Embryo (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Embryo“
სიმღერა, შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი Picnic - A Breath of Fresh Air
გამოსვლის თარიღი მაისი 1970
ჩაიწერა ნოემბერი 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:39
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი

Embryo (ასევე ცნობილი, როგორც The Embryo) — პინკ ფლოიდის სიმღერა.[1][2] იგი სრულდებოდა ჯგუფის მიერ, 1970-1971 წლების კონცერტებზე, მაგრამ მის სტუდიურ ალბომებში არასოდეს შესულა. ერთადერთი ცნობილი სტუდიური ვერსია შეტანილია ჯგუფის კრებულში Works და ლეიბლის Harvest Records მიერ 1970 წელს გამოცემულ კრებულში Picnic - A Breath of Fresh Air.

საკონცერტო შესრულებისას კომპოზიციას, როგორც წესი, იმპროვიზაციული ნაწილის მსვლელობისას ახლდა ბავშვების სიცილი და სხვადასხვა სტერეოეფექტი, რომელსაც რიკ რაიტის ინსტრუმენტები გამოსცდემდნენ. ცოცხალი შესრულება 25 წუთამდეც გრძელდებოდა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.