The Wall – Live in Berlin
| The Wall Live in Berlin | ||
| The Wall Live in Berlin | ||
| გამოცემის თარიღი | 10 სექტემბერი 1990 23 ივნისი 2003 (ხელახალი გამოცემა) |
|
| ჩაწერის თარიღი | 21 ივლისი, 1990 | |
| ჟანრი | როკ-მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 110:19 | |
| ლეიბლი | Mercury Records | |
| პროდიუსერი | ნიკ გრიფითსი, როჯერ უოტერსი | |
| ქრონოლოგია: როჯერ უოტერსი | ||
|---|---|---|
| Radio K.A.O.S. (1987) |
The Wall Live in Berlin (1990) |
Amused to Death (1992) |
| დამატებითი გარეკანი | ||
ალბომის ყდა, 2003 წლის გამოცემა SACD დისკზე
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
The Wall Live in Berlin — როჯერ უოტერსის ცოცხალი ალბომი და ფილმი, რომელშიც შეტანილია 1990 წლის 21 ივლისის ბერლინის კონცერტის ჩანაწერი. კონცერტი გაიმართა პოტსდამის მოედანზე, სადაც 1945 წელს თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა. კონცერტი მიეძღვნა ბერლინის კედლის დანგრევას, ცივი ომის დასასრულს და მიზნად ისახავდა მსოფლიო ომში დაზარალებული ადამიანებისათვის ფულადი თანხების შეგროვებას.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
კონცერტი დაიდგა მთლიანად უოტერსის ხარჯებით. დაიწყო იმით, რომ 1989 წელს ერთ-ერთ რადიოინტერვიუში როჯერს ჰკითხეს, ჩაატარებდა თუ არა იგი ”კედლის” კიდევ ერთ წარმოდგენას. პასუხი იყო ასეთი: „კი, თუკი ნამდვილი კედელი დაინგრევა“. რამდენიმე თვის შემდეგ კედელი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა, დაინგრა.
შოუს დაესწრო 350.000 ადამიანი. 52 ქვეყანა კონცერტს პირდაპირ ტელეეთერში გადასცემდა.
თავდაპირველად უოტერსს სურდა სხვა ცნობილი მუსიკოსების მოწვევა, რომელთა შორის იქნებოდნენ პიტერ გებრიელი, როდ სტიუარტი, ჯო კოკერი, ბრიუს სპრინგსტინი და ერიკ კლეპტონი. მაგრამ ყველამ უარი თქვა ამ ინიციატივაზე (მიუხედავად კონცერტის საქველმოქმედო ხასიათისა). 1989 წლის ინტერვიუში როჯერი აღნიშნავდა - ”მე დევიდსაც (გილმორს) კი მივცემდი დაკვრის საშუალებას”. დევიდ გილმორმა ასეთი პასუხი გასცა ამ განცხადებას - ”ჩვენ მოგვცეს ამის უფლება, მაგრამ ჯერ არ დაგვეკონტაქტნენ”. თუმცა, უოტერსმა საერთოდ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არ ჰქონია პინკ ფლოიდის დარჩენილ ნაწილთან არავითარი კავშირი.
საბოლოოდ კონცერტში მონაწილეობაზე დათანხმდნენ უტე ლემპერი, ჰუტერსი, ვენ მორისონი, შინედ ო'კონორი, სინდი ლოუპერი, მერიან ფეითფული, ჯგუფი სკორპიონსი, ჯონი მიტჩელი, მსახიობი ჯერი ჰოლი, პოლ კერაკი, ტიმ კერი, ტომას დოლბი და ბრაიან ადამსი.
სიმღერების შესრულება განსხვავდება პინკ ფლოიდის ალბომისგან The Wall. პირველ რიგში, სიმღერებში Mother და Another Brick in the Wall (ნაწილი II) გიტარის უფრო ვრცელი სოლოების მოსმენაა შესაძლებელი. Comfortably Numb-ში სრულდება ორმაგი, ხანგრძლივი სოლო გიტარაზე. არ სრულდება The Show Must Go On. პროგრამაში შეტანილია The Last Few Bricks, რომელიც სრულდებოდა პინკ ფლოიდის 1980-1981 წლის კონცერტებზე. სასამართლოს სცენის (The Trial) დროს სხვადასხვა მსახიობი და მუსიკოსი თავად ასრულებს მოქმედი პირების როლებს.
The Wall: Live in Berlin გამოიცა ორმაგი აუდიოდისკისა და ფილმის სახით. DVD ვერსია გამოიცემოდა სხვადასხვა წლებში, დამატებითი ვიდეომასალის თანხლებით.
სიმღერების სია[რედაქტირება]
- დისკი 1
- In the Flesh? - 4:06
- The Thin Ice - 3:08
- უტე ლემპერი და როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Another Brick in the Wall (Part 1) - 3:38
- როჯერ უოტერსი ; სოლო საქსოფონზე - გართ ჰადსონი
- The Happiest Days of Our Lives - 1:20
- Another Brick in the Wall (Part 2) - 6:26
- სინდი ლოუპერი; სოლო გიტარაზე - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი, სოლო სინთეზატორზე - ტომას დოლბი
- Mother - 6:37
- შინედ ო’კონორი და The Band; აკორდეონი - გართ ჰადსონი, ვოკალი - რიკ დანკო და ლევონ ჰელმი; აკუსტიკური ინსტრუმენტები - The Hooters.
- Goodbye Blue Sky - 3:52
- ჯონი მიტჩელი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი ; ფლეიტა - ჯეიმზ გელუეი
- Empty Spaces/What Shall We Do Now? - 3:47
- ბრაიან ადამსი და როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Young Lust - 6:08
- ბრაიან ადამსი, სოლო გიტარაზე - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი
- Oh My God - What a Fabulous Room - 1:38
- ჯერი ჰოლი (სიმღერის One of My Turns შესავალი)
- One Of My Turns - 2:44
- Don't Leave Me Now - 5:11
- Another Brick in the Wall (Part 3) / The Last Few Bricks - 3:24
- როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Goodbye Cruel World - 1:37
- დისკი 2
- Hey You - 5:02
- Is There Anybody Out There? - 3:01
- ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი; კლასიკური გიტარები - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი
- Nobody Home - 4:45
- როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, სოლო გიტარაზე - სნოუი უაიტი
- Vera - 1:11
- როჯერ უოტერსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Bring The Boys Back Home - 2:40
- ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი და გერმანიაში საბჭოთა არმიის ძალები
- Comfortably Numb - 8:02
- ვენ მორისონი, როჯერ უოტერსი და The Band და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, სოლო გიტარაზე - რიკ დი-ფონზო და სნოუი უაიტი
- In the Flesh - 5:10
- როჯერ უოტერსი , სკორპიონსი , ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Run Like Hell - 4:51
- Waiting For The Worms - 4:09
- როჯერ უოტერსი , სკორპიონსი და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
- Stop - 0:23
- The Trial - 5:52
- ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი.
- პერსონაჟებს განასახიერებენ:
- ტიმ კერი - ბრალმდებელი
- ტომას დოლბი - მასწავლებელი
- უტე ლემპერი - ცოლი
- მერიან ფეითფული - დედა
- ალბერტ ფინი - მოსამართლე
- The Tide is Turning (After Live Aid) - 7:21
- ყველა შემსრულებელი (მთავარი ვოკალი - როჯერ უოტერსი , ჯონი მიტჩელი, სინდი ლოუპერი, ბრაიან ადამსი, ვენ მორისონი და პოლ კერაკი.) და ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||