Mother (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Mother“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest / Capitol
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

Mother“ — მეექვსე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის [1][2] ალბომზე The Wall (1979). მისი ავტორია როჯერ უოტერსი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ავტორის თქმით, სიმღერაში საუბარია მშობლების მიერ შვილების ცხოვრების კონტროლზე.[3] როჯერი ამბობდა, რომ ეს დედა არავითარ კავშირში არ იყო მის საკუთართან:

დედა ერთ რამეში შეიძლება დავადანაშაულოთ - ზოგიერთი საკუთარ შვილს ზედმეტად იცავს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასე არის. ეს არ არის ჩემი დედის სახე, თუმცა, რამდენიმე რამ შეიძლება მასაც მივაწეროთ, ისევე, როგორც სხვების დედებს. სასაცილა, რომ ბევრმა იცის და სინამდვილეში ასეა - ქალბატონმა, რომელმაც ალბომი მოისმინა, დამირეკა და მითხრა, რომ მოეწონა. ამ სიმღერის მოსმენისას თავი დამნაშავედ იგრძნო, თავად კი სამი შვილი ჰყავს. ვერ ვიტყოდი, რომ იგი ბავშვებს განსაკუთრებით იცავდა. დამაინტერესა, რომ ამ ქალბატონამდე, რომელიც ჩემი ასაკის იყო, ამ ყველაფერმა მიაღწია. მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა შედიოდა ჯგუფის 1980-1981 წლების პროგრამაში და უოტერსის სოლო-გამოსვლებში (ამ დროს სცენაზე ჩნდებოდა დედის მარიონეტი), ხოლო ოდნავ სახეცვლილი ვერსია ჩაიწერა ფილმისთვის (ამ ვერსიაში საბოლოო სტრიქონია „Mother, am I really dying?“).

უოტერსის 1999-2002/2006-2008 წლების ტურნეებში სიმღერა სრულდებოდა ბეკვოკალისტების დახმარებით. 2010-2013 წლებში როჯერ უოტერსი ამ სიმღერის შესრულებისას იყენებდა ერლს კორტის (1980-1981) კადრების ნაწყვეტებს და ამ ნომერს „საკუთარ თავთან ერთად“ მღეროდა, ორ ხმაში. აგრეთვე 2010-2013 წლებში ფრაზის „ვენდო მთავრობას“ (რასაც მქუხარე ოვაციები მოჰყვებოდა) შემდეგ კედელზე ჩნდებოდა წარწერა „No fucking way“ - ხოლმე თარგმნილი სხვა ენებზე, გამომდინარე იმ ქვეყნიდან, სადაც კონცერტი ტარდებოდა. 2016 წელს სიმღერა მოხვდა როჯერის ამერიკული კონცერტების სერიის პროგრამაშიც.

უოტერსის 1990 წლის კონცერტზე The Wall Live in Berlin სიმღერა შეასრულა შინეიდ ო’კონორმა. გამოსვლისას მას საკუთარი ტექსტი დაავიწყდა და ვიდეოჩანაწერში შეტანილია მისი ვოკალური პარტია წინა დღის რეპეტიციებიდან.

ფილმის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ჟღერს სიმღერის განსხვავებული ვერსია, რომელსაც ნახევრად აკლია დასარტყმელი საკრავებს და ახლავს თითქმის ემბიენტური მუსიკალური ფონი, თუმცა ტრადიციული ვერსია, ცნობილი ალბომიდან, მას მოგვიანებით უერთდება, იმ კადრების დროს, როდესაც ნაჩვენებია პინკის (ბობ გელდოფი) ქორწილი. საგულისხმოა, რომ ამ სცენაში ერთ-ერთ მეჯვარეს ასრულებს თავად როჯერი, რომელსაც თავდაპირველად პინკის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ მისი შესრულებით რეჟისორი უკმაყოფილო იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Mother by Pink Floyd. Songfacts,com. ციტირების თარიღი: 3 February 2010.