The Pink Floyd and Syd Barrett Story
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| The Pink Floyd and Syd Barrett Story | |
|---|---|
| რეჟისორი | ჯონ ეჯინტონი |
| პროდიუსერი | ჯონ ეჯინტონი (Otmoor Productions) |
| დისტრიბუტორი | Universal Home Video |
| გამოსვლის თარიღი | 24 მარტი 2003 (ბრიტანეთი) 24 ნოემბერი 2001 (ბრიტანეთი, ტელევერსია) |
| ხანგრძლივობა | 60 წთ. |
The Pink Floyd and Syd Barrett Story (ინგლ. პინკ ფლოიდისა და სიდ ბარეტის ისტორია) — 2001 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გამოვიდა 2003 წელს DVD დისკის სახით. ფილმი მოგვითხრობს სიდ ბარეტის და პინკ ფლოიდის ისტორიას. იგი პირველად გავიდა ტელეეთერში სახელწოდებით Syd Barrett: Crazy Diamond. მასში შეტანილია ინტერვიუები პინკ ფლოიდის დანარჩენ ოთხ წევრთან, მის ყოფილ წევრთან - ბობ კლოუზთან და ყოფილ მენეჯერთან, პიტერ ჯენერთან. 2006 წლის გამოცემის DVD დისკში შეტანილია სრული ინტერვიუები, მონტაჟის გარეშე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ქართ)
- (ინგლისური) The Pink Floyd and Syd Barrett Story — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- (ინგლისური) Syd Barrett: Crazy Diamond (2001) — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).