In the Flesh?
| In the Flesh? | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი | ||||
| ალბომი | The Wall | |||
| გამოიცა | 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) |
|||
| ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | |||
| ჟანრი | პროგრესული როკი, ჰარდ როკი | |||
| ენა | ინგლისური | |||
| ხანგრძლივობა | 3:19 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |||
| ავტორი | როჯერ უოტერსი | |||
| პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |||
| The Wall სიმღერების სია | ||||
|
||||
In the Flesh? (სამუშაო სახელწოდება - The Show) — ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი სიმღერა ალბომის The Wall პირველი დისკიდან.
სიმღერის სახელწოდებას პირდაპირი კავშირი აქვს ჯგუფის 1977 წლის საკონცერტო ტურნეს In the Flesh სახელთან, რომელზეც როჯერ უოტერსმა, ჯგუფის ლიდერმა და სიმღერების ავტორმა იგრძნო ბარიერი მსმენელებსა და მუსიკოსებს შორის. ამ პერიოდში ჯგუფმა, მისივე თქმით, დაკარგა თავისი რეალური სახე და იქცა მხოლოდ ჯგუფის იმიტირებად. აკორდების ძირითადი თანმიმდევრობა აღებულია მელოდიიდან, რომელიც მეორდება უოტერსის სოლო ალბომზე The Pros and Cons of Hitch Hiking.
სექციების სია |
კომპოზიცია [რედაქტირება]
სიმღერა მეტად დინამიურია. პირველი 15 წამის მანძილზე ჟღერს მელოდია ალბომის ბოლო სიმღერიდან „Outside the Wall“ (რათა შეიქმნას ციკლის შეგრძნება, რომელსაც უოტერსი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს). პირველი ფრაზა, რომელიც სიმღერაში ჟღერს, არის უოტერსის გამოთქმა „... we came in?“ (მოვედით?), რომელიც ლოგიკას იძენს, როგორც კი ვუერთებთ სიმღერის „Outside the Wall“ ბოლო ფრაზას „isn't this where ...“ (ნუთუ აქ არ...).
შემდეგ სიმღერა უფრო უხეშ ხასიათს იძენს და ფინალს ქმნის ბომბდამშენის ხმა და ბავშვის ტირილი. მოსდევს ალბომის მეორე სიმღერა „The Thin Ice“.
სიუჟეტი [რედაქტირება]
ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერებში, აქაც საუბარია მთავარ გმირზე, პინკზე. სიმღერა აღნიშნავს შოუს დასაწყისს და პინკი გვიხსნის, რომ იგი მოგვითხრობს კედლის აშენების ისტორიას. იგი განმარტავს, რომ მიუხედავად თავისი იერისა, ცივი თვალების მიღმა განსხვავებულ სახეს ატარებს. ბომბდამშენის ხმოვანი ეფექტით ჩვენ ნაწილობრივ მოგვანიშნებენ, რომ ომში ვიღაც იღუპება, თუმცა ალან პარკერის ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ნათლად ჩანს, რომ ეს პინკის მამაა. ბავშვის ტირილი მიგვანიშნებს იმაზე, რომ, შესაძლოა, პინკი სწორედ იმ წამს დაიბადა.
ცოცხალი გამოსვლები [რედაქტირება]
მიუხედავად იმისა, რომ პინკ ფლოიდის წევრები ამ სიმღერის შესრულებისას უკვე იმყოფებოდნენ კულისებში, სცენაზე გამოდიოდა ე.წ. „სუროგატული ჯგუფი“ (რომელიც ასევე არის ნახსენები სიმღერის მეორე ნაწილში, რომელიც მეორე დისკზეა წარმოდგენილი). თუმცა, უოტერსი ასრულებდა საკუთარ ვოკალურ პარტიას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||