- The Great Gig in the Sky (რაიტი)
- Wish You Were Here (უოტერსი/გილმორი)
- Us and Them (უოტერსი/რაიტი)
- Money (უოტერსი) მხოლოდ NTSC ვერსიებში
- Comfortably Numb (გილმორი/უოტერსი)
- One Slip (გილმორი/მანზანერა)
- Run Like Hell (გილმორი/უოტერსი)
- Shine On You Crazy Diamond (ტიტრები და ავტორობა) (უოტერსი/რაიტი/გილმორი)
შენიშვნა: ფილმი არ არის ოფიციალურად გამოცემული DVD დისკზე.
გამოცემები [რედაქტირება]
ფილმი გამოსულია ვიდეოკასეტებზე, PAL და NTSC ფორმატებში. იგი აგრეთვე გამოცემულია VIDEO CD (VCD) ფორმატში. ფილმის დასასრულს შესაძლებელია ჯგუფის იმ დროისათვის არსებული დისკოგრაფიის მიმოხილვა.
ბენდი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი - კლავიშები, ვოკალი
- ნიკ მეისონი - დასარტყამები
აგრეთვე
- ჯონ კერინი - კლავიშები, ვოკალი
- გაი პრეტი - ბასი, ვოკალი
- გერი უოლისი - პერკუსია
- ტიმ რენვიკი - გიტარა, ვოკალი
- სკოტ პეიჯი - საქსოფონი
- მარგარეტ ტეილორი - დამატებითი ვოკალი
- რეიჩელ ფიური - დამატებითი ვოკალი
- დურგა მაკბრუმი - დამატებითი ვოკალი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ფილმის მიმოხილვა
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ქართ)
- (ინგლისური) Delicate Sound of Thunder (ფილმი) — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).