Careful with That Axe, Eugene
| „Careful with That Axe, Eugene“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - პინკ ფლოიდი | ||
| A-მხარე | Point Me at the Sky | |
| გამოსვლის თარიღი | 17 დეკემბერი 1968 | |
| ფორმატი | 7" | |
| ჩაიწერა | 4 ნოემბერი 1968 | |
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, სპეის როკი | |
| ხანგრძლივობა | 5:45 (სინგლის ვერსია) 8:49 (Ummagumma-ს ცოცხალი ვერსია) |
|
| ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |
| სიმღერის ავტორი | დევიდ გილმორი როჯერ უოტერსი რიჩარდ რაიტი ნიკ მეისონი |
|
| პროდიუსერი | ნორმან სმითი | |
| პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Let There Be More Light (1968) |
Point Me at the Sky (1968) |
The Nile Song (1969) |
Careful with That Axe, Eugene — ჯგუფ პინკ ფლოიდის ინსტრუმენტული იმპროვიზაციული კომპოზიცია[1], გამოცემული სინგლზე Point Me at the Sky. იგი აგრეთვე შეტანილია ჯგუფის კრებულში Relics. მისი ცოცხალი ვერსიები ჟღერს ალბომში Ummagumma და ფილმში Pink Floyd: Live at Pompeii. კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია, „Come in Number 51, Your Time Is Up“, შეტანილია მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „ზაბრისკი პოინტი“ და მის საუნდტრეკში. [2]
სექციების სია |
კომპოზიცია [რედაქტირება]
კომპოზიციის მუსიკალური ნაწილი ეფუძნება მსუბუქ, ორღანზე აგებულ ჯემს და ბას-გიტარის თანმხლებ პარტიას, რომელიც მონოტონურია. სიმღერას ტექსტი არ აქვს, თუმცა როჯერ უოტერსი ჩურჩულებს მის სათაურს, რასაც მოჰყვება მისივე კივილი, Candy and a Currant Bun-ის მსგავსი. მუსიკა უფრო და უფრო ხმაურიან ტონს იძენს, შემდეგ კი თანდათან მშვიდდება. დაძაბული სექციების დროს დევიდ გილმორის გიტარა და სკეტ-ვოკალი ჟღერს. კონცერტების დროს ამ ნაწილს დევიდი ვოკალურად გიტარასთან უნისონში ასრულებდა.
ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“ კომპოზიციას გადაერქვა სათაური და ეწოდა „Come In Number 51, Your Time Is Up“. მას დაემატა ბევრი ჩურჩული და გუნდის ვოკალები. ძირითად ვოკალებს ამ ვერსიაში ასრულებენ დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი, ხოლო უოტერსის კივილი შესამჩნევად ხმამაღალია. თუკი ორიგინალური ვერსია რე მინორში სრულდებოდა, ეს ვერსია მი მინორში სრულდება. ფილმში იგი ჟღერს ფინალური სცენის დროს, როდესაც შენელებული მოძრაობით არის ნაჩვენები დიდი აფეთქება.
ცოცხალი ვერსიები [რედაქტირება]
ჯგუფი კომპოზიციას ასრულებდა 1968-1973 წლების ყველა კონცერტზე, ერთხელ კი 1977 წელსაც შეასრულა. ადრეული ვერსიის წარდგენა შედგა 1968 წლის 31 მაისს, სათაურით „Keep Smiling People“. სათაურით „Murderistic Woman“ კომპოზიცია ჯონ პილის გადაცემაში Top Gear, 1968 წლის 11 აგვისტოს გადაიცა, ხოლო ჩაიწერა მანამდე, BBC-ს სტუდიაში Piccadilly, 1968 წლის 25 ივნისს. [3]
პერსონალი [რედაქტირება]
- როჯერ უოტერსი - ბას გიტარა, ვოკალი
- დევიდ გილმორი- გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი - ორღანი
- ნიკ მეისონი- დასარტყამები, პერკუსია
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Albums: Zabriskie Point (1970), Pink Floyd. Floyian Slip. წაკითხვის თარიღი: 25 February 2011.
- ↑ Hodges, Nick and Priston, Ian (1999), Embryo: A Pink Floyd Chronology 1966–1971. Cherry Red Books, p. 126.
|
|||||