Money (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Money“
Money გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
B-მხარე Any Colour You Like
გამოსვლის თარიღი 7 მაისი, 1973
ფორმატი 7"
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973, ები-როუდის სტუდიები
ჟანრი პროგრესული როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 3:59 (სინგლის ვერსია)
6:22 (ალბომის ვერსია)
ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
Free Four
(1972)
Money
(1973)
Us and Them/Time
(1973)
The Dark Side of the Moon სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია
ალტერნატიული გარეკანი
სინგლის 2003 წლის გამოცემის ყდა
სინგლის 2003 წლის გამოცემის ყდა
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Money (ინგლ. ფული) — მეექვსე კომპოზიცია[1] ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon. ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომიდან, რომელიც მოხვდა ამერიკული ჩარტების ტოპ 20-ში. ორიგინალ გრამფირფიტაზე Money-თ იწყებოდა ალბომის მეორე მხარე. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.

Money ცნობილია სიმღერის დასაწყისში გამოყენებული მონეტების ჩხრიალის და სალაროს აპარატის ხმით, რომელიც სპეციალურად ალბომისთვის ჩაიწერა.

ისტორია[რედაქტირება]

სიმღერას აქვს უჩვეულო თვლა - 7/8.[2] თავდაპირველად მისი რიტმი იყო 7/4[3][4][5].

სიმღერის დემო ჩანაწერები, რომლებიც შეიცავდნენ ზოგიერთ ხმის ეფექტს, ჩაიწერა როჯერ უოტერსის სტუდიაში, რომელიც მის ეზოში მდებარეობდა. სიმღერის ავტორად მხოლოდ უოტერსია დასახელებული, რადგან მან დაწერა ძირითადი მუსიკა და მთელი ტექსტი, მაგრამ ის მთელი ჯგუფის ძალისხმევის შედეგია. ინსტრუმენტული ჯემი ერთობლივი მუშაობის შედეგია, გილმორი თვალყურს ადევნებდა როგორც საკუთარ სამუშაოს გიტარასა და ვოკალზე, ისე ტაქტის ცვლილებას, ხოლო რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი იმპროვიზირებდნენ. მოწვეულმა მუსიკოსმა დიკ პერიმ შექმნა სოლო ტენორ საქსოფონზე, რომელიც წინ უძღვის გიტარის სოლოს. გილმორის წვლილი შესამჩნევია ფინალურ მიქსშიც, რომელიც შეიცავს კონტრასტულ ”სველ” სექციებს, ექოს და დაყოვნების ეფექტებით და ”მშრალ” სექციებს. გიტარის სოლოს ფინალურ ნაწილში, მაღალი ნოტების მისაღებად, გილმორი უკრავდა Lewis-ის სპეციალურ გიტარაზე, რომელსაც მთელი ორი ოქტავა ჰქონდა.

სიმღერას ასრულებდნენ ჯგუფის ყველა კონცერტზე 1972-1975 წლებში. შემდეგ ის რეგულარულად სრულდებოდა ბისზე 1977 წლის ტურნეზე. ჯგუფი აგრეთვე ასრულებდა მას A Momentary Lapse of Reason-ისა და The Division Bell-ის ტურნეებზე 1987-1990 და 1994 წლებში. ასევე სიმღერა სრულდებოდა დევიდ გილმორის 1984 წლის ამერიკულ ტურნეზე გახანგრძლივებული სახით (12 წუთამდე) და როჯერ უოტერსის სოლო ტურნეებზე.

Money ხელახლა ჩაიწერა ჯგუფის 1981 წლის კრებულისთვის A Collection of Great Dance Songs, რადგან Capitol Records–მა არ მისცა Columbia Records-ს ლიცენზია. ახალ ჩანაწერში გილმორი ასრულებდა ვოკალურ პარტიას და თვითონვე უკრავდა დასარტყამებზე, გიტარაზე, კლავიშებსა და ბას გიტარაზე. ის ასევე იყო სიმღერის პროდიუსერი ჯეიმზ გათრისთან ერთად.

სიმღერა შესრულდა პინკ ფლოიდის გაერთიანებაზე Live 8-ზე . იგი ასევე სრულდება როჯერ უოტერსის 1999-2008 წლების საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას.

სიმღერების სია[რედაქტირება]

7 სინგლი, საფრანგეთი Harvest Records (2C 006-05368)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Money   3:59
2. Any Colour You Like   3:11
7 სინგლი, აშშ, Harvest Records (3609)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Money   3:59
2. Any Colour You Like   3:11
კომპაქტ დისკი, 1993, ევროპა, EMI (MONEY 1)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Money   4:02
კომპაქტ დისკი, 2003, აშშ, Capitol Records (CA 4280)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Money   6:55
  • 1993 წლის კომპაქტ-დისკის ვერსია გამოიცა ალბომის The Dark Side of the Moon ციფრული რემასტერინგის სარეკლამო მიზნით.
  • 2003 წლის კომპაქტ-დისკის ვერსია გამოიცა ალბომის The Dark Side of the Moon 2003 წლის SACD ვერსიის სარეკლამო მიზნით.

ქავერები[რედაქტირება]

ფაქტები[რედაქტირება]

  • ამერიკული პრომო სინგლი შემოკლებულია 3 წუთამდე და ცენზურის გამო ამოჭრილია სიტყვა shit.
  • ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სიმღერაში The Happiest Days of Our Lives მოკლე პაუზის დროს, არის საკლასო ოთახის სცენა, სადაც მასწავლებელი მასხრად იგდებს ლექსს, რომელსაც პინკი წერს. სიტყვები, რომლებსაც მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს, არის Money-ს ტექსტიდან.
  • Milli Vanilli-ს სიმღერაში Money გამოყენებულია საკასო აპარატის ხმები სიმღერის დასაწყისიდან, ამ ორ სიმღერას სხვა მხრივ საერთო არაფერი აქვს.

ჩარტები[რედაქტირება]

ჩარტი (1973) პოზიცია
United States Billboard Hot 100
13

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სიმღერის ნომერი დამოკიდებულია ალბომის გამოცემაზე. ზოგ გამოცემაში გაერთიანებულია კომპოზიციები Speak to Me და Breathe.
  2. Classic Albums: Pink Floyd - The Making of The Dark Side of the Moon (DVD), 2003.
  3. Pink Floyd's Dark Side of the Moon. utopia.knoware.nl. წაკითხვის თარიღი: 9 August 2011.
  4. Guitar World, February 1993. Retrieved from Pink Floyd Online on 3 November 2008.
  5. David Hodge, "Play in a Different Time". Play Guitar Magazine, No. 12, Spring 2007. Retrieved on 3 November 2008.