პორტალი:პინკ ფლოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:პინკ ფლოიდი
პორტალი:პინკ ფლოიდი


პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

ვრცლად...

შემთხვევითი სტატია - შემდეგის ჩვენება


Another Brick in the Wall (ქართ. მორიგი აგური კედელში) — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall. იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ალბომში, სხვადასხვა ადგილზე ჟღერს. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. ნაწილი II არის სკოლებში არსებული სასტიკი სისტემისა და ზოგადად, პანსიონატი სკოლების წინააღმდეგ საპროტესტო სიმღერა. ცნობილია, რომ ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის საპროტესტო აქციების დროს. „Another Brick in the Wall Part 2“ ასევე გამოიცა სინგლის სახით და იქცა ჯგუფის ერთადერთ #1 ჰიტ სინგლად ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში, სიმღერებთან „Run Like Hell“ და „Don't Leave Me Now“ ერთად, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა დისკო ჩარტის 57-ე პოზიციაზე. იგი იყო ჯგუფის პირველი ბრიტანული სინგლი, გამოცემული 1968 წლის Point Me at the Sky-ს შემდეგ. იგი ასევე იყო 1970-იანი წლების უკანასკნელი #1 სინგლი. „Another Brick in the Wall Part 2“ გახდა „გრემის“ ნომინანტი „როკ დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო შესრულების“ კატეგორიაში (ჯილდო ბობ სეგერის სიმღერამ „Against the Wind“ მიიღო). გარდა ამისა, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ #375 ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა სინგლის 4 მილიონზე მეტი ასლი.

როგორც სინგლი, ასევე ალბომი The Wall სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1980 წელს აკრძალული იქნა, როდესაც რასობრივი უთანასწორობის გამო სკოლების ბოიკოტის ფარგლებში არსებული მოძრაობის მონაწილეებმა სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქციეს.

ვრცლად...

შემთხვევითი სიმღერა - შემდეგის ჩვენება


High Hopes — ინგლისურ ჯგუფ პინკ ფლოიდის სინგლი, რომელიც გამოვიდა 1994 წელს. იგი შეტანილია პინკ ფლოიდის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში The Division Bell. სიმღერა აღსანიშნავია პინკ ფლოიდის წარსულზე ორიენტირებული ტექსტებით, რაც მას უფრო ავტობიოგრაფიული ნამუშევრების რიგში აყენებს. სიმღერაში ნახსენებია განმყოფი ზარი, რომელსაც ძალიან იშვიათად რეკავენ ინგლისის პარლამენტში. იგი ალბომის სახელწოდებისათვის შეარჩია მწერალმა დუგლას ადამსმა, რომელიც გილმორის მეგობარი იყო.

სიმღერა იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის. ამასთან, დაირღვა პინკ ფლოიდის მრავალწლიანი ტრადიცია და სიმღერის ფინალისათვის ჩაიწერა მენეჯერ სტივ ო’რურკის სატელეფონო საუბარი გილმორის მეგობარ პოლი სემსონის (შემდგომში - გილმორის მეუღლის) შვილ ჩარლისთან.

High Hopes იწყება საელესიო ზარების რეკვით, რომელიც იგივეა, რაც სიმღერაში Fat Old Sun, პინკ ფლოიდის ალბომიდან Atom Heart Mother.

ვრცლად...

შემთხვევითი ბიოგრაფია - შემდეგის ჩვენება


დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი, ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968-დღემდე). სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.

გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა.

ვრცლად...

შემთხვევითი ალბომი - შემდეგის ჩვენება


The Division Bell (ქართ. განმყოფი ზარი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წელს. იგი ჩაიწერა ჯგუფის გიტარისტ და ვოკალისტ დევიდ გილმორის მოცურავე სტუდია Astoria-ში. ბრიტანეთში ალბომი მოხვდა ჩარტების პირველ პოზიციებზე. მისი გამოსვლის დღეს ჯგუფმა გამართა უკანასკნელი მსოფლიო ტურნე, რომლის ერთ-ერთი კონცერტი აღბეჭდილია ფილმში Pulse, ხოლო ტურნეს რჩეული ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში.

ვრცლად...

შემთხვევითი ფოტო - შემდეგის ჩვენება


ჯგუფის გამოსვლა ერლს კორტში, 1973 წლის 18 მაისს, ტურნეს The Dark Side of the Moon ფარგლებში.


სხვა მედია...

კატეგორიები

ქეშის გაწმენდა