The Division Bell

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Division Bell
ალბომის "The Division Bell" ყდა
The Division Bell
გამოცემის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაწერის თარიღი 1993
ჟანრი პროგრესიული როკი
ხანგრძლივობა 66 წთ 32 წმ
ლეიბლი/ები EMI(ბრიტანეთი),
Columbia Records(აშშ)
პროდიუსერ(ებ)ი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
ქრონოლოგია: პინკ ფლოიდი
Shine On
(1992)
The Division Bell
(1994)
P•U•L•S•E
(1995)
კომპაქტ დისკი
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
ალბომის ყდა, კომპაქტ დისკი
აუდიო კასეტა
ალბომის ყდა, აუდიო კასეტა
ალბომის ყდა, აუდიო კასეტა

The Division Bell (ინგ. განმყოფი ზარი) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის დღეისათვის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წელს. იგი ჩაიწერა ჯგუფის გიტარისტ დევიდ გილმორის მოცურავე სტუდიაში ასტორია. ბრიტანეთში ალბომი მოხვდა რეიტინგების პირველ ადგილზე. მისი გამოსვლის დღეს ჯგუფმა გამართა დღეისათვის უკანასკნელი მსოფლიო ტური, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც აღბეჭდილია ფილმში P•U•L•S•E, ხოლო ტურის საუკეთესო ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში.

სექციების სია

[რედაქტირება] ალბომის ისტორია

სანამ ჯგუფში როჯერ უოტერსი იყო, დევიდ გილმორი ამტკიცებდა, რომ მუსიკა და ლირიკა გარკვეულ ბალანსშია ერთმანეთთან და ტექსტიც მუსიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ალბომის The Division Bell ატმოსფერო ამ მხრივ უფრო ორიენტირებული იყო ე.წ. სპეის როკზე, ჟღერდა უფრო მეტად როგორც Meddle და Obscured by Clouds. სიმღერების ტექსტები ეკუთვნის ჟურნალისტ პოლი სემსონს, რომელიც იმ პერიოდში დევიდ გილმორთან მეგობრობდა. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ.

ამ ალბომზე რიჩარდ რაიტი პირველად, 1973 წლის შემდეგ, ასრულებს მთავარ ვოკალს და პირველად, 1972 წლის შემდეგ აქვს საკუთარი სოლო-სიმღერა.

კომპოზიცია "Marooned" აღინიშნა "გრემის" ჯილდოთი, როგორც 1994 წლის საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიცია როკ მუსიკის ჟანრში. ეს დღემდე პინკ ფლოიდის ერთადერთი "გრემის" ჯილდოა - 2007 წელს მასზე წარდგენილი იყო დევიდ გილმორის კომპოზიცია "Castellorizon" (ალბომიდან "On an island"), მაგრამ მას ეს ჯილდო არ ერგო.

კომპანია EMI-ს ერთ-ერთი თანამშრომელი წლების განმავლობაში ჩნდებოდა ინტერნეტში სახელით Publius Enigma და ალბომთან დაკავშირებულ სხვადასხვა თავსატეხს აქვეყნებდა. ვინ იყო ეს ადამიანი - დღემდე უცნობია.

[რედაქტირება] ყდა

ყდა, ისევე როგორც პინკ ფლოიდის ალბომების ყდების უმრავლესობა, შესრულებულია სტორმ ტორგერსონის მიერ. მთავარ ფოტოსურათზე გამოსახულია ორი მექანიკური თავი, რომელიც ერთმანეთს აგრესიულად უყურებს. ისინი სპეციალურად გადაიღეს, კემბრიჯთან ახლოს, მინდორში, სადაც ფოტოსურათის რამდენიმე ვარიანტი დამზადდა. ამჟამად ეს თავები მოთავსებულია კლივლენდის როკ ენ როლის დიდების დარბაზში.

მთავარი ფოტოსურათი ვინილის ფირფიტაზე, კომპაქტ დისკზე და აუდიოკასეტაზე ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.

[რედაქტირება] სიმღერები

# სახელწოდება ავტორი(ები) ხანგრძლივობა
1. "Cluster One" (ინსტრუმენტული) გილმორი, რაიტი 5:58
2. "What Do You Want from Me"   გილმორი, რაიტი, სემსონი 4:21
3. "Poles Apart"   გილმორი, სემსონი, ნიკ ლერდ-კლოუზი 7:04
4. "Marooned" (ინსტრუმენტული) გილმორი, რაიტი 5:29
5. "A Great Day for Freedom"   გილმორი, სემსონი 4:17
6. "Wearing the Inside Out" (მთავარი ვოკალი: რიჩარდ რაიტი) რაიტი, მური 6:49
7. "Take It Back"   გილმორი, სემსონი, ლერდ-კლოუზი, ეზრინი 6:12
8. "Coming Back to Life"   გილმორი 6:19
9. "Keep Talking"   გილმორი, რაიტი, სემსონი 6:11
10. "Lost for Words"   გილმორი, სემსონი 5:14
11. "High Hopes"   გილმორი, სემსონი 8:32


ვინილის ფირფიტაზე ჩაწერილი ვერსიები განსხვავდება კომპაქტ დისკის ვერსიისგან იმით, რომ ოდნავ შემოკლებულია. ცვლილელები შეეხო სიმღერებს "Poles Apart", "Marooned", "Coming Back To Life", "'A Great Day for Freedom", "Wearing the Inside Out" და "High Hopes".

[რედაქტირება] სინგლები

  • "Take It Back" / "Astronomy Domine (საკონცერტო ვერსია)" / "Take It Back" (შემოკლებული ვერსია) - Columbia 38-77493; (1994)
  • "High Hopes (რადიო ვერსია)" / "Keep Talking (რადიო ვერსია)" / "One of These Days (საკონცერტო ვერსია)"; (1994)

[რედაქტირება] მუსიკოსები და თანაავტორები

[რედაქტირება] წარმატება

[რედაქტირება] ალბომი

წელი რეიტინგი პოზიცია
1994 ბრიტანული ალბომების სია 1
1994 აშშ ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი 1

[რედაქტირება] სინგლები

წელი სინგლი რეიტინგი პოზიცია
1994 "Keep Talking" აშშ მეინსტრიმული როკის სიმღერები 1
1994 "Take It Back" ბრიტანეთის სინგლების რეიტინგი 23
1994 "Take It Back" აშშ მეინსტრიმული როკის სიმღერები 4
1994 "Take It Back" აშშ ბილბორდის ცხელი 100-ეული 73
1994 "High Hopes" ბრიტანეთის სინგლების რეიტინგი 26
1994 "High Hopes" აშშ მეინსტრიმული როკის სიმღერები 7
1994 "Lost for Words" აშშ მეინსტრიმული როკის სიმღერები 21
1994 "What Do You Want from Me" აშშ მეინსტრიმული როკის სიმღერები 16
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/The_Division_Bell"-დან
პირადი ხელსაწყოები