When the Tigers Broke Free

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„When the Tigers Broke Free“
When the Tigers Broke Free ყდა
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
B-მხარე Bring the Boys Back Home (ფილმის ვერსია)
გამოსვლის თარიღი 26 ივლისი, 1982
ფორმატი 7"
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი, 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:17
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Comfortably Numb
(1980)
When the Tigers Broke Free
(1982)
Not Now John
(1983)
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

When the Tigers Broke Free (ქართ. როდესაც ვეფხვები გაიქცნენ) — ჯგუფ პინკ ფლოიდის 1982 წლის სიმღერა და სინგლი. მასში მოთხრობილია როჯერ უოტერსის[1][2] მამის, ერიკ ფლეტჩერ უოტერსის დაღუპვა მეორე მსოფლიო ომში[3]. სიმღერა ჩაიწერა იმავე პერიოდში, რომელშიც ალბომი The Wall, მაგრამ შეტანილი იქნა მხოლოდ ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ და გამოიცა მხოლოდ სინგლის სახით. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით იგი შეტანილი იქნა რამდენიმე კრებულში და ალბომის The Final Cut 2004 წლის გამოცემაშიც.

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერა დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში საუბარია იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ანზიოს ხიდის აღების ოპერაცია. მეორე ნაწილში პინკი, ჯერ კიდევ მოზარდი ბიჭუნა, მამის სამხედრო ფორმას იზომავს, ხოლო ტექსტი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა მან ინგლისის მეფის წერილი დედის სახელზე, სადაც იგი მწუხარებას გამოთქვამს მისი მეუღლის დაღუპვასთან დაკავშირებით. სიმღერის უკანასკნელ სტრიქონში უოტერსი ღიად განაცხადებს, რომ სწორედ ასე წაართვა მას მამა უმაღლესმა მთავარსარდლობამ. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ პერსონაჟ პინკის პიროვნებამ ნგრევა დაიწყო ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც მას მამა დაეღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Blake, Mark (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd. Cambridge, Massachusetts: Da Capo Press, გვ. 13–14, 291. ISBN 978-0-306-81752-6.