Atom Heart Mother
ვიკიპედიიდან
| Atom Heart Mother | ||
| Atom Heart Mother | ||
| გამოცემის თარიღი | 10 ოქტომბერი, 1970 | |
| ჩაწერის თარიღი | მარტი - აგვისტო, 1970 | |
| ჟანრი | პროგრესიული როკი | |
| ხანგრძლივობა | 52.44 | |
| ლეიბლი/ები | EMI, Harvest records, Capitol | |
| პროდიუსერ(ებ)ი | პინკ ფლოიდი ნორმან სმიტი |
|
| ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი | ||
|---|---|---|
| Ummagumma (1969) |
Atom Heart Mother (1970) |
Relics (1971) |
| სხვა სურათები | ||
| ძროხები ალბომის ყდის უკანა მხარეს | ||
Atom Heart Mother (ინგ.: ატომგულის დედა) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის 1970 წლის სტუდიური ალბომი. მისი სახელწოდება, ატომგულის დედა, მომდინარეობს ალბომის პირველი მუსიკალური კომპოზიციიდან. ეს არის სასათაურო ნომერი, რომლის პირველი სახელწოდებაც იყო "The Amazing Pudding" (გამაოგნებელი პუდინგი).სიმღერის სახელწოდება რამდენიმეჯერ შეიცვალა, სანამ ერთ-ერთი კონცერტის წინ როჯერ უოტერსმა არ ჩაიხედა გაზეთში. იქ მან წაიკითხა სტატია ქალზე, რომელსაც ბირთვული კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ამან უბიძგა კომპოზიციისა და ალბომის მომავალი სახელწოდებისაკენ. ალბომი ჩაიწერეს "ები როუდის" სტუდიაში. ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, რომელიც მოხვდა 1 ადგილზე ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში.
ყდაზე გამოსახულია ძროხა, რომელიც დგას მინდორზე. ჯგუფის თხოვნით, დიზაინერმა სტორმ ტორგერსონმა შექმნა ყდა, რომელიც არ შეესაბამება თავად ალბომს. სტორმი, ენდი უორჰოლის ძროხებიანი კომპოზიციებით შთაგონებული, გაემგზავრა ქალაქგარეთ და გადაიღო პირველივე ძროხა, რომელიც გზად შეხვდა. მისი სახელი იყო ლულუბელა III. მოგვიანებით ჯგუფმა მის პატრონს გარკვეული თანხაც გადაუხადა, ძროხის ყდაზე გამოტანისათვის.
ალბომის პირველი და ბოლო კომპოზიცია ყველაზე ხანგრძლივია, "A Saucerful of Secrets"-ის კვალობაზე. Atom Heart Mother suite დაყოფილია ექვს ნაწილად და ორკესტრულია."Alan's Psychedelic Breakfast" აგებულია ჯგუფის ტექნიკური პერსონალის წევრის, ალან სტაილზის საუბარზე და მის სახლში ჩაწერილ ხმებზე.
ალბომში აგრეთვე შესულია: როჯერ უოტერსის რომანტიკული კომპოზიცია "If", რომელიც რამდენიმეჯერ შესრულდა მისი 1987 წლის სოლო ტურის დროს. მას მიჰყვება რიკ რაიტის "Summer '68", რომელიც მოგვითხრობს ერთდღიან ურთიერთობებზე უცნობ ქალთან. დევიდ გილმორის სოლო-ნომერია "Fat Old Sun", რომელშიც ავტორი ინგლისურ გაზაფხულს უმღერის.
[რედაქტირება] სიმღერები
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორი(ები) | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | "Atom Heart Mother"
|
დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, რონ გიზინი | 23:44 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორი(ები) | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | "If" | უოტერსი | 4:31 | ||||||
| 2. | "Summer '68" | რაიტი | 5:29 | ||||||
| 3. | "Fat Old Sun" | გილმორი | 5:24 | ||||||
| 4. | "Alan's Psychedelic Breakfast"
|
გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | 13:00 | ||||||
[რედაქტირება] ალბომზე მუშაობდნენ
- დევიდ გილმორი – ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები ("Fat Old Sun")
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, აკუსტიკური გიტარა ("If"), ხმის ეფექტები, ხმების კოლაჟი, ვოკალი ("If")
- რიკ რაიტი – კლავიშები, ფორტეპიანო, ორკესტრირება, ვოკალი ("Summer '68")
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია, ხმის მონტაჟი, ხმების კოლაჟი, დამატებითი ხმის ინჟინერი ("Alan's Psychedelic Breakfast")
[რედაქტირება] 2008 წლის ვერსია
2008 წლის 14 და 15 ივნისს რონ გიზინმა წარადგინა სუიტა ჩელსის ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე. მასში მონაწილეობდა იტალიური ჯგუფი Mun Floyd, რომელიც პინკ ფლოიდის სიმღერებს ასრულებს. აგრეთვე მონაწილეობდა 10 კაციანი სასულე საკრავების ორკესტრი და 40 კაციანი გუნდი, მარკ ფორკგენის ხელმძღვანელობით. 15 ივნისის კონცერტზე სპეციალური სტუმრის სახით გიტარაზე დაუკრა დევიდ გილმორმა.
|
||||||||||||||||||||||||||

