High Hopes (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„High Hopes“
High Hopes გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
B-მხარე „Keep Talking“ (შემოკლებული) / „One of These Days“ (ცოცხალი)
გამოსვლის თარიღი 17 ოქტომბერი, 1994
ფორმატი 7", 12", CD
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:32 (ალბომის ვერსია)
5:16 (სინგლის ვერსია)
6:59 (Echoes: The Best of Pink Floyd)
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
სიმღერის ავტორი დევიდ გილმორი (მუსიკა, ტექსტი) და პოლი სემსონი (ტექსტი)
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ბობ ეზრინი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
„Take It Back“
(1994)
High Hopes
(1994)
„Wish You Were Here EP“
(1995)
The Division Bell სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

High Hopes — ინგლისურ ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით 1994 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში The Division Bell.

იდეა[რედაქტირება]

სიმღერა აღსანიშნავია პინკ ფლოიდის წარსულზე ორიენტირებული ტექსტებით[1], რაც მას უფრო ავტობიოგრაფიული ნამუშევრების რიგში აყენებს. სიმღერაში ნახსენებია განმყოფი ზარი, რომელსაც ძალიან იშვიათად რეკავენ ინგლისის პარლამენტში. იგი ალბომის სახელწოდებისათვის შეარჩია მწერალმა დუგლას ადამსმა, რომელიც გილმორის მეგობარი იყო.

სიმღერა იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის. ამასთან, დაირღვა პინკ ფლოიდის მრავალწლიანი ტრადიცია და სიმღერის ფინალისათვის ჩაიწერა მენეჯერ სტივ ო’რურკის სატელეფონო საუბარი გილმორის მეგობარ პოლი სემსონის (შემდგომში - გილმორის მეუღლის) შვილ ჩარლისთან.

High Hopes იწყება საეკლესიო ზარების რეკვით, რომელიც იგივეა, რაც სიმღერაში Fat Old Sun, პინკ ფლოიდის ალბომიდან Atom Heart Mother.

ჩიტებისა და ბუზის ხმა უფრო გვაგონებს კიდევ ერთ ძველ კომპოზიციას Grantchester Meadows, ალბომიდან Ummagumma.

ეს არის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის წევრებმა ჩაწერეს სამკაციანი ჯგუფის სახით. მასში მოთხრობილია ჯგუფის თითქმის 30 წლიანი ისტორია. სტრიქონი The endless river, forever and ever, შესაბამისად, აღებულია სიმღერიდან See Emily Play (Float on a river, forever and ever).

სინგლში აგრეთვე შეტანილი იქნა კომპოზიციები Keep Talking (შემოკლებული ვერსია) და One Of These Days (საკონცერტო ვერსია).

გილმორის კომენტარი[რედაქტირება]

High Hopes იყო უკანასკნელი სიმღერა, რომელიც დავწერეთ ალბომისთვის. ვფიქრობ, ეს მოხდა ივლისში. ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდა. ეს სწორედ ის არის, რაც მოქმედებს, სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე ეს მუსიკალური ნაწყვეტი, ჩავწერე კასეტაზე, სულ რამდენიმე ტაქტი. მერე კი ჩემს მეგობარ, პოლისთან ერთად ჩემს პატარა სახლში მოვისმინე და ვცადეთ ტექსტის დაწერა. იგი დამეხმარა და მე დავბრუნდი ბავშვობაში, ჩემს ცხოვრებაში, კემბრიჯში. ტექსტის დიდი ნაწილი იმავე დღეს დაიწერა. სტუდიაში როდესაც მივედი, იქ არავინ იყო. დემო ჩავრთე, ყველაფერი თავად გადავამუშავე. ერთ დღეში დავასრულეთ.

დევიდ გილმორი საუბრობს სიმღერაზე აშშ ეთერში ალბომის The Division Bell რადიოპრემიერისას, მარტი, 1994.

სიმღერების სია[რედაქტირება]

CD
  1. High Hopes — 7:57
  2. Marooned — 5:31
CD maxi
  1. High Hopes (რადიოს ვერსია) — 5:16
  2. Keep Talking (რადიოს ვერსია) — 4:55
  3. One of These Days (ცოცხალი) — 6:57

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა კემბრიჯში. კლიპზე სტორმ თორგერსონი მუშაობდა. მას აჩვენებდნენ საკონცერტო ტურნეს დროს, სიმღერის შესრულებისას. იგი ასევე შეტანილია ფილმში P*U*L*S*E. კლიპში მინდორში დგას მამაკაცი და ელის კათედრალს უყურებს - ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც გამოსახულია ალბომის The Division Bell გარეკანზე. ასევე, მუსიკალურ ვიდეოში ვრცელდება ტექსტის იდეები და ბევრი მინიშნებაა სიდ ბარეტზე, როჯერ უოტერსსზე და სხვებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გიგანტური თავი, რომელსაც მიათრევს ადამიანების ჯგუფი - ეს არის სიდ ბარეტის სახე.

სხვა ვერსიები[რედაქტირება]

High Hopes შეტანილი იქნა 2001 წლის სიმღერების კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, შედარებით შემოკლებული სოლოთი სლაიდ გიტარაზე. სიმღერა ასევე შეტანილია კრებულში A Foot in the Door – The Best of Pink Floyd.

სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს ფარგლებში. დევიდ გილმორი მას 2001-2002 წლების აკუსტიკურ კონცერტებსა და 2006 წლის სოლო ტურნეს დროს ასრულებდა.

პერსონალი[რედაქტირება]

  • მუსიკა - დევიდ გილმორი
  • ტექსტი - დევიდ გილმორი, პოლი სემსონი

ჩაიწერა 1993 წლის იანვარში - 1994 წლის იანვარში, სტუდიებში: ასტორია, ბრიტანია როუ და ები-როუდის სტუდიები, ლონდონი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Fuller, Graham. (July 1994)The Color of Floyd. Interview Magazine, p. 20-21. წაკითხვის თარიღი: 2011-07-22.