Not Now John

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Not Now John“
Not Now John გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Final Cut
B-მხარე The Hero's Return (ნაწილები 1 და 2)
გამოსვლის თარიღი 3 მაისი 1983
ჩაიწერა 1982 ივლისი-დეკემბერი
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 5:02
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
When the Tigers Broke Free
(1982)
Not Now John
(1983)
Learning to Fly
(1987)

Not Now John (ქართ. ჯონ, ახლა არა) — სიმღერა პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომიდან The Final Cut[1][2] . ის ერთადერთი სიმღერაა ალბომზე, რომელშიც ძირითად ვოკალს დევიდ გილმორი ასრულებს და მთელ სიმღერას როჯერ უოტერსი არ მღერის. ის გამოიცა სინგლის სახით. ვიდეოში ნაჩვენებია იაპონელი ბავშვი, რომელიც დადის ქარხანაში. მას გზაზე ხვდებიან გოგონა გამოძახებით, მუშები, რომლებიც კარტს თამაშობენ, გეიშები. ის ეძებს ჯარისკაცს, სანამ დიდი სიმაღლიდან გადმოვარდება. დაცემულ ბავშვს პოულობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (მას თამაშობს ალექს მაკ-ევოი, რომელიც ასრულებს მასწავლებლის როლს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“).

მნიშვნელობა[რედაქტირება]

როჯერ უოტერსის მიერ დაწერილი ტექსტი ეხება ბევრ თემას, რომლებსაც ის განიხილავს ალბომის სხვა სიმღერებში. მათ შორის არის ომი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის კრიტიკა, ისევე როგორც სიხარბისა და კორუფციის ზოგადი კრიტიკა.

კომპოზიცია[რედაქტირება]

სიმღერა სიგრძით მესამეა ალბომზე, მისი ხანგრძლივობაა 5 წუთი და 2 წამი. ვოკალს ინაწილებენ გილმორი და უოტერსი, ისევე როგორც სიმღერაში Comfortably Numb ალბომიდან The Wall.წარმოადგენენ განსხვავებულ ”პერსონაჟებს” თუ შეხედულებებს - გილმორი არის უვიცი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უოტერსი კი - ინტელექტუალი, მსოფლიოს უბედურებათა გონიერი დამკვირვებელი. თუმცა, სიმღერის დასასრულისკენ, უოტერსი მღერის გილმორის პერსონაჟთან დაკავშირებულ სტროფებს.

სინგლი[რედაქტირება]

Not Now John გამოიცა სინგლის სახით 1983 წლის 3 მაისს. ფრაზა fuck all that შეიცვალა stuff all that-ით. B-მხარეზე შევიდა სიმღერა The Hero's Return, რომელსაც დაემატა ერთი სტროფი. სინგლმა დაიკავა მეშვიდე ადგილი მეინსტრიმული როკ სიმღერების ჩარტში.

  1. Not Now John - 4:56
  2. The Hero's Return, Parts I and II - 2:32

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 978-1-84195-551-3. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 978-0-7119-4301-8. 
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Not_Now_John&oldid=2744861“-დან