It Would Be So Nice

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„It Would Be So Nice“
It Would Be So Nice ყდა
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Early Singles
B-მხარე Julia Dream
გამოსვლის თარიღი 12 აპრილი, 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი[1]
ხანგრძლივობა 3:08
ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Apples and Oranges
(1967)
It Would Be So Nice
(1968)
Let There Be More Light
(1968)
Relics სიმღერების სია

It Would Be So Nice (ინგლ. რა კარგი იქნებოდა) — რიჩარდ რაიტის მიერ დაწერილი ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[2][3]. ის გამოიცა, როგორც ჯგუფის მეოთხე სინგლი. სიმღერა არ შეიტანეს 1971 წლის კებულში Relics და 1992 წელს The Early Singles-ის გამოცემამდე მისი მოსმენა შესაძლებელი იყო მხოლოდ კრებულში Masters of Rock. სინგლის B-მხარეზე ჩაწერილი „Julia Dream“, რომელიც დაწერა ჯგუფის ბასისტმა როჯერ უოტერსმა, ასევე შევიდა The Early Singles-ში. სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა.

ორი ვერსია[რედაქტირება]

1968 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიის მიხედვით, არსებობს სინგლის ორი ვერსია, ოდნავ განსხვავებული ტექსტით. ავტორის თქმით, პირველ ვარიანტში ნახსენები იყო ბრიტანული გაზეთი Evening Standard. ამის გამო სიმღერა BBC-მ დაიწუნა მკაცრი ანტი-სარეკლამო პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავდა ნებისმიერი პროდუქტის დასახელებას. ჯგუფი იძულებული გახდა ჩაეწერა სპეციალური ვერსია BBC-სთვის, რომელშიც გაზეთის სახელწოდება შეცვლილი იყო Daily Standard-ით (არარსებული გაზეთის სახელწოდებით). მხოლოდ ეს ვერსია გამოიცა გრამფირფიტებზე და კომპაქტ-დისკებზე. ცნობილი არ არის, რამდენი დისკი არსებობს, რომელზეც Evening Standard არის ნახსენები, ან საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი.

ციტატები[რედაქტირება]

წიგნში The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece ჯონ ჰარისი წერს სიმღერის შესახებ:

პირველი ჩანაწერი, რომელიც პინკ ფლოიდმა გამოუშვა სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ, იყო რიკ რაიტის თითქმის აუტანლად ახირებული ”It Would Be So Nice”, სინგლი, რომელიც არასერიოზულმა მელოდიამ აქცია უმნიშვნელო მოვლენად, რომელმაც ვერ შეძლო ბრიტანული ჩარტების შეწუხება. როგორც როჯერ უოტერსი მოგვიანებით იხსენებს, ”ის არავის მოუსმენია, იმიტომ რომ ასეთი საზიზღარი ჩანაწერი იყო”. უოტერსის კომპოზიციური მცდელობები უფრო იმედის მომცემი იყო. ”Julia Dream”, სინგლის B-მხარე, აჩვენებდა იმავე პრობლემას: მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს აშკარად უნდოდა სიდ ბარეტის ესთეტიკის შენარჩუნება, მათი მცდელობები უიმედოდ არასერიოზული იყო.[1]

ნიკ მეისონმა კიდევ უფრო ხმამაღლა გამოთქვა თავისი ანტიპატია ამ სიმღერისადმი, მან თქვა რომ იგი ძალიან საშინელია.

ქავერ ვერსიები[რედაქტირება]

სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილია Captain Sensible-ის მეორე სოლო ალბომში The Power of Love.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Harris, John (2006). The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece. Harper Perennial. ISBN 0-00-723229-2. 
  2. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.