La Carrera Panamericana
| La Carrera Panamericana | |
|---|---|
ფილმის La Carrera Panamericana ვიდეოკასეტის ყდა |
|
| რეჟისორი | იენ მაკ-არტური |
| პროდიუსერი | იენ მაკ-არტური სტივ ო’რურკი |
| როლებში | დევიდ გილმორი ნიკ მეისონი |
| მუსიკა | პინკ ფლოიდი |
| ხანგრძლივობა | 65 წთ. |
| ენა | ინგლისური |
La Carrera Panamericana — 1992 წლის ფილმი, რომელიც ასახავს მექსიკაში ჩატარებულ ტრადიციულ ავტორბოლა Carrera Panamericana-ს. ფილმში გამოიყენება ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკა, ხოლო ავტორბოლაში მონაწილეობენ მისი წევრები დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი, მენეჯერ სტივ ო’რურკთან ერთად.
ფილმში გამოყენებული მუსიკალური თემების ნაწილი ეფუძნება პინკ ფლოიდის უკვე არსებულ მასალას, ხოლო ნაწილი სპეციალურად ფილმისათვის იქნა დაწერილი. ეს არის პირველი ჩანაწერები, შექმნილი მას შემდეგ, რაც რიჩარდ რაიტი კვლავ იქცა პინკ ფლოიდის სრულუფლებიან წევრად. რაიტი ამ კომპოზიციების თანაავტორიც არის, პირველად 1975 წლის ალბომის Wish You Were Here შემდეგ.
ალბომის საუნდტრეკი ცალკე არ გამოცემულა, მაგრამ კომპოზიციები შეტანილია ბუტლეგურ კრებულში A Tree Full of Secrets. ფილმი გამოსულია მხოლოდ ვიდეოკასეტის ფორმატში.
კომპოზიციები [რედაქტირება]
- უკვე არსებული
- Signs of Life (გილმორი/ბობ ეზრინი)
- Yet Another Movie (გილმორი/პატრიკ ლეონარდი)
- Sorrow (გილმორი)
- One Slip (გილმორი/ფილ მანზანერა)
- Run Like Hell (ცოცხალი) (გილმორი/როჯერ უოტერსი)
- ახალი მასალა
- Country Theme (გილმორი)
- Small Theme (გილმორი)
- Big Theme (გილმორი)
- Carrera Slow Blues (გილმორი/რაიტი/მეისონი)
- Mexico '78 (გილმორი)
- Pan Am Shuffle (გილმორი/რაიტი/მეისონი)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) La Carrera Panamericana — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ქართ)