Goodbye Blue Sky

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Goodbye Blue Sky“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 2:45
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი

Goodbye Blue Sky — ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეშვიდე სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Wall. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1] გამოიცა ალბომზე The Wall, 1979 წელს.[2]

კომპოზიცია[რედაქტირება]

ამ სიმღერის შესავალში ჟღერს ჩიტების ხმები. ახლოვდება სამხედრო თვითმფრინავები, რაც იქცევს ბავშვის ყურადღებას (ჰარი უოტერსის ხმა). იგი წარმოთქვამს: Look mummy, there's an aeroplane up in the sky (შეხედე, დედა, ცაში თვითმფრინავია).

შემდეგ ჟღერს დევიდ გილმორის ვოკალი და გიტარები. სიმღერის ტექსტში ასახულია მოგონებები ელ­ვი­სე­ბუ­რი ომის შესახებ.

სიმღერის იდენტური ვერსია შეტანილია ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სადაც მას ახლავს ჯერალდ სკარფის მიერ შექმნილი ანიმაციური კადრები, ომის კოშმარებით.

სიუჟეტი[რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. ამ სიმღერის ტექსტში აღწერილია მოგონებები ომზე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  2. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Goodbye_Blue_Sky&oldid=2704522“-დან