ბობ კლოუზი
ვიკიპედიიდან
| ბობ კლოუზი | ||
|---|---|---|
ბობ კლოუზი, დევიდ გილმორის სტუდიაში
|
||
| ბიო | ||
| ნამდვილი სახელი | რადო რობერტ კლოუზი | |
| დაიბადა | კემნრიჯი, კემბსი, 1944 წელი | |
| ჟანრი/ები | ჯაზი | |
| საქმიანობა/ები | მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტი/ები | გიტარა | |
| აქტიური | 1964 - დღემდე | |
რადო ბობ კლოუზი (დ. 1944) არის ინგლისელი მუსიკოსი და ფოტოგრაფი. იგი იყო ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, თუმცა დატოვა იგი პირველი სინგლის "Arnold Layne" ჩაწერის შემდეგ.
[რედაქტირება] Abdabs
ჯგუფი "The Abdabs" (ასევე ცნობილია, როგორც "The Screaming Abdabs") იყო როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის, ნიკ მეისონის, კლაივ მეტკალფის, კიტ ნობლისა და ჯულიეტ გეილის ჯგუფი. ამ ჯგუფს, მეტკალფის, ნობლისა და გეილის წასვლის შემდეგ შეუერთდნენ სიდ ბარეტი და ბობ კლოუზი. იმ პერიოდში ახალმა კოლექტივმა, სიდ ბარეტის შემოთავაზებით, დაირქვა "The Pink Floyd Sound".
კლოუზი უფრო მეტად იყო დაინტერესებული ჯაზითა და ბლუზით, ამიტომაც მან დატოვა ჯგუფი და არქიტექტურის შესწავლა განაგრძო.
[რედაქტირება] უკანასკნელი წლები
ცნობილია, რომ სწორედ კლოუზმა დაუკრა ჯგუფის პირველ ჩანაწერებზე "Lucy Leave/"I'm a King Bee".
2006 წელს კლოუზმა დაუკრა დევიდ გილმორის მესამე სოლო ალბომზე "On An Island".
2007 წელს მან მიიღო მონაწილეობა “ბიბისის” მომზადებულ რადიოგადაცემაში “Days In The Life”, რომელიც მიეძღვნა პინკ ფლოიდის 40 წლის იუბილეს. გადაცემის პირველ ნაწილში მან ისაუბრა სიდ ბარეტთან თანამშრომლობის პერიოდზე.

